Skip to main content

Posts

Showing posts with the label მუზეუმი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

ოზურგეთის აბანოს ნაშთები

ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო. 1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო . მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში ( დვაბზუს საზოგადოება ) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო. აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ  ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია. გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსე...

მე-18 არმიის მუზეუმის გახსნა ოზურგეთში / Museum of 18th Army Opening

1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა . 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.

გურიის გაუქმებული მუზეუმები

1951 წელს გურიაში მოქმედებდა ორი მუზეუმი და იგეგმებოდა მესამის გახსნა. ამჟამად გურიაში ცხრა მოქმედი მუზეუმია. აქ კი წარმოდგენილია  ადრე მოქმედი და გაუქმებული მუზეუმების სია: ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი გონებისკარში . მუზეუმი გაიხსნა 1957 წ. სახლი ჯერ კიდევ დგას ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახლ-მუზეუმი  შემოქმედში, მოქმედებდა 1983-1990 წწ ნასაკირალის ბრძოლის  მუზეუმი ცხავათის მთაზე შენობის კვალიც აღარაა შემორჩენილი კონსტანტინე ლესელიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ხვარბეთში ბახვის მუზეუმი, დღეს აღარ არსებობს ჭიჭიკო ბენდელიანის მუზეუმი გორაბერეჟოულში ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში, გაიხსნა 1984 წელს ბორის ძნელაძის მუზეუმი სოფელ ბურნათში მახარაძელ და გენიჩესკელ კოლმეურნეთა მეგობრობის მუზეუმი შრომაში ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი დანჩენკოს მუზეუმის გახსნა

ოზურგეთის ცენტრის გადაკეთება, 1979

თ. კუნჭულია, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე გაზეთი „ლენინის დროშა“ N 19, გვ 3. 1979 წ ქალაქში, სტალინის მოედანზე ახლო წარსულში სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ადგილი ჰქონდა სერიოზულ დამახინჯებებსა და შეცდომებს ქალაქ მახარაძის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრის განაშენიანების საქმეში. ირღვეოდა ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების პრინციპები, ქალაქის ცენტრში გამოინახა ადგილი ერთსართულიანი რესტორანისათვის, იქვე გვერდით მოეწყო თონე და კაფე მიხურულ-მოხურული სათავსოების გრძელი რიგით. ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ე. წ. წყავების ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა და მასში ზედიზედ აღმოცენდა სახაშე, სასაუზმე და სხვა უშნო, პროექტის გარეშე აშენებული დარაბები. დღეს ჩვენი ქალაქის განვითარება წარმოებს მიზანსწრაფულად, გენერალური გეგმის საფუძველზე, ცალკეული უბნების განაშენიანება კი დეტალური დაგეგმარების პროექტების მიხედვით. სწორედ ასე წარიმართება ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრის, სტალინის მოედნის განაშენიანება, სადაც უკვე დაიწყო ფართო მასშტაბის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშა...