იმერეთის მეფე დავით II 1787 წელს სიგელით უმტკიცებს ვახტანგ III გურიელს , გურიის სამთავროს ტახტის მემკვიდრეს საჯავახოს მხარეს , რომელიც წარმოადგენდა დავის საგანს გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. წყალობითა მღუთისათა, ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მპყრობელმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან მის-ძემან სახელ-განთქმულის მეფის გიორგისამან, მეფეთ-მეფემან დავით და თანამეცხედრემან ჩვენმან ორბელიანის ასულმან დედოფალმან ანნა, ესე წყალობის წიგნი, სამკვიდრო და საბოლოოთ გასათავებელი, დროთა და ჟამთა მიზეზ შემოუღებელი, მოგეცით შენ ჩვენს დის-წულს გურიელის-შვილს ვახტანგს ასე და ამა მიზეზისათვის რომ საჯავახო პირველად ბიძა-თქვენს და მამა-თქვენს ჰქონებოდათ და რომლისამე მიზეზისათვის ჩვენს ძმას ბატონს მეფე სოლომონს მძლავრებით წაეღოთ, მერმეთ ბატონს ჩვენს ძმას მეფე სოლომონსა და თქვენს შუა მშვიდობა მომხდარ-იყო და შენი თავი მამა თქვენს მეფე სოლომონისათვის მიერთმია და სიყრმითგან მისი მოწყალებითა და სიყვარულით აღზრდილ იყავი; ისიც ამ წყალობას გიპირებდა, მაგრამ უჟამოს სიკვდილისაგან აღარ დასცალ...