Skip to main content

Posts

Showing posts with the label საბჭოთა პროპაგანდა

კოლექტივიზაცია ოზურგეთის მაზრაში

კოლექტივიზაცია ოზურგეთის მაზრაში შთაბეჭდილებანი ფილიპე მახარაძის წერილი, გაზეთი „კომუნისტი“ N65, 1930 წელი      ამ ხანებში მე მომიხდა ოზურგეთის მაზრაში ყოფნა ორჯერ. პირველად დავყავი იქ სამი დღე (თებერვლის 17-20 რიცხვებში) ხოლო მეორედ რვა დღე (მარტის 8-15 რიცხვებში). იქ ყოფნის დროსმე ვინახულე როგორც მთლიანი კოლექტივიზაციის რაიონები, ისე ის რაიონებიც, სადაც მთლიანი კოლექტივიზაცია არ ტარდება, არამედ მიმდინარეობს ჩვეულებრივი კოლმეურნეობრივი მშენებლობა. ყველგან, სადაც კი მოვხვდი, გაიმართა ფართო საუბარი გლეხკაცობასთან. საუბარი ეხებოდა განსაკუთრებით მთლიანი კოლექტივიზაციის საკითხებს.     მე მინდა ამ წერილში გავაცნო მკითხველებს ის შთაბეჭდილება, რომელიც მე მივიღე გურიაში კოლექტივიზაციის საქმესთან საკმარისად ახლო გაცნობის შემდეგ. ლაპარაკია კოლექტივიზაციის პირველ ნაბიჯებზე, პირველ ცდებზე. ამ პირველმა ნაბიჯებმა უნდა განსაზღვრონ შემდეგში კოლექტივიზაციის მსვლელობა, მისი შეფერხება თუ წარმატება, ე.ი. მისი განვითარების ნელი თუ სწრაფი ტემპი.     თავისთავად იგულისხმება, ...

საქართველოს მაგნეტიტი

ბ. მესხი საქართველოს მაგნეტიტის სამმართველოს დირექტორი   „ლენინის დროშა“, 13 ივლისი, 1946 მაგნეტიტის საბადოების შესწავლა დაწყებული იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, მაგრამ მას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განახლებულ იქნა გეოლოგიურ საძიებო სამუშაოები. 1941 წელს ნატანების უბნიდან გრიგორეთის უბნამდე გამორკვეულ იქნა ზღვის სანაპირო ზღვიდან 600 მეტრის მანძილზე, როგორც მაგნიტიტის საბადო. 1944-1945 წელი თითქმის საცდელ მუშაობას მოუნდა, ხოლო მიმდინარე წელში კი შედარებით მცირე მექანიზაციით - „გამამდიდრებელი“ ღარებით დავიწყეთ საექსპლოატაციო მუშაობა. ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მომცემი გახდება საქართველოს მაგნეტიტი. ხუთწლედის მეორე წელს დავიწყებთ მუშათა ბინათმშენებლობას ათასი კაცისათვის. სადგურ ურეკში აგებულ იქნება ერთი ფართო ლიანდაგიანი შესახვევი, სადგურიდან ზღვის სანაპიროზე გავიყვანთ 12 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიან რკინიგზას. და...

მწვანე ოქროს ქვეყანა

პირველი ნაბიჯები გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს  მამია V გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.  15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,  ფორთოხლის ა და  ლიმნის  გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში. მიხეილ ერისთავის ჩაი მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადა...

ოზურგეთის ცენტრის გადაკეთება, 1979

თ. კუნჭულია, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე გაზეთი „ლენინის დროშა“ N 19, გვ 3. 1979 წ ქალაქში, სტალინის მოედანზე ახლო წარსულში სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ადგილი ჰქონდა სერიოზულ დამახინჯებებსა და შეცდომებს ქალაქ მახარაძის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრის განაშენიანების საქმეში. ირღვეოდა ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების პრინციპები, ქალაქის ცენტრში გამოინახა ადგილი ერთსართულიანი რესტორანისათვის, იქვე გვერდით მოეწყო თონე და კაფე მიხურულ-მოხურული სათავსოების გრძელი რიგით. ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ე. წ. წყავების ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა და მასში ზედიზედ აღმოცენდა სახაშე, სასაუზმე და სხვა უშნო, პროექტის გარეშე აშენებული დარაბები. დღეს ჩვენი ქალაქის განვითარება წარმოებს მიზანსწრაფულად, გენერალური გეგმის საფუძველზე, ცალკეული უბნების განაშენიანება კი დეტალური დაგეგმარების პროექტების მიხედვით. სწორედ ასე წარიმართება ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრის, სტალინის მოედნის განაშენიანება, სადაც უკვე დაიწყო ფართო მასშტაბის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშა...

ნატანები, ძველი ფოტოები / Natanebi, old photos

ნატანები, ფოტოები გაზეთ „ლენინის დროშიდან“   კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, 1956 წ / Colkhoz Building მეგობრობის ობელისკი მეგობრობის ბაღში / Memorial of Friendship ლენინის ძეგლი რკინიგზის სადგურის წინ / Statue of Lenin in front of railway station კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, 1958 წ / Colkhoz Building სოფელ ნატანების ცენტრი / Village Center