Skip to main content

Posts

Showing posts with the label მთისპირი

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

მთისპირიდან შორს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად , ოზურგეთის მუნიციპალიტეტში   მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში დაბალია . კერძოდ , 28 თემიდან 20- ში მოქალაქეების ჩართულობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შემუშავებაში 5%- ზე ნაკლებია . ამას   სისტემური ხასიათის მიზეზები აქვს , რომელთაგან ერთ - ერთი მთავარი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული მოწყობის საბჭოთა დროინდელი სისტემა , დარაიონება , რომელიც უკვე 80 წელზე მეტია ემსახურება ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობისგან დისტანცირებასა და ცენტრალიზებული მმართველობის შენარჩუნებას . ნიშანდობლივია , რომ სოფლის , ქალაქისა და თემის დონეზე არსებული თვითმმართველობების ჩანასახების გაუქმება და თვითმმართველობის დარქმევა   საბჭოთა პერიოდის რაიონებისთვის 2005-06 წელს განხორციელდა სწორედ იმ ხელისუფლების მიერ ,   რომელსაც ღიად და გაცხადებულად ჰქონდა არჩევანი გაკეთებული ცენტრალიზაციის სასარგებლოდ . საქმე ლაპ...