Skip to main content

Posts

Showing posts with the label ბახვი

ბახვის გლეხების მოთხოვნები

ბახვის საზოგადოება II-23     სულთან კრიმ-გირეის სიტყვის წაკითხვის შემდეგ, ხალხი გავიდა ცალკე, მოილაპარაკა ერთმანეთში და აირჩიეს თორმეტი წარმომადგენელი. საზოგადოების მოთხოვნილებით ყრილობას მოშორდნენ მამასახლისი, მწერალი და მღვდლები.       წარმომადგენლებმა ყოვლის უწინარეს ყურადღება მიაქციეს გადასახადებს. მრავალი გადასახადი აწევს გლეხს კისერზე, ყველაფერს გლეხი იხდის და საშუალება კი არ მოეპოვება. დაგვეცემა „ბორჩიკი“ და ქვიდან უნდა გამოვაძვრინოთ რამე, თორემ მჭადს წაგვართმევს, ძროხას გაგვიყიდის, ხარს, თოხს, ქვაბს. ამასაც არ დაგვაჯერებენ, გვცემენ, დაგვატუსაღებენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ცოლის ნამზითვი ფარდაგი გაუტანიათ, ქალს წინააღმდეგობა დაუწყია, მაგრამ წაუქცევიათ და გაულახავთ. „მე თვითონ ვიყავი ბორჩიკი (ამბობს ერთი დეპუტატი) და უკანასკნელი კვირის საჭმელი ფქვილი წამირთმევია გლეხისთვის. რას ვიზამდი მამასახლისი მახრჩობდა.“      სხვა გადასახადებიც არის, მაგალითად, დრამა. ნათვლის, ზიარების, ქორწილის - ყველაფრის ცალკე უნდა გადავიხადოთ. კაცი...

ლაზარენკოს რაპორტი

ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს მოხსნება ნასაკირალის ბრძოლის, დვაბზუს გადაწვის და გურიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებიდან ოზურგეთიდან ჩვენს საშველად გამოსულ ასეულს სახლებიდან ესროდნენ. ამიტომ გზატკეცილის პირად მდებარე ყველა სახლი კაზაკებმა დასწვეს , როცა სახლებიდან ცეცხლის ალი ავარდა, მე პეკარსკის თანდასწრებით შენიშვნა მივეცი, მაგრამ ოფიცერმა, რომელიც მე მოვნახე, ის იყო პოდესაული კოსტელიანოვი, მიპასუხა, რომ ეს ხდებოდა სამხედრო მოსაზრებით. დანარჩენი ოფიცრები პოდესაული პაპეჩენკო და ხორუნჯი მალაევი შორს იმყოფებოდნენ ჩემგან. ამ შეტაკებაში ჩვენ დავკარგეთ მოკლულნი და დაჭრილნი. ჭრილობისაგან გარდაიცვალა 6 კაზაკი, დაიჭრა 12. პოლიციის სტრაჟნიკები მოკლულ იქნა 2, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი ანთაძე. დაიკარგა მოკულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბერდანკები სულ 6 ცალი, ყველა ესენი ხელთ იგდეს აჯანყებულებმა. დაიკარგა ცხენები. სტრაჟნიკების: 4 გაიქცა, 10 მოკულ იქნა. კაზაკის ცხენი: მოკლულ იქნა 3 ცხენი და და...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია გურიაში შემორჩენილი ქვევრები, ასევე ქვის საწნახელები და მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები.  ვაზის ხისგან არის დამზადებულ ერკეთის მონასტრის აღსავლის კარები.  სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი . ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ. ქვასაწნახელი გონებისკარში ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი აგუნა, აგუნა გამეიარეო ბახვი, ასკანა მადმეიარეო ჩვენს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო საკრ...