Skip to main content

Posts

Showing posts with the label გრიგოლეთი

საქართველოს მაგნეტიტი

ბ. მესხი საქართველოს მაგნეტიტის სამმართველოს დირექტორი   „ლენინის დროშა“, 13 ივლისი, 1946 მაგნეტიტის საბადოების შესწავლა დაწყებული იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, მაგრამ მას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განახლებულ იქნა გეოლოგიურ საძიებო სამუშაოები. 1941 წელს ნატანების უბნიდან გრიგორეთის უბნამდე გამორკვეულ იქნა ზღვის სანაპირო ზღვიდან 600 მეტრის მანძილზე, როგორც მაგნიტიტის საბადო. 1944-1945 წელი თითქმის საცდელ მუშაობას მოუნდა, ხოლო მიმდინარე წელში კი შედარებით მცირე მექანიზაციით - „გამამდიდრებელი“ ღარებით დავიწყეთ საექსპლოატაციო მუშაობა. ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მომცემი გახდება საქართველოს მაგნეტიტი. ხუთწლედის მეორე წელს დავიწყებთ მუშათა ბინათმშენებლობას ათასი კაცისათვის. სადგურ ურეკში აგებულ იქნება ერთი ფართო ლიანდაგიანი შესახვევი, სადგურიდან ზღვის სანაპიროზე გავიყვანთ 12 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიან რკინიგზას. და...