Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2012

რა ვნახოთ გურიაში?

რუკები და მცირე ინფორმაცია მათთვის, ვინც გურიის დათვალიერებას აპირებს მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით ქვის საწნახელი  გონებისკართან ახლოს არის ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი უძველესი საწნახელი, გონებისკარიდან ერთ კილომეტრში. სოფლის ცენტრიდან ფეხით ასვლა შეიძლება Powered by  Wikiloc ასკანის ციხე საწყისი პუნქტი სოფელი მთისპირი. ციხემდე გზაზე შესაძლებელია მსოფლიოში უნიკალური ბენტონიტური თიხის საბადოს, ასევე ულამაზესი ტბების ნახვა. სოფლის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა ინწკირველების ეკლესიის ნანგრევები. ციხეზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა. Powered by  Wikiloc აკეთი საწყისი პუნქტი ნასაკირალი, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა. გზაზე არის შესაბამისი ნიშანი. საქვიხიას ჩანჩქერი, ოქონას მონასტრის ნანგრევები, აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, აკეთის მაცხოვრის ეკლესია Powered by  Wikiloc გურული ოდები საბჭოთა მოზაიკები გურიაში ამავე თემაზე:  ბახმაროს ტურისტული ბილიკები

როგორი უნდა იყოს ჩვენი გერბი

როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში. მცირე ისტორია ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს მიერთების შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა. ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგულ ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს. ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება. ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი 1843-1917 აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს  და ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს. ესაა ჩოხატაურის გერბი: ბაზიე

ოზურგეთის სიღნაღიზაცია

ვინც ოზურგეთის საქალაქო ცხოვრებაში ასე თუ ისე ჩახდეულია, იცის:  ოზურგეთის ცენტრში სამშენებლო სამუშაოებია. გამოცხადდა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრი, მოედანი თეატრის წინ, რკინიგზის სადგური და მათი გამაერთიანებელი ჭავჭავაძის ქუჩა.  რაკიღა ამ პროცესს არავინ შეწინააღმდეგებია, ვალდებულად ვთვლი ორიოდ სიტყვა ვთქვა, რა და რატომ არ მომწონს. ჯერ პროცედურული ნაწილი პროცესი გაუმჭვირვალეა. პროექტებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საჯარო გახდა უკვე შედგენილი პროექტები და ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ უკვე არსებული პროექტის შესრულებაზე. თუმცა პროექტიც ხმამაღალი ნათქვამია - რეალურად ესაა მხოლოდ მოდელები და მაკეტები, სადაც არც ფონი ჩანს, არც ბუნება, არც სხვა შენობები, არც ქალაქის ურბანული თავისებურებები. ყოფილი ფოსტის შენობა ჭადრების ბაღში   ეს მოდელები კი შეადგინა იმ ჯგუფმა, ვინ თბილისში აღმაშენებლის გამზირისა და კალაუბნის სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ოზურგეთში ისეთივე გაპრიალებული კინოს დეკორაციები უნდა მივიღოთ, როგორც თბილისის ამ ორ უბანში.