Skip to main content

Posts

Showing posts with the label ჩოხატაური

ჩოხატაურის გლეხების მოთხოვნები

 გურიის ამბები      დაბა ჩოხატაურს რომ ვუახლოვდებოდით, კრიმ-გირეის თარჯიმანმა საუბარი გამართა ერთ იქაურ გურულთან: ამტკიცებდა, იმიტომ ხართ გურულები ნიჭიერი და გონებამკვირცხლი ხალხი, რომ უხვ, მდიდარ ბუნების კალთაში სცხოვრობთ, მშვენიერ მიწა-წყალს ჰპატრონობთ, მოჩხრიალე წყლებს და მობიბინე ყანებს დაჰყურებთო და სხვა-და-სხვა ამგვარი იდილია დაუხატა თარჯიმანმა გურულს და ბოლოს დასძინა, თქვენმა ბუნებამ გაგიხსნათ გონებაო. გურული ყურადღებით უსმენდა და ბოლოს დინჯად და გადაჭრით უპასუხა: „მართალს ბძანებთ, ბატონო, მჟავე ტყემალი ნამეტარს უხსნის ადამიანს გონებასაო“. დამსწრეთ ძალა-უნებურათ გადავიხარხარეთ: გურული კაცის ორმა მოსწრებულმა სიტყვამ ერთი იოტის წამისად პირქვე დაამხო ჩვენის გულ-კეთილ ქართლელ თარჯიმანის ტკბილ-გრძნობიერად, სენტიმენტალურად გამოსახული იდილია. გურული კაცის მოსწრებულ სიტყვებში მწარე ირონიის სახით ნამდვილი ჭეშმარიტება იყო გამოხატული. უხვ ბუნების შემყურე გურულ ხალხს საჭმელად მჟავე ტყემალი და უბრალო მჭადი ხვდა, იგიც მცირედა აქვს, სიმინდის მოსავალიც ოცში ერთს თუ ჰყოფნის და...

ჯონ ტელფერი გურიის შესახებ 1876

ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას. შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა. ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება , სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან...

როგორი უნდა იყოს ჩვენი გერბი

როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში. მცირე ისტორია ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს მიერთების შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა. ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგულ ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს. ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება. ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი 1843-1917 აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს  და ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს. ესაა ჩოხა...