Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2013

გურიის გლეხთა რევოლუციური კომიტეტი

მცირე ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1902-1903 წლებში გურიაში მარქსისტულად განწყობილი მოსახლეობის რევოლუციური მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა. გლეხთა პირველი კომიტეტი ჩამოყალიბდა 1903 წლის ივნისში. ჟანდარმთა როტმისტრ როჟანოვის პატაკის თანახმად კი 1901-02 წლებში ის ბათუმის კომიტეტის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. როგორც ბათუმის, ასევე გურიის კომიტეტებს გურულები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნოე რამიშვილი. 1905 წელში კომიტეტი ხელმძღვანელობდა აჯანყებასა და  ნასაკირალის ბრძოლას , მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, გამოაცხადა „ გურიის რესპუბლიკა “ და 1906 წლის იანვრამდე მართავდა გურიას. ხალხი რევკომის წევრებს და მათ მიმდევრებს „ახალთაობელებს“ ეძახდა. ორგანიზაცია   კომიტეტში შედიოდნენ ბათუმიდან გადმოსახლებული მუშები: იასონ მეგრელიძე, გოგილო ცინცაძე, სევასტი მურმანიძე, შემდეგ კომიტეტს შეუერთდნენ ქუთაისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეები და მასწავლებლები. კომიტეტის შექმნაში მონაწილეობდა რევოლუციონერი ალექსანდრე წულუკიძე. 1903 წლის პირველ ნახევარში ბათუმშ