Skip to main content

Posts

Showing posts with the label უდაბნოს მონასტერი

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ უდაბნოს მონასტერი, ამაღლება      სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი . გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. უდაბნოს მონასტერი       ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს. კეცის გამოსატანი ქვაბული  ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი      თავად ნაკაშიძეებს , რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი...

მაქსიმე ერისთავი

1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში მოხდა ანტირუსული აჯანყება, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად მასში იმერეთის სამეფოს გარდა, გურიის სამთავროს მოსახლეობაც მონაწილეობდა. აჯანყების დროს გურიაში გაიმართა ბრძოლები, დაინგრა შემოქმედის ციხე, იოთამ ბოლქვაძემ მოკლა პოლკოვნიკი პუზირევსკი, აჯაყნებულების ნაწილი დააპატიმრეს, სხვებმა კი ოსმალეთს შეაფარეს თავი. აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა იეროდიაკონი  მაქსიმე ერისთავი , წარმოშობით თავადი. ერისთავი დაიბადა სოფელ ბირკნალში და აჯანყებამდე მსახურობდა გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. გურიის უდაბნო 1820 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, ერისთავმა თავი შეაფარა ოსმალეთს და იქ დაჰყო 1830 წლამდე. 1830 წელს ერისთავი დაბრუნდა გურიაში, სადაც უკვე რუსული სამხედრო მმართველობა იყო. 1833 წელს ერისთავი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, რადგან არ მოინანია აჯანყებაში მონაწილეობა. 1837 წელს ერისთავმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს სთხოვა გურიის რომელიმე მონასტერში გადაყვანა. გენერალ გოლოვინის წე...

მაქსიმე I-ის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მაქსიმე I მაჭუტაძის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს წყალობითა ღუთისათა ჩუენ კათალიკოსი ჩრდილო აფხაზთა და ყოვლისა საიმერეთოსა, მამამთავარი მაქსიმე უბრძანებთ და მოვახსენებ ყოველთა გურულთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, დიდთა და მცირეთა, ამ ქვეყნის მემკვიდრეთა გურიის მეპატრონეთა და ყოველთა დარბაზის ერთა მისთა თავადთა და საპატიო კაცთა, აზნაურთა, მსახურთა და გლეხთა, მამათა და დედათა, რიონის წყლის გამოღმართთა ყოველთა ერთობით ღუთისა მიერი ლოცვა კურთხევითა მოგიკითხავ და გამცნებ ყოველთა გურიის უდაბნოს მახლობელთა: მართებული და ვალი არის ქრისტიანეთაგან, რომელსაც შეძლება ჰქონდეს და რაც სამსახური შეეძლოს ვისმე რომ თქუენთვის ცოცხალთა და მიცვალებულთათვის უდაბნო და მონასტერი მომხსენებელი და მლოცველი ამყოფოთ და შეძლებისაებრ თქუენც უდაბნოს შემწე და შემმატებელი და მოსამსახურე იყვნეთ სულთა და ხორცთა თქუენთა სარგებლად , და ამასაც მოგახსენებთ: ვინც სამართლის მათხოვარი ხართ უდაბნოსაგან, მაგ მონასტრის და უდაბნოს უფროსი და მომკითხავი ჩუენ ვართ, ვისაც მისგან სამართ...