Skip to main content

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა

XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო:

გურიელი

გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა

გურიელების გერბი

ნაკაშიძე


გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ.

ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად XVII საუკუნეში მცხოვრები მამუკა ნაკაშიძე სახელდება.  მამუკასა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები დიმიტრი ბაქრაძეს უნახავს ციხისფერდის ეკლესიაში 1873 წელს. ნაკაშიძეები ფლობდნენ „ერმენის“ მებაჟეობის უფლებას. 1787-92 წლებში „ერმენის“ მებაჟეობა სვიმონ მესამე გურიელმა მისცა კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს. „ერმენში“ შედიოდა ფაქტობრივად მთელი ზღისპირეთი ლელისწყალსა და ჩოლოქს აქეთ გრიგოლეთიანად, ნაკაშიძეებს ეკუთვნოდა სოფლებიგურიანთა, ვაშნარი, ციხისფერდი, ჭანიეთური, ბაილეთი, ახალსოფელი, მიქელგაბრიელი, ჩოჩხათი, ზედუბანი, გოგორეთი, მაკვანეთი. მათი რეზიდენცია და საძვალე იყო ციხისფერდისა და ვაშნარის ციხე და ეკლესიები. ნაკაშიძეები XIX საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს ანექსიისას და 1841 წელს გლეხთა აჯანყების დოს პრორუსული ორიენტაციის მქონე თავადები იყვნენ.

ნაკაშიძეები გურიაში ჩაის წარმოების ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ჩაქვიდან შემოიტანა და ზედუბანში გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე და უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе.

ნაკაშიძეების გერბი

მაჭუტაძე 


არსებობს მოსაზრება, რომ მაჭუტაძეების საგვარეულო მაჭის ხეობიდან მოდის და რომ ისინი საინგილოში მაჭის ერისთავები იყვნენ, სანამ ლეკების შემოსევების შედეგად არ აიყარნენ და დასავლეთ საქართველოში არ გადავიდნენ.

მაჭუტაძეები მეთექვსმეტე საუკუნიდან მოყოლებული ცნობილი სასულიერო პირები იყვნენ, მათ შორის აღსანიშნავია მაქსიმე I, დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სამაჭუტაძეო მოიცავდა თითქმის მთელ ზემო გურიას, გურიის სერს გადაღმა, მდინარე ფიჩორამდე (დაახლოებით დღევანდელი ლანჩხუთის რაიონი). მაჭუტაძეები ასევე ფლობდნენ ქვემო გურიას XVII საუკუნის შუა ხნებამდე, მანამ, სანამ ქვემო გურია გურიელებმა არ გადასცეს სამცხიდან ლტოლვილ თავდგირიძეებს. XVI საუკუნიდან მაჭუტაძეებს ეჭირათ გურიელების სახლთუხუცესის და ლანჩხუთის მოურავის თანამდებობა. 1660 წელს თავადმა მაჭუტაძემ მოკლა ქაიხოსრო გურიელი და ამით დაეხმარა დემეტრე გურიელს მთავრის ტახტის დაკავებაში. XIX საუკუნის დასაწყისში დავით და მისი შვილი ალექსანდრე მაჭუტაძეები ცნობილნი იყვნენ ტყვეთა სყიდვით, ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ფოთში ყიდდნენ.

ერისთავი

საერისთაოს სახელით ცნობილია ადგილი მდინარე გუბაზეულსა და საწაბლიოს ქედს (საჭამიასერი) შორის (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიის ნაწილი). ერისთავებს ეკუთვნოდა აჭარა-გურიის ქედის საძოვრების დიდი ნაწილი, მათ შორის ბახმაროც, ამ კურორტის აღმოჩენამდე. რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ღორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“.  ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.  

ერისთავების რეზიდენცია იყო გორაბერეჟოული. 1841 წელს ერისთავებმა ხელი შეუწყვეს გურიის აჯანყების დამარცხებას. მიხეილ ერისთავი იყო ასევე ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩაის აწარმოებდა. მან 1864 წელს საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

ერისთავების გერბი

გუგუნავა 


გუგუნავები ერთ დროს ქვემო გურიის ფეოდალები იყვნენ თავდგირიძეებთან და მანველიშვილებთან ერთად. ჯიხანჯირის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში იხენიებიან ვახუშტი გუგუნავა და მისი მეუღლე ლელა. მათი თანამედროვე იყო ჩითან გუგუნავა, რომელიც იხსენიება 1764 წლის დოკუმენტში. XVIII საუკუნის ბოლოდან ქვემო გურიის ოსმალეთის მიერ მიტაცების გამო გადავიდნენ შუა გურიაში და ფლობდნენ მდინარე სუფსის შუა წელში მდებარე ტერიტორიებს: ძიმითსა და ნაგომარს. მათ ნაგომრის მოურავის თანამდებობა ეჭირათ. (ექ. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნები“ თბილისი, 1907)

ლეგენდის მიხედვით იყვნენ ნაოსანი ძმები გუგუ, გეგე, წუწუ და ჩაგუ, რომელნიც მეფეს მოუკითხავს, რას აკეთებენო და მათ შესახებ ასე უპასუხიათ გუგუ ნავობს (ნაოსნობს), გეგე ნავობსო და ა.შ. აქედან გვარები გუგუნავა, გეგენავა, წუწუნავა და ჩაგუნავა.

ამ გვარიდან ცნობილია დათა გუგუნავა, გურიის 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვილი სიმონ გუგუნავა - პოემა „თამარიანის“ ავტორი.

მაქსიმენიშვილი


მაქსიმენიშვილები ფლობდნენ შუა გურიის მეღვინეობის რაიონს - ასკანას, ბახვს, ბაღდათს. მაქსიმენიშვილები ცნობილი იყვნენ იმით, რომ ამ ტერიტორიებზე მოჰყავდათ მტევანდიდის ჯი­შის ყურძენი და აყენებდნენ  მუ­ქი წი­თე­ლი ფე­რის, მა­გარ, სურ­ნე­ლო­ვან ღვი­ნო­ებს. 1789-1792 წლებში გიორგი მაქსიმენიშვილი იყო გურიელის ბოქაულთუხუცესი.
მაქსიმენიშვილების გერბი

თავდგირიძე


თავდგირიძეები გურიაში სამცხიდან გადმოვიდნენ XVII საუკუნეში. ქაიხოსრო I და გიორგი III გურიელები მფარველობდნენ მათ, დაიმოყვრეს და მისცეს მათ ბოქაულთუხუცესის წოდება და მამულები. თავდგირიძეები ფლობდნენ ქვემო გურიას (დღევანდელი ქობულეთის რაიონი). მათი საგვარეულო ციხე-სიმაგრე იდგა იყო მამუკას ციხე სოფელ ალამბარში.  XVIII საუკუნის ბოლოდან, ქვემო გურიის ოსმალთაგან დაკავების შემდეგ თავდგირიძეების ნაწილი გადავიდა აკეთში, სადაც ააშენეს სასახლე და აღადგინეს აკეთის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც მათ საგვარეულო საძვალედ იქცა. თავდგირიძეების ნაწილმა კი ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიაში დარჩა. მათგან ყველაცე ცნობილები- ჰასან-ბეგი და ალი-ფაშა - გურული ფოლკლორის ცნობილი პერსონაჟები არიან.

თავდგირიძეების გერბი


სხვა თავადები

გურიის თავადებს შორის ასევე იყვნენ ბერიძე, ბერეჟიან, ართმელაძე, შალიკაშვილი, კვერღელიძე. ართმელაძეების სათავადო XVII საუკუნის მეორე ნახევარში დამცირდა, ხოლო ბერიძეების სათავადო XVII-XVIII წლების მიჯნაზე. ამის შემდეგ ბერიძეები აზნაურები იყვნენ.

აზნაურები

აბულაძე, ანთაძე, ასათიანი, ბერაძე, ბერიძე, ბებურიშვილი, ბოლქვაძე, გეგიძე, გოთუა, გიგინეიშვილი, გოგიბერიძე, გოგოლიშვილი, დუმბაძე, დუდუჩავა, ებრალიძე, ვაშალომიძე, თავართქილაძე, თაყაიშვილი, თიკანაძე, იორაიშვილი, , კომახიძე, კვაშალი, კანდელაკი, მელაძე, მდივანი, მანელიშვილი, მახარაძე, მგალობლიშვილი, ნაკაიძე, ჟორდანია, ჟღენტი, საბაშვილი, ტუსკია, უჯმაჯურიძე, ფასეიშვილი, ქარცივაძე, ღლონტი, ყენია, ხუტულაიშვილი, ცქიტიშვილი, წითლიძე, ჭილაძე, ჭყონია, შარაშიძე, შალიკაშვილი, შევარდნაძე, .ჩხიკვიშვილი, ჯაყელი




Comments

  1. ძალიან საინტერესო თემაა,თუ იცით, რატომ გავს გურიელების გერბი ასე ძალიან ბრიტანეთის სამეფო გერბს? ან საიდან "უნიქორნი" გურიელების გერბზე?

    ReplyDelete
    Replies
    1. არა, არ ვიცი. თქვენ იცით?

      Delete
  2. ბერიძეები გურიის თავადები ყოფილან

    ReplyDelete
  3. ბერიძეების სათავადო რატომ დაკნინდა ამის შესახებ გაქვთ ინფორმაცია?

    ReplyDelete
    Replies
    1. გურიელის კარზე ის თანამდებობები, რაც ბერიძეებს ეჭირათ, ნაკაშიძეებმა დაიკავეს. ბერიძეების სათავადო გუგუნავების გახდა. რატომ მოხდა, ამის ზუსტი მიზეზი არ ვიცი, შესაძლოა, გურიელებს დაუპირისპირდნენ და ამიტომ

      Delete
  4. ის რომ ბერიძეების სათავადო გუგუნავებისა გახდა და ასე შემდეგ ზოგადად ბერიძეების სათავადოს შესახებ მიმითითებთ ისტორიულ სანდო წყაროს?

    ReplyDelete
    Replies
    1. ქველი ჩხატარაიშვილი, „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან"
      ოლღა სოსელია „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“

      Delete
  5. ბერიძეები ტახტის აზნაურებიც იყვნენ გურიაში

    ReplyDelete
    Replies
    1. ეს სად წერია?

      Delete
    2. ბერიძეები იყვნენ რამდენიმე შტო. იყო თავადური შტო და იყო აზნაურული შტო. შესაბამისად, ინფორმაცია მოსაძიებელია .

      Delete
  6. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/86017 ამ ლინკზე ნახეთ და დარწმუნდებით

    ReplyDelete
    Replies
    1. ჯერ ერთი ეს შესაძლოა არ იყოს ზუსტი, მეორეც, კონკრეტულად ეს ადამაიანი თუ ტახტის აზნაური იყო (რუსეთის იმპერიის დროს), არ ნიშნავს რომ ბერიძეები ზოგადად იყვნენ ტახტის, ანუ სამეფო აზნაურები საქართვლოს სამეფოს დროს, ან გურიის სამთავროს დროს. ნახეთ ჩემ მიერ ზემოთ მითითებული ლიტერატურა

      Delete
    2. რომელ ლიტერატურაში წერია დაწვრილებით? სოსელიას თუ ჩხატარაიშვილის?

      Delete
  7. რომელ ლიტერატურაში წერია დაწვრილებით? სოსელიას თუ ჩხატარაიშვილის?

    ReplyDelete
  8. გოგიტიძეები რატომ არ არიან?

    ReplyDelete
  9. Ჩხატარაიშვილების აზნაურობა გამოგრჩათ ალბათ

    ReplyDelete
  10. გოგიბერიძე-ზე გააქვთ რაიმე ინფორმაცია?

    ReplyDelete
  11. სად შეიძლება საგვარეულო გერბის მოძიება ხომ ვერ მეტყვით?!

    ადრე სადღაც შემხვდა ჩემი გვარის, მგალობლიშვილების გერბი და ვერაფრით მიპოვნია იმის მერე....

    ReplyDelete
    Replies
    1. არ ვიცი, ვერ გეტყვით

      Delete
    2. სიხარულიძეები იყვნენ თავადები

      Delete
    3. რაზე დაყრდნობით წერთ ამას? რომელ წყაროში არის ნახსენები?

      Delete
    4. ბერეჟიანები თავადები იყვნენ?

      Delete
    5. რაღაც დროში იყვნენ როგორც ჩანს, ვახუშტი ბატონისვილი თავადებს შორის ასახელებს

      Delete
  12. ბერეჟიანები იყვნენ აზნაურები, სიხარულიძეები არ ყოფილან აზნაურები!

    ReplyDelete
  13. შესანიშნავია! რამეს საბაშვილებზეც ხომ ვერ იტყოდით ცოტა დაწვრილებით!? მსურს, რომ უფრო მეტი ვიცოდე ჩემი გვარის შესახებ...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...