Skip to main content

Posts

Showing posts with the label ეკონომიკა

მახარაძის რაიონის ინფრასტრუქტურა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ინფასტრუქტურის და კომუნალური სერვისების შესახებ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი 1977 წლის მდგომარებით 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით გზები რაიონის ტერიტორიაზე გზების საერთო სიგრძე შეადგენდა 516 კმ-ს. აქედან: სახელმწიფო მნიშვნელობის 25 კმ. (4,8%)  რესპუბლიკური მნიშვნელობის 33 კმ. (6,4%) ადგილობრივი მნიშვნელობის 458 კმ. (88,8%) გზების სიხშირე 10 ათას მცხოვრებზე 63 კმ აღემატებოდა სსრკ-ის (56,4 კმ.) და საქ. სსრ-ის მაჩვენებლებს (44,6 კმ.) ტრანსპორტი 1977 წელს დაფიქსირდა 355,6 ათასი მგზავრთგადაყვანა. მოქმედებდა 17 საქალაქო და 57 რაიონული მარშრუტი, რომლებსაც ემსახურებოდა 70 ავტობუსი. ავტობუსების მარშრუტები არ ფარავდა ზვანსა და სერს რაიონის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის საერთო სიგრძე იყო 38 კმ.  1970 წელს რაიონში ირიცხებოდა 2507 კერძო ავტომობილი, ხოლო 1977 წელს 3661  კერძო ავტომობილი. წყალმომარაგება 1977 წლისთვის ქალაქ...

მახარაძის რაიონის ეკონომიკა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი 1977 წელს 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით ფასები ლარში მიღებულია საიტის http://www.historicalstatistics.org/Currencyconverter.html მეშვეობით შესაბამისი წლის მანეთის კონვერტირებით 2015 წლის აშშ დოლარში, ოქროს ფასის მიხედვით და შემდეგ ლარში (2015 წლის წლიური საშუალო კურსით 2.335) დასაქმების სტრუქტურა 1977 წლის მონაცემებით მახარაძის რაიონში 48,2 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 53,7%) ითვლებოდა შრომით რესურსად. დასაქმებულების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყო ასეთი:  სოფლის მეურნეობა 54,8% მრეწველობა 11,5% განათლება/კულტურა/ხელოვნება/მეცნიერება 8,0% ჯანდაცვა და სპორტი 4,8% მშენებლობა 3,2% ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 3,1% საყოფაცხოვრებო მომსახურება 2,5% შინამეურნეობები 2,25% საბინაო კომუნალური მომსახურება 1,9% ვაჭრობა და საზ. კვება 1,3% მართვა/დაზღვევა /საკრედიტო მოსმახურება  1,2% სხვა 0...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

გურია, კონსტანტინე გვარამაძე

კონსტანტინე გვარამაძის „გურია“ თანდართული გურული ლექსიკონით გამოქვენდა 1901 წელს ჟურნალ „მოგზაურში“ NN1, 2, 3, 5, 6-7, 8-9, 10. გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძლივს-ღა უჭერია. უწინ ამას საზღვრავდა: აღმ. ფერსათის მთა (აჭარა-გურიისა, გინა ლხინოს მთა), დას. შავი ზღვა, სამხ. მდ. ჭოროხი და ჩრდ. ოდიში (სამეგრელო). ეს ქვეყანა ამ საზღვრებიდგან შევიწროვდა და ახლა კი საზღვრავს: აღმ-დას. ფერსათის მთა და შავი ზღვა, სამხრეთით - პატარა მდინარე ჩოლოყი ( საზღვარი გურიისა 1877 წ-ს. ) და ჩრდ. მდ. რიონი. თქმა არის, უწინდელ გურიასთან შედარებით დღევანდელი გურია შემცირებულა კახაბერით - ქობულეთითურთ და ოდიშით - ფოთის მხრითურთ, მაშასადამე, დღევანდელს გურიას მხოლოდ ოზურგეთის მაზრა-ღა შეადგენს, რომელიც აღმ-დასავლეთით 50 ვერსს არ აღემატება სიფართით და ჩრდ.-სამხრეთით 35 ვერსს. მთელსს აწინდელ გურიაში მცხოვრებთა რიცხვი 80,000 სულს მეტს არ აღემატება. გურიაში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქია ოზურგეთი, რომელშიაც 4000 მცხოვრებია. ეს ქალაქი მეტად მშვენიერია და...