Skip to main content

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ

უდაბნოს მონასტერი, ამაღლება

    სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი. გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება.


უდაბნოს მონასტერი 

    ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს.


კეცის გამოსატანი ქვაბული 

ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი

    თავად ნაკაშიძეებს, რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი ხელოვნური გამოქვაბული. გამოქვაბული გამოიყენებოდა ღვინის მარნად, ღვინისა და სხვა პროდუქტების შესანახად.


ეშმაკის საყდარი, გაგური

    ესაა ხელოვნურად გამოჭრილი მიწისქვეშა გვირაბი სოფელ გაგურში. ის თედო სახოკიამ მოინახულა 1896 წელს. მისი თქმით გვირაბი გორაკის ფერდიდან იწყებოდა და შესასვლელი ბალახით ჰქონდა დაფარული. შესასვლელთან ნიადაგი ქვიშანარევი იყო, შიგნით მხოლოდ წითელი მიწა იყო. შესასვლელიდან 50 მეტრზე გვირაბი წყდებოდა, რადგან მიწა ჩამოშვავებულიყო. გამოქვაბულს შუაში კიდევ ერთი განივი გვირაბი ჰქონდა 10 მეტრი სიგრძისა. გამოქვაბული იმდენად დაბალი იყო, რომ ზრდასრული ადამიანი წელში ვერ გაიმართებოდა. გამოქვაბულის მოსახლეობა შიშიანობის დროს თავშესაფრად იყენებდა.

კელკეტერა, კონჭკათი

    სვანის ქედზე არის გამოქვაბული კელკეტერა (კლდეკარი). კელკეტერა დაქსელილი იყო შიდა გვირაბით, რომელიც სამ საიდუმლო გამოქვაბულს აერთიანებდა. ნაპოვნია ქვევრები და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

ნადასის გორი, გონებისკარი

    გონებისკარში, ე.წ. ზეგანზე არის გამოქვაბული. მას ერთი შესასვლელი აქვს, კედლებზე საღებავებით ჯვრებია გამოსახული.

შემოქმედი

    შემოქმედის მონასტრის ძირში არსებულ გამოქვაბულში ადრე დაყუდებული ბერები ცხოვროდბენ. გამოქვაბული შედგება ორი ოთახისაგან, პირველი ოთახი უფრო პატარაა ვიდრე მეორე. შესასვლელი ჩრდილოეთისკენაა. მოყვანილობა ნახევრად ოვალისებური აქვს. 

ერკეთი

    ასეთივე რელიგიური ფუნქციის იყო ზემო ერკეთში, ერკეთის მიქალე და გაბრიელ მთავარანგელოზების ეკლესიასთან მდებარე გამოქვაბული, რომელიც ადამიანის მიერაა კლდეში გამოჭრილი და მას სენაკად იყენებდნენ.

ხორეთი

    სოფელში არის ორი ხელოვნური გამოქვაბული ზღვის დონიდან 230 მეტრზე. ერთ - ერთი ბერების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. აქ არის მაგიდა სამი მხრიდან საჯდომით და ბუხარი ნაცეცხლარის კვალით. მეორე მცირე გამოქვაბული სადარაჯოს წარმოადგენდა. მტრის შემოსევისას აქ თავს აფარებდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები.
    ლეგენდის თანახმად მონადირე, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ერთადერთი ვაჟი, ხშირად უგებდა ნადირს ხაფანგს. ერთ დღესაც შვილი ცდილობდა დაესწრო მამისთვის ხაფანგის შემოწმება და თავად გაება მასში. როდესაც ის მამამ იპოვა, უკვე ცოცხალ-მკვდარი იყო. სახლში მიყვანილი ვაჟი გარდაიცვალა და მის დარდს გადაჰყვა დედაც. მარტო დარჩენილმა მონადირემ გამოთხარა გამოქვაბული ხორეთის მთის კალთაზე და აღიკვეცა ბერად. მოგვიანებით მას შეუერთდნენ ბედისგან დაჩაგრული სხვა ადამიანები და ასე წარმოიშვა ხორეთის ეკლესია-მონასტერი

ჩოჩხათი

    ჩოჩხათის ხელოვნური გამოქვაბული გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო. სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. გამოქვაბული შედგებოდა სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან. ლეგენდის თანახმად გამოქვაბულს ჰქონია ხის მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი, რომელიც ვიღაცას ჩამოუხსნია და სახლში წაუღია. ამის შემდეგ ქურდს თურმე სიზმრები არ ასვენებდა, ამიტომ კარი უკან დაუბრუნებია

კოკათი

    კოკათის ხელოვნური გამოქვაბული მდებარეობს ზღვის დონიდან 230 მეტრ სიმაღლეზე, მთის ძირიდან გამოქვაბულამდე 150 მეტრია. შესასვლელის სიმაღლეა 90 სმ, უდიდესი სიგანე 4,1 მეტრი, სიღრმე 4,7 მეტრი. მარცხენა მხრიდან გამოქვაბულისკენ მიდის პატარა საცალფეხო ბილიკი. შორიახლოს წყაროს წყალია. გამოქვაბულში ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ნახშირი, კეცის ნატეხი. გამოქვაბულში ასვლა დღეს შეუძლებელია.

ორაგვე

    სოფელ ორაგვეში, ორაგვისღელის მარცხენა მხარეს, კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული. გამოქვაბულს მარჯვენა მხარეს აქვს სამი განყოფილება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვრელებით.

ჩანჩეთი

    მდინარე უკანღელის ხეობაში, ზღვის დონიდან 75 მ სიმაღლეზე არის გამოქვაბულების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი ქანების დაშლა-გამოფიტვის გამო გთითქმის განადგურებულია, ხოლო მეორე ჯგუფის გამოქვაბულებში ასვლა უთოკოდ შეუძლებელია.

ძიმითი

    ზედა ძიმითში, სადაც რიყის ქვით ნაგები ციხის ნანგრევებია შემორჩენილი, არის გამოქვაბული. მისი შესასვლელი საკმაოდ ვიწროა. გადმოცემის მიხედვით გამოქვაბული ღრმა იყო.

ციხისფერდი

    ციხისფერდში, რომელსაც ადრე ციხედ მოიხსენიებდნენ, ნაკაშიძის ციხისა და კარის ეკლესიის გვერდით არის გამოქვაბული. გამოქვაბული ხელოვნურია, მისი ფუნქცია უცნობია. 

მელექედური

მელექედურში არის დაფიქსირებული ჭიხვარიას გამოქვაბული





Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...