Skip to main content

მამია V გურიელის პირობები რუსეთის იმპერიას

მამია V გურიელის წერილი (16 მარტი, 1810) ალექსანდრ ტორმასოვს, საქართველოს მთავარმართებელს, რომელშიც გურიელი აყალიბებს იმ პირობებს, რომელთა დაცვასაც ითხოვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ. წერილიდან მალევე გურიის სამთავრო აღიარებს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას, რუსეთის იმპერია მამიას სიკვდილისთანავე არღვევს პირობებს და აუქმებს სამთავროს


I ვინადგან მივანდვენ თავნი ჩემნი ტახტსა უდიდებულესსა დიდისა რუსეთისასა და ვაჩვენე ერთგულება ყოვლით ჩემით სამფლობელოთი აღებასა ზედა ფოთის ციხისასა და არა ვრიდე სისხლსა ჩემსა დათხევად უკუნ-ქცევისათვის ტრაპიზონის სარასქრის შერიფ-ფაშისა და ყოვლის ძალით დავემონე ტახტსა რუსეთისასა საუკუნოდ, ამისთვის ითხოვს დიდი თავადი გურიელი მამია, რათა არა მიეღოს მას და საუკუნოდ მონათესავესა მისსა მთავრობა გურიისა, და ერნიცა მისნი ითხოვენ საზოგადოდ რათა არა მიეტაცოსთ მათ თვისი მემკვიდრე მთავარი და არა იქმნან ყოველთა მცნობლეთაგან დაწუნებულ და მეზობელთაგან საზიზღარ
II მე მიმნდობელი თავისა ჩემისა ყოვლის ღონის-ძიებით შუა-მდგომელობითა და მის-მიერ წინა აღრჩევითის მიზეზის ჩვენებითა უფლის საქართველოს უპირატეს მთავარ-მმართებელის ალექსანდრე პეტროვიჩის ტორმასოვისათა ვითხოვ ყოვლად-უმდაბლესად რათა მე და ყოველთა ჩემთა შემდგომთა მონათესავეთა გურიის მემკვიდრეთა გამოგვიცხადებდეს მისის უდიდებულესობის ჩემის ხელმწიფის ნებათა და ბრძანებათა საქართველოს უპირატესი მმართებელი და მის-მიერითა ბრძანებითა აღვასრულებდეთ მებრძოლისა ჩვენისა მსახურებათა, და გარდა მისა არა იყოს მმართებელი ჩვენი არავინ კაცთაგან ქვეყნისა ამის, გინა აზიისა და თვინიერ მისის უდიდებულესობის ხელმწიფებისა გვაქვნდეს ქვეყანასა ჩვენსა თავისუფლება, ვითარცა ცხად ჰყოფს ძველი წერილი პორტის სულთნისა, და ყოველთაგან ცნობილ არს ჩვენი თავისუფლება ჟამსა საქართველოთ მეფეთათა
III კვალად თხოვნა მესამე ჩვენი, რათა ყოველთა ზედა მიფენილი სამღთოებრი მოწყალება მისი მოიწიოს ჩემზედა და მოხედო უსჯულოთა ოსმალთაგან შეიწრებასა ჩვენსა და მოწყალებითა მისითა მოგვეცეს შემწეობა მის მიერ ძლიერი და აღმოვიგოთ მამაპაპათა ჩვენთა სამკვიდრონი სოფელნი, რომლენიცა უპყრიესთ ოსმალთა სოფელნი ჩვენნი და კვალად სხვა იმერეთშიგან თუმცა არღა იქმნას მეფობა ბაგრატიონთა და სხვათა მიეცესთ ძველი სამკვიდრონი მათნი, მებოძოს მეცა სამკვიდრო ჩემი სოფელი საჯავახოსა.
IV დასასრულ ვითხოვ რათა თუმცა აზიურისა ჩვეულებითა ყმათა ჩვენთა ითხოვონ ჩემგან განვრდომა და თავისუფლება, არა მიენიჭოსთ მათ და ოდეს ვითხოვო მე როტა ანუ ბატალიონი რაოდენსამე ჟამსა და აქვნდეს ბრძანება ამისი იმერეთსა შინა მყოფსა შეფსა, რომელთათვის ვიქმნე უკანასკნელი მონა მისი მარად განმზადებულ დათხევად სისხლთა ჩემთა და შევავედრებ ყოველთა მონათესავეთა ჩემთა მფარველობასა ქვეშე მისის უდიდებულესობისასა საუკუნოდ გამოუსვლელად



Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...