Skip to main content

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში

გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწევნის ნაცვლად ძალს გვატანდენ, ხალხიც უსჯულოებაზედ მიდრკა და ახალ-ციხის ფაშას სთხოვეს და თავეთი ბეგი დაისვეს პატრონად, რომელმაც აღაშენა მცირე ქალაქი კინტრიში ჩუჱნს სამკვიდრო ადგილში, ლიმენაც იქ არის, რომელსაც გურიელნი თავის ძლიერების ჟამშიდ თავის ხომალდს იქ ასაქმებდენ; ეს ადგილი რომ დაგვაკლდა, ექსვი წელიწადი არს.

აჭარა მაჭახეთი მთის ადგილებია; საზღვარი მისი სათაბეგოზე მიაწევს, — სწორებით არ ვიცით, სათაბეგოს ტახტისა არს თუ არა; მაგრამ ეს ვიცით, რომ გურიელებს მრავალ-ჯერ სჭერია, მთისგან პირ-უტყვის ბაჟსა და პურს, რომელიც ნაპირზე მსახლობელნი არიან, ახლაც მოგვცემენ ძველის დადებულობით. როდესაც იმერეთი ოსმალის ჴელთ იყო, იმ ჟამზე აიღებდენ სახვანთქროთ გურიიდამ კომლის თავზე თვითო აბაზის ტილოს, სხვა მოსავალი გურიელებისა იყო, რომ ხონთქრისაგან თავისი ჴელ-მოწერილი თავის-უფლების წერილიც გვაქუს. როდესაც ქუთაისი აიღეს, მეზობელთ ოსმალთაც მტერობა და ტაცება დაიწყეს, ჩვენც მსაგვსად პასუხს ვაძლევდით, დღესეც შფოთი და ურთიერთი მტერობა არის, თორემ მას მერეთ ხონთქარს გურიიდამ არაფერი მისცემია.

ესეც მოიხსენეთ, რომ მეფის თამარის შემდგომ იმერეთის მეფეს გურიელის ოჯახი მონად არა ოდეს ჰყოლია; თუმც მეზობლობით და სიყვარულით ოდესმე მტერზე ჯარით მივეხმარებოდით, ან იარაღი რამ მოეწონებოდათ ითხოვდენ, მივართმევდით, სამაგიეროდ ისინიც ეგრეთ გვიმეზობლებდენ, თორემ სხვა გადასახადი მათი მისაცემელი არაოდეს ყოფილა, არამედ ვიყვენით თავისუფალ, სულის ჩუჱნის შეტყობით ვამტკიცებთ.


ლევან გურიელი (ზემოთ მოხსენიებული ქაიხოსროს ძმა, მამიას ბიძა) სწერს 1804 წლის 26 ნოემბერს პიოტრ ლიტვინოვს (დასავლეთ საქართველოს მმართველი)

რადგან რომ ღმერთმა ინება და ჩვენ თქვენს საფარველშიდ შემოვედით ჩვენი ამბავი თქვენ უნდა მოგახსენოთ სრული და ჭეშმარიტი

ხინო და ქობულეთი რომ დაკარგული გვაქ ოც და ათი წელიწადია, ჩაქვი და ბათუმი რომ დაკარგული გვაქვს ოთხმოცი წელიწადია. რკინის პალოს აქეთ ჩვენი ყოფილა, აჭარა, მაჭახელი სულ მგრგულივ, მაგრამ რამდონი წელიწადი არის მას აქით, ის ჩვენ არ გვახსომს, ყმარწვილი გახლავართ და ეგების ცხოვრებაშიდ ვნახოთ და კიდევ ბეჯითს მოგახსენებთ. ეს ალაგების სახელები რომ მოგახსენეთ ყველა ზორბისაგან წართმეული გვაქ, თორემ ხვანთქარს არ წაურთმევია; ჩვენი გონება იმას ვერ მისწვდება და არც ჩვენგან ითქმის ჩვენ რომ თქვენს საფარვლის ქვეშედ შამოვედით იმის სიხარულის თქმა





Comments

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

მახარაძის რაიონი 1980-იანი წლები / Makharadze district in 1980s

ეს ფოტოები გურიაში, მაშინდელ მახარაძის რაიონშია გადაღებული 1970-იან და 80-იან წლებში. ყველა ფოტო მახარაძის რაიონის აღმასკომის კულტურის განყოფილების არქივიდანაა. ჩაქუხა ნასაკირალის ბრძოლის ობელისკი,  შეხვედრა ქართველ მეწრლებთან ნოდარ დუმბაძესთან, ჯანსუღ ჩარკვია ნთან და სხვაებთან. 1974 ან 1975 წელი თბილისობა, 1988 წელი, მახარაძის რაიონის სტენდი საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს ესაუბრება თამაზ კუნჭულია, მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. პატიაშვილის მარცხნივ ჩერქეზია, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მის გვერდით სულიკო ცქვიტინიძე, მშვიდობაურიდან. უკან დგას ცეკას მეორე მდივანი ნიკოლსკი თბილისობა, 1988 წელი, მახარაძის რაიონის სტენდი, მარცხნივ ჩანს მატონიზირებელი სასმელის „ბახმაროს“ ბანერი. „ბახმაროს“ ჩამოსხმა 1982 წელს დაიწყო. ფოტოზე დგანან: მარცხნიდან მესამე ნერონ ზაქარიაძე, მახარაძის რაიონის აღმსაკომის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ მომღერალი ალეკო ხომერიკი, მანუჩარ მამეიშვილი, ომარ ბიჭიკაშ...

ექიმი გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად.  1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად .  1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს. 1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. რიონის რაზმის უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით ( ივერია N49, 9 აპრილი , მოგზაური, N14, 17 აპრილი ) 30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი). 1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების  სადამსჯელო გადაწვების შემდ...