ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი 1813 წლის 10 ნოემბერს წერილით სთხოვს მამია V გურიელს მოკავშირეობას. მამია გურიელს ამ დროს უკვე დადებული აქვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის ფიცი
ყოვლად ამაღლებული და დიდებით სავსე, ცათა სწორი ხელმწიფებთ ხელმწიფისაგან სამართლად პატივცემული, ჩილდირისა, ახალციხისა და მისი ალეიათის მპყრობელი, ბათუმისა და ზღვის კიდეთა სხვათა და სხვათა უფლებათა მქონებელი, დიდებული და ბედნიერი ვეზირი სამ-თუღიანი სელიმ-ფაშა მოგახსენებთ
ჩემს საყვარელს და უერთგულესს შვილს მამია გურიელს დიაღ სიყვარულით მოკითხვას მოგახსენებთ მერმეთ, ჩემო საყვარელო შვილო მეფე სოლომონი ჩემ ძმა საზინადარ-ოღლი სულეიმან-ფაშასთან მოსულა და ამიტომ მოგახსენებთ ამ წერილითა, რომ თუ ჩემი მამა-შვილობა გაქვს და ჩემგან არ გაგივლია, მეფე სოლომანს ნახამ და სულეიმან-ფაშასაც შეეყრები და მათ საქმესა და სამსახურზედ მუყაითი გაუხდები, რომ ჰამ ხემწიფის სამსახურია და ჰამ ჩვენი მოყვრობა და მამაშვილობა ამ საქმით გამოცხადდება და ღვთით ჩემი ხელმწიფის წყალობაც შენზედ იქმნება და ჩემიც უკეთესი ერთგული საყვარელი იქმნები და ჩემი ხაზინადარი მუსტაფა-აღა გამიგზავნია და ისიც ამოგივლის და მოგახსენებს და რაც ამ წერილით მოგახსენეთ, თუ ამდარიგად არ ქენი, მე და შენი მოყვრობა და ერთობა აღარ იქმნებდა და აღარც გულშიდ გაიტარო, თუ მეც მოყვარე და მოკეთე მყავსო, ასრე მოგეხსენებოდეს
აღიწერა ნოემბრის ი
Comments
Post a Comment