იაკობ გოგებაშვილი:
წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000.
გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ.
დიმიტრი ყიფიანი:
ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით
თედო ჟორდანია
გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.
ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხულის დაბმა და ნაირ-ნაირი ცეკვაობა დაირისა და სიმღერათა ხმაზე ხომ განთქმული იყო.
შემთხვევით ერთს ამგვარს თამაშობას დავესწარ, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემს ცხოვრებაში: ვეებერთელა წრე ქალ-ვაჟებისა ისე მწყობრად ბრუნავდა, რომ გეგონებოდათ, აქ ერთი კაციაო. თვალთ წარმტაცი სურათი იყო, აუწერელი მშვენიერება!
ვლასა მგელაძე
საერთოდ გურული, შთაბეჭდილების ჩქარი მიმღებია, აქაურ მჩქეფარე მდინარეებსავით მკვირცხლია, მარა გამძლეობა და სიჯიუტე აკლია, ფაქიზი და სათუთი გრძნობების პატრონია... ნიგოითი, ლანჩხუთი, ჩიბათ-ჯუმათი, ლესა, სუფსა, ნატანები. ეს სოფლებ-ქალაქები ზოლად ჩასდევს ნიგოითის ქედს, საიდანაც ზურგი გამაგრებული აქვთ. წინ რიონის გაშლილი მდებარეობა, რომლის მდაბლობი, ქვიშიანი ნაპირები, კარგი მოსავლიანია
ნიგოეთის ქედის სამხრეთით მოთავსებული მწვერვალიდან უნდა შეხედოს გურიას მარცხენა თვალმა, მარჯვენა კი ბახმაროს მაღალი გადმოსახედიდან უნდა გაუსწორდეს მარცხენას, რომ ადამიანის სულმა ქვეცნობიერად ამოიკითხოს გურიის ლანდშაფტის თავისებურება
აღმოჩნდება, რომ გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგნის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული. აქ მოხაზული ლანდშაფტის სახე ერთ-ერთი ულამაზესია დედამიწის ზედაპირზე
ვისაც სურს მთლად ჩაისუნთქოს ეს მშვენიერება, იგი ოზურგეთიდან ტალახას ძირში გავლით მთა და მთა, ქედ და ქედ უნდა ჩავიდეს ბათუმში, ანდა ზოტიყელის მაღალი მწვერვალიდან ზოტამდე უნდა ჩაუყვეს ზღვისპირიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოთავსებულ გუბაზეულის, ბჟუჟის, ნატანებისა და სუფსის ჭალებს რათა იხილოს ეს უსასრულო, უბოლვადო და ამაღელვებელი რძის ზღვა, დიდებული სურათი მისი მთისა და ბარის წალკოტისა, სურათი მთებიდან მოწყვეტილი და ზღვისკენ მიმქროლავი მდინარეების შთამბეჭდავი მუსიკისა
* დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ
გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.
ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხულის დაბმა და ნაირ-ნაირი ცეკვაობა დაირისა და სიმღერათა ხმაზე ხომ განთქმული იყო.
შემთხვევით ერთს ამგვარს თამაშობას დავესწარ, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემს ცხოვრებაში: ვეებერთელა წრე ქალ-ვაჟებისა ისე მწყობრად ბრუნავდა, რომ გეგონებოდათ, აქ ერთი კაციაო. თვალთ წარმტაცი სურათი იყო, აუწერელი მშვენიერება!
საერთოდ გურული, შთაბეჭდილების ჩქარი მიმღებია, აქაურ მჩქეფარე მდინარეებსავით მკვირცხლია, მარა გამძლეობა და სიჯიუტე აკლია, ფაქიზი და სათუთი გრძნობების პატრონია... ნიგოითი, ლანჩხუთი, ჩიბათ-ჯუმათი, ლესა, სუფსა, ნატანები. ეს სოფლებ-ქალაქები ზოლად ჩასდევს ნიგოითის ქედს, საიდანაც ზურგი გამაგრებული აქვთ. წინ რიონის გაშლილი მდებარეობა, რომლის მდაბლობი, ქვიშიანი ნაპირები, კარგი მოსავლიანია
აპოლონ წულაძე:
ბედაური მათრახს არ დაირტყამსო" და გურულიც ბედაურობას ცდილობდა. მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, ,,გაროზგილს", პანღურნაკრავს თვალი არ ,,გაეჭყვირებოდა", თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა... გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი ,,უცფათ გაკუჭება" ანეგდოტათ იყო გავრცელებული... გურულს ახირებულათ ,,ღვთის წყალობასაც" ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შიში და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოთ კი არ იტყოდენ ,,გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო". გურული უცხოს, სხვა მხრისას ვერ ეგუებოდა, ვერ ითვისებდა, პირიქით - ის სხვისაგან, უცხოსაგან მოითხოვდა შეგუებას და ხასიათის გასწორებას. ვისაც გურიაში დარჩენა უნდა, ის აუცილებლათ უნდა გაგურულდეს. თორემ მოსალოდნელია ,,გურიაში დატოვოს ტყავი". ან გაგურულება, ან მშვიდობით წასვლა, ამ ორში ერთი აუცილებელია. ახალციხიდან ჩამოსულმა ფრანგმა ქართველებმა: თუმანიშვილებმა, კალატოზიშვილებმა, დემურისშვილებმა და სხვა... არამც თუ შვილებმა, არამედ თვით ჩამოსულებმა მოასწრეს გაგურულება. ასეთივე ბედი ეწიათ უფრო გადამთიელებს, ქართული ენის უცოდინარ ნიკოლოზ პირველის ჯარისკაც რუსებს... ერთი სოფელი იყო ქ. ოზურგეთის მახლობლათ ,,სლაბოდა". მათ შვილებს გურულებისაგან მარტო გვარით განასხვავებ და მეტი ვერაფრით. ასე მოუვიდათ, აგრეთვე, ყველა ერებში, ყველაზე ჯიუტ ასიმილაციის (გადაგვარების) მოწინააღმდეგე ბერძნებსა და სომხებს. ეს მოვლენა, ჩემის რწმენით, იმის მღაღადებელია, რომ გურულ გლეხობას აქვს ,,ერთი კბილი და ერთი ღჯილი" - იცის ერთი მეორის აყოლა და სოლიდარობა.

არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.
მოსე გოგიბერიძე:ნიგოეთის ქედის სამხრეთით მოთავსებული მწვერვალიდან უნდა შეხედოს გურიას მარცხენა თვალმა, მარჯვენა კი ბახმაროს მაღალი გადმოსახედიდან უნდა გაუსწორდეს მარცხენას, რომ ადამიანის სულმა ქვეცნობიერად ამოიკითხოს გურიის ლანდშაფტის თავისებურება
აღმოჩნდება, რომ გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგნის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული. აქ მოხაზული ლანდშაფტის სახე ერთ-ერთი ულამაზესია დედამიწის ზედაპირზე
ვისაც სურს მთლად ჩაისუნთქოს ეს მშვენიერება, იგი ოზურგეთიდან ტალახას ძირში გავლით მთა და მთა, ქედ და ქედ უნდა ჩავიდეს ბათუმში, ანდა ზოტიყელის მაღალი მწვერვალიდან ზოტამდე უნდა ჩაუყვეს ზღვისპირიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე მოთავსებულ გუბაზეულის, ბჟუჟის, ნატანებისა და სუფსის ჭალებს რათა იხილოს ეს უსასრულო, უბოლვადო და ამაღელვებელი რძის ზღვა, დიდებული სურათი მისი მთისა და ბარის წალკოტისა, სურათი მთებიდან მოწყვეტილი და ზღვისკენ მიმქროლავი მდინარეების შთამბეჭდავი მუსიკისა
გრიგოლ რობაქიძე:
ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად ,,ქართული”. გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა ,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდებოდა. კიდევ: ძველ მესხთა შაირობა ცნობილია, - გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის: შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.
ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა – ,,რჩეულობა” – გურულთა ,,რასის” მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს: ,,ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი ,,მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უძევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული ,,ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი
,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესტეტიურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: აქ ვერ მონახავთ ვერცერთს ,,მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუნებულია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი
ამავე თემაზე:ძველი მესხეთის ნატეხია გურია. ამის ნიშანი ბევრი არის. თავდაპირველად ,,ქართული”. გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ისე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამმატულია: მოკლე, მკაფიო, კეთილი, ჭდეული. თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვადასხვა ქართველებზე უფრო იციან: გურიაში არის ოჯახები, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის” ზეპირი ცოდნა უბრალო ჩვეულებაა. გარდა ამისა ,,ვეფხისტყაოსნის” ზოგიერთი სიტყვები - რაიც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდებოდა. კიდევ: ძველ მესხთა შაირობა ცნობილია, - გურიაში შაირობა თაობიდან თაობაზე გადადის: შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება.
ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავის ღირსების. არისტოკრატობა – ,,რჩეულობა” – გურულთა ,,რასის” მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს: ,,ყოველს გურულს უყვარს თავის გამოჩენა”. გურულებში ძალზე არის ნაგრძნობი ,,მანძილის პათოსი” (ნიცშესი). ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკად ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უძევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს: ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურიის სიღარიბე, - მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერცერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული ,,ოდის”-თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი
,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე-გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული, თვალუწვდენელი ჭალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი სამმუხოვან ლანდშაფტს ერთს ესტეტიურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: აქ ვერ მონახავთ ვერცერთს ,,მყვირალა” ფერს, იქ ვერ იხილავთ ვერც ერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვთი რბილია, ნაზი, მჩატე, ნარნარი. თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით კი არ არის ამართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით. განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვისაკენ მახლობელი მიდამო, ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუნებულია, ვიდრე იმერული ხტომით ნაყარი
* დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ
მეგრელიშვილი გავარის შესახებ რა იცით. ძირითადად სოფელ სილაურის ძეგორაზე მაცხოვრებელთა შესახებ.
ReplyDeleteმეხუთე თაობა ვარ გრიგორ მეგრელიშვილის
Deleteარ მაქვს ინფორმაცია, სამწუხაროდ. ვიცი, რომ ფარცხმაშიც არიან მეგრელიშვილები
Delete