1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა.
კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით.
კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით.
სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან
1905 წლის თებერვალში რაზმი სადგურ ნატანებში შეჩერდა, ხოლო კრიმ-გირეიმ დაიწყო შეხვედრები გლეხობასთან. კრიმ-გირეის დელეგაციას გარდა კაზაკებისა, წითელრაზმელებიც იცავდნენ, მათი მიზანი პროვოკაციული თავდასხმის თავიდან აცილება იყო. წითელრაზმელთა შორის იყო დათა ქადეიშვილი.
გურიაში მაშინ 100 სოფელი იყო, რომლებიც 25 სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებულები. კრიმ-გირეი 25-დან 12 სასოფლო საზოგადოების გლეხობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კრიმ-გირეის გლეხებმა საკუთარი მოთხოვნები არამხოლოდ ბახვის კრებაზე, არამედ სხვა სასოფლო საზოგადოებებში, მაგალითად მიქელგაბრიელის, შემოქმედის და სხვ., შეხვედრებისას გადასცეს. ბახვში გამართული შეკრება იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი, სწორედ ამიტომ ბახვის კრება უფრო ფართოდ გახდა ცნობილი.
გურიაში მაშინ 100 სოფელი იყო, რომლებიც 25 სასოფლო საზოგადოებაში იყვნენ გაერთიანებულები. კრიმ-გირეი 25-დან 12 სასოფლო საზოგადოების გლეხობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ კრიმ-გირეის გლეხებმა საკუთარი მოთხოვნები არამხოლოდ ბახვის კრებაზე, არამედ სხვა სასოფლო საზოგადოებებში, მაგალითად მიქელგაბრიელის, შემოქმედის და სხვ., შეხვედრებისას გადასცეს. ბახვში გამართული შეკრება იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი, სწორედ ამიტომ ბახვის კრება უფრო ფართოდ გახდა ცნობილი.
კრებებზე გლეხთა სახელით გამოდიოდნენ დელეგატები:
ნიგოითი - გერმანე მგალობლიშვილი
ბახვი - რაფიელ ჩიხლაძე
შემოქმედი - ბენია ჩხიკვიშვილი
ერკეთი - იაგორ მინდაძე, ტარასი და ილია მგალობლიშვილები
ნანეიშვილისეული - უშვერიძე, თენგიზ ჟღენტი
ასკანა - მიხაკო შარაშიძე, ე. ჯაველიძე, დიომიდე ჭეიშვილი
ჩოხატაურში - იოსებ და ირ. მეგრელიშვილები
სურებში - იასონ კიკვაძე
გურულები კრიმ-გირეისთან
შეხვედრა გაიმართა 1905 წლის 23 თებერვალს ბახვის ეკლესიასთან. ესწრებოდა 500-მდე ადამიანი, მათ შორის იყვნენ ფირალები: დათიკო შევარდნაძე, დავით ქადეიშვილი, კიკია მამულაიშვილი. 500-მდე გლეხი შეკრებილი იყო სასამართლოს მოედანზე, მათ გამოყვეს 12 ადამიანი კრიმ-გირეისთან სალაპარაკოდ. კრიმ გირეის ახლდა ერთი მდივანი, ერთი თარჯიმანი და რამდენიმე კორესპოდენტი: ნესტორ კალანდაძე ჟურნალ
„მოგზაურიდან“, სამსონ ფირცხალავა „ცნობის ფურცელიდან“ და ილია ნაკაშიძე
„ნოვოე ობოზრენიედან“. სწორედ ეს ადამიანები იწერდნენ გლეხთა სიტყვიერ გამოსვლებს და აქვეყნებდნენ საკუთარ გაზეთებში. დაწყებამდე გლეხებმა მოითხოვეს, რომ შეხვედრას არ დასწრებოდნენ სოფლის მამასახლისი, მწერალი და მღვდლები, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
გლეხებს კრიმ-გირეისთვის უთქვამთ:
დღევანდელ მთავრობას არაფერი ესმის ჩვენი, არც ერთს ჩვენს საჭიროებას ყურადღებას არ აქცევს, არ შეგვიძია ანგარიში მოვითხოვოთ, რამე ვუთხრათ. რასმე ვამბობთ, არ გვიგონებენ, გვცემენ, გვატუსაღებენ, ეგზეკუციას გვიყენებენ. არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს საჭიროებაზე. მთავრობას ერთი პასუხი აქვს ჩვენთვის - მათრახი
გლეხებს კრიმ-გირეისთვის უთქვამთ:
დღევანდელ მთავრობას არაფერი ესმის ჩვენი, არც ერთს ჩვენს საჭიროებას ყურადღებას არ აქცევს, არ შეგვიძია ანგარიში მოვითხოვოთ, რამე ვუთხრათ. რასმე ვამბობთ, არ გვიგონებენ, გვცემენ, გვატუსაღებენ, ეგზეკუციას გვიყენებენ. არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენს საჭიროებაზე. მთავრობას ერთი პასუხი აქვს ჩვენთვის - მათრახი
განათლების შესახებ:
„ახლა მოგახსენებთ სწავლის საჭიროებაზე. ჩვენში ახლა ყველამ იცის, რომ სწავლა საჭიროა, როგორც ჰაერი, წყალი და პური. უსწავლელი კაცი ახლანდელ ცხოვრებაში გამოუსადეგარია. სწავლა ერთგვარი და ძლიერ საჭირო იარაღია. ჩვენთვის კი სწავლა ხელ მიუწვდომელია. ახლანდელი მთავრობა განგებ ცდილობს ჩვენი გონება ბნელი იყოს, თვარა რა იყო მიზეზი, როცა სამოქალაქო კლასის გახსნა ვითხოვეთ ჩვენი ხარჯით და ნება არ მოგვცეს? ხაზინას ჩვენ თითქმის არაფერს არ ვთხოვდით, მარა მთავრობამ მაინც არ მოგვცა ნება სასწავლებელი გაგვეღო, თქვენ სწავლა გაწყენთო. ახლა მოვითხოვთ, რომ ჩვენშიაც ისე მოეწყოს საქმე, რავარც სხვაგან არის, ე. ი. თექვსმეტ წლამდი სწავლა უფასო და სავალდებულო იყოს ორივე სქესისათვის წოდების და ეროვნების განურჩევლათ. ამის გარდა საშუალო და უმაღლესი სწავლაც რომ ხელ-მისაწდომი იყოს ყველასათვის
მოვითხოვთ, რომ ყველა საჭირო სასწავლებელი ადგილობრივ გვქონდეს და ათას ვერსზე შვილების გზავნა აღარ გვჭირდებოდეს. ჩვენი აზრით სკოლა უნდა ემსახურებოდეს ძმობის, ერთობის და ჭეშმარიტების გავრცელებას ხალხთა შორის“
სასულიერო პირების შესახებ:
„არა ნაკლებ სტანჯავენ ხალხს სასულიერო პირები: მღვდლები, ბერები. მათი ხელობა ცარცვა-გლეჯა და ფარისევლობა არის. ჩვენ კარგათ ვხედავთ, რომ ისინი მხოლოთ მონობას და მორჩილებას გვიქადაგებენ. გვიჩივიან, ზეცისკენ იცქირეთო და თვითონ კი ჯიბეში გვიძვრებიან. ვიცით, რომ ისინი უსასყიდლოდ სიტყვას არ მოაბრუნებენ, მუდამ იმას გაიძახიან ფული, ფული და ფულიო. ჩენ ვარს ვყოფთ ყოველგვარ ხარჯს მღვდლების შესანახათ და მოვითხოვთ ეკლესიის განცალკევებას სახელმწიფოსაგან, ესე იგი მღვდელი იმან შეინახოს, ვისაც იმისი ლოცვა-კურთხევა სჭირია. აგრეთვე ჩვენ მოვითხოვთ, რომ მღვდლებს ჩამოერთვას უფლება სკოლების გახსნისა. ერთი სიტყვით აღზრდის საქმეში მღვდელი მონაწილეობას არ უნდა იღებდეს, რადგანაც ის თავის აზრებით აბნელებს ბავშვის ნათელ გონებას. ღმერთს ის უნდა, რომ ჩვენი სული და გული იყოს წმინდა. ჩვენი სინდისის სიწმინდე კი ჩვენი საკუთარი საქმეა და ამიტომ ადამიანის სინდისი თავისუფალი უნდა იყოს“
თავისუფლების შესახებ:
„გარდა ამისა ჩვენ გლეხ-კაცებს და მუშებს არა გვაქვს უფლება ერთათ თავი შევიყაროთ და ჩვენ გასაჭირზე ვილაპარაკოთ. ასეთი ყრილობა აკრძალულია. რატომ არ უნდა გვქონდეს ჩვენ უფლება ჩვენ გასაჭირზე ლაპარაკისა? დღეს ეს შემთხვევითია, თორემ სხვა დროს ათ კაცს არ გაგვაჩერებდნენ ერთათ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ჩვენ გასაჭირზე მოსალარაკებლათ თავისუფლათ შეკრების ნებას, ე. ი. კრების თავისუფლებას.
თუ რომ თავი შევიყარეთ, მაშინვე დაგვერევიან სტრაჟები და კაზაკები ხმლებითა და მათრახებით. ჯერ ჩვენა გვცემენ, მერე ბინას აგვიწიოკებენ და ვინ იცის კიდევ რას არ ჩაიდენენ. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი პიროვნება და ბინა ხელ შეუხებელი იყოს.“
მოთხოვნების შინაარსი მაშინდელი პოლიტიკური განათლების მაღალ დონეზე მეტყველებს. თუ ამ მოთხოვნებს დავაჯგუფებთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
თავისუფლება და თანასწორობა
თავისუფლება და თანასწორობა
- სიტყვისა და კრების თავისუფლება
- პიროვნების და ბინის ხელშეუხებლობა
- პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა
- დახურული სამკითხველოების დაუყოვნებლივ გახსნა (ინფორმაციის თავისუფლება)
- წოდებათა და წოდებრივი პრივილეგიების გაუქმება
- საპასპორტო სისტემის გაუქმება და მიმოსვლის თავისუფლება
- გაფიცვების თავისუფლება
- სახალხო სასამართლოს დაარსება, მოსამართლის არჩევის უფლება, სასამართლო ქართულ ენაზე
- ადგილობრივი საკითხების ადგილზე განხილვა-გადაწყვეტა, ადგილობრივი ადმინისტრაციის არჩევის უფლება (თვითმმართველობა)
- მუდმივი ჯარის გაუქმება და სახალხო მილიციის შემოღება
- დამფუძნებელი კრების არჩევა საყოველთაო, ფარული და პირდაპირი არჩევნებით
საგადასახადო რეფორმა
- საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმება;
- აქციზების და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება
- საეკლესიო გადასახადების (დრამის ფული) გაუქმება
- პროგრესირებადი საშემოსავლო დაბეგვრის შემოღება
- ყველა იმ გლეხის გათავისუფლება გადასახადისგან, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 500 მანეთს (დაუბეგრავი მინიმუმი)
მიწის რეფორმა
- საუფლისწულო, საეკლესიო სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ
- სანადელო მიწების გადაცემა გლეხობისთვის უსასყიდლოდ,
- სანადელო მიწებში გადახდილი ვალის უკან დაბრუნება გლეხობისთვის
- გლეხებისთვის ბატონყმობის გაუქმების დროს ჩამორთმეული მიწების დაბრუნება
- დროებით-ვალდებულებითი ურთიერთობების გაუქმება და დროებით ვალდებული გლეხების სარგებლობაში არსებული მიწების გადაცემა გლეხთა საკუთრებაში
- გლეხთა კომიტეტების დაარსება საადგილმამულო რეფორმისთვის
განათლების რეფორმა
- ორივე სქესისთვის 16 წლამდე უფასო საყოველთაო სწავლების შემოღება წოდებისა და ეროვნების განურჩევლად
- სოფლებში სასწავლებლების არსებობა
- სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღება
- საღვთო სჯულის სწავლების გაუქმება
- სასულიერო პირებისთვის სკოლის გახსნის აკრძალვა
ეს მოთხოვნები გამოქვეყნდა ლენინის გაზეთ Вперёд-ში (1919, N3), რომელიც ევროპაში გამოდიოდა, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გურიაში“. მასში გლეხთა მოთხოვნები წერილობითი ფორმით იყო ჩამოყალიბებული და მანიფესტად იყო მოხსენიებული. სწორედ ამიტომ დაერქვა მას „ბახვის მანიფესტი“.
კრიმ-გირეის, გასცნობია რა გლეხობის მოთხოვნებს, უთქვამს, ამათ კონსტიტუცია კი არა საფრანგეთის რეპუბლიკა ვერ დააკმაყოფილებსო. მოთხოვნათა შეუსრულებლობა გახდა ერთ-ერთი საბაბი იმავე წელს გურიაში შეიარაღებული ამბოხების დაწყებისა, რასაც ნასაკირალის ბრძოლა გურიის რესპუბლიკის გამოცხადება და 1906 წელს ამბოხის სასტიკი ჩახშობა და რეპრესიები მოჰყვა.
ილუსტრაცია „გურულები განიხილავენ საკუთარ საქმეებს“
1905 წლის 28 მაისი
Comments
Post a Comment