Skip to main content

ერკეთის გლეხების მოთხოვნები

 

გურიის ამბები

    „გვპირდებით მთავრობასთან შუამდგომლობას. მაგრამ ძალიან ეჭვში ვართ, რადგან დაპირებული არასოდეს არ შეუსრულებიათ ჩვენთვის. - ამ სიტყვებით მიმართა ერკეთის საზოგადოების კრებამ კრიმ-გირეის. მაგრამ ჩვენსას მაინც ვიტყვით [არ იკითხება] ამ სიტყვების შემდეგ დეპუტატებმა კრების თვალწინ მოუთხრეს კრიმ-გირეის თავიანთი უპირველესი გასაჭირი - მიწის უქონლობა, იმ დედა-მიწის სივიწროვე, რომელიც ცხოვრების დღევანდელმა ულმობელმა წყობილებამ მდიდართა დედად და ღარიბთა დედინაცვლად გახადა. მემამულეები მოსავლის ნახევარს გვახდევინებენ „საყანულს“ (ღალა). ამასთან განუყოფელია ქრთამები მოურავებისთვის. გარდა ამისა, ერთი ან ორი დღე თუ არ იმუშავე უფასოდ მემამულის ყანაში, არ მოგცემს იჯარით თავის ადგილს. მიწების გამიჯვნის დროს მემამულეებმა და ხაზინამ დავა გამოუცხადეს მესაკუთრე-გლეხებს. რაც გვაქვს მიწები ყველა „დასპორებულია“ (საჩივარ გამოცხადებული). ამავე დროს თვით გამმიჯვნელი კომისია, რომელმაც ამ გაჭირვებაში ჩაგვაყენა ჩვენ ზურგზე იჯდა და გვხედნიდა. ამ ხუთი წლის წინად გამმიჯვნელი მოხელე ანტონოვი გვეწვია [არ იკითხება]...
    მაგრამ ქრისტეს მცნება და მღვდლების მრწამსი დღე და ღამესავით განირჩევა ერთმანერთისაგან. მღვდლები იმიტომ არ გვიმხელენ ქრისტეს მცნების ნამდვილ ჭეშმარიტებას, რომ ამ ჭეშმარიტების გამოაშკარავება და ქრისტეს მცნების საფუძველზე აგებული ერთობა, ძმობა და თავისუფლება, მღვდლების ბატონობის გაქარწყლებას ნიშნავს. როცა ღარიბ კაცს გაუმხელ, რომ ბედნიერება ამ სოფლადაა დასამკვიდრებელი, რომ ქრისტეს მრწამსი ცხოვრების განახლებას მიელტვის და არა იმ სოფლად ცხოვრებას, მაშინ ეს რარიბი კაცი აშფოთდება, გაუჭირდება სიღარიბის ატანა, ამ საუკუნო, მძიმე უღლის გადაგდებას ისურვებს და კაცთა შორის თანასწორობის დამკვიდრებას მოიწადინებს. მერე როგორ უნდა იბატონოს მღვდელმა იქ, სადაც ხალხს თანასწორობის მნიშვნელობა ღრმად ექნება შეგნებული. როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში უმსუქნესი ლუკმები, თუ-კი ხალხი მას ამ ლუკმებს არ მისცემს და პირდაპირ, გაბედულად ეტყვის, რომ ნაშრომი მშრომლის ჯილდოა და არა მუქთა ხორასიო. აი ამიტომ ყოველნაირ საშუალებას ხმარობენ მღვდლები დაგვიმალონ ხალხს ქრისტიანობის ძირითადი აზრი, ამიტომ გვეუბნებიან ყოველ ფეხის გადადგმაზე ითმინეთ, დაბლა დახარეთ თავი მძლავრთა წინაშე, დაემორჩილეთ თქვენ ხვედრს დუმილით, ხმა ამოუღებლად განვლეთ სიღარიბე, დაბეჩავება და სამაგიეროდ სასუფეველში ცხოვრებას ეღირსებითო."
    მღვდლების შემდეგ ერკეთის საზოგადოების კრება შეეხო სასწავლებლებს და სწავლის მნიშვნელობას. სწავლა უეჭველად სავალდებულო და უფასო უნდა იყოს 16 წლამდისო. სწავლება ქართულ ენაზე უნდა სწარმოებდეს, რუსული ენა-კი როგორც საგანი უნდა იქნას შემოღებულიო. როდესაც მე პირველად კლასში შემიყვანეს, - სთქვა კრების ამორჩეულმა დეპუტატმა, - სულ პაწია ვიყავი და რუსული ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. შევედი თუ არა კლასში, მასწავლებელმა ძაღლსავით ყეფა დამიწყო „ამ, ამ!“ შემომიყვირა. მერე შევიტყე, რომ ამნაირად ძაღლის სახელს მასწავლიდა რუსულად. კრიმ-გირეიმ ჰკითხა გლეხს, გამოჰყვა ვინმე თქვენ ამხანაგთაგანს რუსული ენის ცოდნა ამ სკოლიდან, თუ არაო. არავის ერთი ბეწო არ გამოგვყოლია, მხოლოდ წმინდანების სახელები, მაგრად დაგვაზეპირებინეს რუსულად, ამის მეტი-კი არაფერი გამოგვყოლიაო.“
    შემდეგ დეპუტატი გადავიდა გურიის საერთო ჭირ-ვარამზე - სიღარიბეზე, მიწის სივიწროვეზე. ჩვენი მიწა „გამყანდა, გამოტვინდა“, სთქვა მან. „ამ მიწის განახლებას სწავლა დასჭირდა, რომელსაც ჩვენ მოკლებულნი ვიყავით. გვეწია შიმშილი და შიმშილზე უარესი სიტყვა ყურთა არა ესმინებაო, ამბობს ჩვენებური ანდაზა. მიწა ყველაფერია ჩვენთვის და ამ მიწის განწესრიგებისა და „საყანულის“ შემცირებისათვის მივმართეთ მემამულეებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ამას „ბუნტობა“ დაარქვეს და დევნა დაგვიწყეს. მაზრის უფროსმა ყრილობა შეჰყარა, გვეგონა შეგვარიგებდა მემამულეებს და ამის ნაცვლად მათრახი არგუნა ჩვენ მიერ ამორჩეულ დეპუტატებს. რამდენი ჩვეგნანი ციხეში დაამწყვიდეს, რამდენი გადაასახლეს, ენა ვერ გამოსთქვამს როგორ გვაწვალეს. რამდენიმე სოფელი შეგროვდა დაბა ხიდისთავში თავის საქმეზე მოსალაპარაკებლად, დაგვასიეს თოფიანი სტრაჟნიკები და 7 კაცი მოგვიკლეს. ჯვარცმის კანცელარიის აქეთ ხალხი იყო თავმოყრილი აქედან და სხვა ადგილებიდან. თავმოყრილი ისევ თავის საქმის განსახილველად; აქაც დაგვასიეს სტრაჟნიკები, დაგვიმიზნეს თოფები და გაგვფანტეს.
    დეპუტატებმა შემდეგ ნათლად განუმარტეს კრიმ-გირეის „სალდათობის“ მავნებლობა, იგი უჩლუნგავს ადამიანს გონებას, სულს უხუტავს ყაზარმებში ჩვენ ძმებს და სამუდამოდ რყვნის. „როგორც მეძებრები დაგერშილები, ისე დაგერშეს ჩვენზე ჩვენი ძმებიო. დღეს ნატანებში ჯარია, ჩვენ ქვეყანას მოსდგომია მტერივით ზარბაზნები, ნეტა რას გვიპირებენ? ისე ვშფოთავთ ამის მიზეზით, რომ არავის ჩვენგანს მუშაობაზე გული არ უდევს (არ შეგვიძლია მუშაობა, არ შეგვიძლია! გაისმა კრების საერთო ხმა). ჩოხატაურში საწყალი ხალხი გამოყარეს ქოხებიდან და შიგ ყაზახები ჩააყენეს. საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლის ნებას არავის აძლევენ. მრე ვის ემტერებიან „ამის სიმწარედ“. ჩვენ შორის თუ არიან ცუდი კაცები, ეს სულ მტავრობის ბრალია: იმან გამოაყრუა ხალხი. ნუ ჩაერევით ჩვენ საქმეში და ჩვენვე გავასწორებთ ამ ჩვენ ძმებს“. გლეხის ორატორის ხმა ქუხილივით გრგვინავდა. კრიმ-გირეიმ სთხოვა, უფრო დამშვიდებით ელაპარაკნა. „როგორ შემიძლია დამშვიდებით ლაპარაკი, როცა ჩემი გული შფოთავს“ უპასუხა გლეხმა „გარდა ამისა ბუნებით მომდგამს“[აქ არ იკითხება] კრებამაც გაიგონოს ჩემი სიტყვები. სალდათად წაყვანილ ჩვენ ძმებს ჩვენვე ვუგზავნით ფულს რუსეთში, რადგან ისინი ვერ იტანენ იქაურ საჭმელს და ვერც ტანსაცმელს. ვსესხულობთ და ისე ვუგზავნით. ვალი დღითი დღე - იზდება. ბევრი ოჯახი ააოხრა ამ ვალმა. მერე რისთვისა ჰყავს მთავრობას ეს ჯარი? ცხადია, იმისთვის, რომ ან ჩვენ დაგვხოცოს, ან იაპონელები დახოცოს. ერთნაირად მტრებად მივაჩნივართ. რა დაგვრჩენია ჩვენ იაპონიაში, რად ვებრძვით ჩვენ იმათ? განა ისინი ჩვენი ძმები არ არიან?
    ასე გულახდილად და აშკარად გამოსთქვა ერკეთის კრებამ თავისი გულის პასუხი. საზოგადო მოთხოვნილებანი ერკეთისა იგივეა, რაც გურიის სხვა საზოგადოებისა, იგივე გონივრულად და მარტივად დასაბუთებული; მიწის ღალის შემცირება და ამ საქმის გაწესრიგება ხალხის მიერ არჩეულ პირთაგან. სახელმწიფო, სანადელო და საეკლესიო გლეხთათვის ადგილ-მამულის მისაკუთრება. მესაკუთრე გლეხთათვის იმ ფულის დაბრუნება, რომელიც იმათ მემამულეებს მისცეს თავდასახსნელად, რადგან მუშის ნაოფლარ მიწის ისევ ამ მუშისაგან შესყიდვა უკანონო იყო. მოსპობა ყველა არა პირდაპირ და სხვა და სხვა გვარ გადასახადებისა და გადასახადის დაწესება მხოლოდ შემოსავალზედ; ვისაც 500 მ. ნაკლები შემოსავალი აქვს, ის უნდა განთავისუფლებულ იქმნას ყოველგვარ გადასახადისაგან; ეკკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება. მღვდლები იმათ არჩინონ, ვისაც სურს. აგრეთვე სკოლებიც უნდა ჩამოაშორონ მღვდლებს. პიროვნების და ბინის ხელ-შეუხებლობა; კავშირის, კრების, გაფიცვის, ზეპირ და ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება. წოდებრივ უპირატესობათა გაუქმება; ხალხის ამორჩეულ პირთაგან შემდგარ სასოფლო და სამაზრო თვით-მმართველობის შემოღება (რადგან ის ჩვენ არ გვარგია, ვისაც ადგილობრივი გაჭირვება არ გაეგებაო). გაუქმება პასპორტების, „სიმინდის ფულის“, რადგან ეს ფული არ ვიცით ვის ხელში არის და არას დროს არ მოუციათ ჩვენთვის როცა შიმშილით ვიხოცებოდითო. დასჯილ-დაპატიმრებულ და გადასახლებულ პოლიტიკურ დამნაშავეთა განთავისუფლება და დაბრუნება, რადგან ყველა ესენი უკანონოდ არიან დასჯილნი. დასასრულ ხალხის მიერ არჩეულ პირთაგან დამფუძნებელ კრების მოწვევა.
ი. ნაკაშიძე 

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...