გურიის ამბები
დაბა ჩოხატაურს რომ ვუახლოვდებოდით, კრიმ-გირეის თარჯიმანმა საუბარი გამართა ერთ იქაურ გურულთან: ამტკიცებდა, იმიტომ ხართ გურულები ნიჭიერი და გონებამკვირცხლი ხალხი, რომ უხვ, მდიდარ ბუნების კალთაში სცხოვრობთ, მშვენიერ მიწა-წყალს ჰპატრონობთ, მოჩხრიალე წყლებს და მობიბინე ყანებს დაჰყურებთო და სხვა-და-სხვა ამგვარი იდილია დაუხატა თარჯიმანმა გურულს და ბოლოს დასძინა, თქვენმა ბუნებამ გაგიხსნათ გონებაო. გურული ყურადღებით უსმენდა და ბოლოს დინჯად და გადაჭრით უპასუხა: „მართალს ბძანებთ, ბატონო, მჟავე ტყემალი ნამეტარს უხსნის ადამიანს გონებასაო“. დამსწრეთ ძალა-უნებურათ გადავიხარხარეთ: გურული კაცის ორმა მოსწრებულმა სიტყვამ ერთი იოტის წამისად პირქვე დაამხო ჩვენის გულ-კეთილ ქართლელ თარჯიმანის ტკბილ-გრძნობიერად, სენტიმენტალურად გამოსახული იდილია. გურული კაცის მოსწრებულ სიტყვებში მწარე ირონიის სახით ნამდვილი ჭეშმარიტება იყო გამოხატული. უხვ ბუნების შემყურე გურულ ხალხს საჭმელად მჟავე ტყემალი და უბრალო მჭადი ხვდა, იგიც მცირედა აქვს, სიმინდის მოსავალიც ოცში ერთს თუ ჰყოფნის და როცა გამოელევა, ან მშრალზე უნდა დარჩეს ან სადმე უნდა ეძებოს ლუკმა-პური, რომ ცოლ-შვილი შიმშილით არ გაუწყდეს.
„გაჭირვებამ გვაიძულა კუჭის დასაკმაყოფილებლად მემამულეებისათვის მიგვემართა, - უთხრა კრიმ-გირეის ჩოხატაურის კრებაზე ამორჩეულმა ერთმა დეპუტატმა, გაბედულის გარეგნობის ახალგაზდა კაცმა. - მემამულეებმა თან-და-თან ხელი მოგვიჭირეს, რასაკვირველია, ჩვენ მოთმინება დავკარგეთ და გადავსწყვიტეთ მემამულეების ადგილებში მუშაობაზე ხელი აგვეღო. პოლიციამ, რასაკვირველია, თავისებურად, პოლიციურად შეხედა ამ ამბავს, გლეხების გაფიცვას. ბოქაული თავს დაგვეცა და მათრახითა და ლანძღვით აიძულა ზოგიერთი ჩვენთაგანი ხელწერილი დაედვა, ძველის პირობებით გვემუშავნა მებატონეების ადგილებში. თუ არ დაგვიჯერებთ, აგერ კრებაზე თავად ერისთავებიც არიან და დაამოწმებენ ჩემს სიტყვებს, სთქვა გლეხთა დეპუტატმა. ხალხიდან გამოვიდა ორი კაცი თავადნი ივანე და ჯაბა ერისთავები და ფრიად საყურადღებო ჩვენება დააწერინეს კრიმ-გირეის. „იმ მემამულეებს, - სთქვა ივანე ერისთავმა, რომელსაც სურვილი ჰქონდათ მორიგებით გაეთავებიათ საქმე გლეხებთან, პოლიცია წინააღუდგა, ხელი შეუშალა და ხალხის არჩეული დეპუტატები გაამათრახა. მეც მსურდა მორიგებით გამეთავებია საქმე გლეხებთან, - დაუმატა ჯაბა ერისთავმა - მაგრამ მაზირ სუფროსმა წინააღმდეგობა გაგვიწია, შემოგვითვალა, წაბძანდით აქედანო, ნება არ მოგვცა ხალხთან მოლაპარაკება გაგვემართაო.“
მკითხველი ნათლად ჰხედავს, რომ მემამულეთა მოწინააღმდეგე გლეხები მთავრობის მტრებად ჩასთვალა პოლიციამ და, რასაკვირველია, ნება არ მისცა მემამულეებს გარეულიყვნენ საქმეში და მორიგებით გაეთავებიათ. ეს მორიგება რომ მომხდარიიყო, რა უნდა ექნა პოლიციას, ხომ ფეხ-ქვეშ ნიადაგი გამოეცლებოდა, სადღა უნდა ეძებნა მას მთავრობის მტრები, ოგორ უნდა აღმოეჩინა ისინი, რათა მთავრობის წინაშე თავისი სამაგალითო თავგამოდებული ერთგულობა გამოეჩინა. ამ მხრივ მაგალითი აჩვენა ამათ გოგოლის დაუვიწყარს კომედიაში „რევიზორში“ გამოყვანილმა ქალაქის უფროსმა, გოროდნიჩიმ, რომელმაც ვითომ და რევიზორის ხლესტაკოვის ჩამობძანების დროს ბრძანება გასცა, ქალაქის სხვა-და-სხვა ადგილს ახალ-ახალი ბოძები დაესვათ და, როცა იმისი ხელ-ქვეითი მოხელეები ეკითხებოდნენ, რა საჭიროა ეს ბოძებიო, ლანძღვით უპასუხა, როგორ არ გესმით, რომ ამნაირად მე დავუმტკიცებ რევიზორს, რომ ცუდად არ ვზივარ, ვმუშაობ, ვცოდვილობ, ქალაქის გამშვენიერება და მოწყობა მწადიანო.
გადმომცეს, რომ მაზრის უფროსმა შემდეგის სიტყვებით მიმართა ნიგოითში გლეხებს, რომელთაც მემამულეთა ადგილებში მუშაობაზე ხელი აიღეს, და ერთხმად გაიფიცნენ: „თქვე ასეთებო და ისეთებო, დღეს მემამულეთა წინააღმდეგ ამხედრდით, ხვალ, უეჭველია, ხელმწიფესაც გამოუცხადებთ წინააღმდეგობასაო!“ ეს თავისი სიტყვები მათრახით აღბეჭდა მაზრის უფროსმა გაფიცულ გლეხების ზურგზე საშვილიშვილოდ გადასაცემად და ამით დაუვიწყარი სახელი მოიხვეჭა ჩვენ სამშობლო ისტორიაში. პოლიციის მოხელის ამ საუცხოო სიტყვებმა ზირიან-ფესვიანად აღმოფხვრა გლეხთა გულიდან ნდობა მთავრობის მიმართ. „დავრწმუნდით, - ერთსულად, ერთხმად გამოუცხადეს გურულებმა კრიმ-გირეის ყველა კრებებზე, - რომ მთავრობა ჩვენ მოწინააღმდეგეთა მხარეს იჭერს, ხალხის ნამდვილ ინტერესს, გლეხების უმთავრეს საჭიროებას ჩალადაც არ აგდებს და იმათ ემხრობა, ვისაც ჩვენზე მეტი ქონება და ძალა აქვსო.“ მაზრის უფროსის სიტყვებმა იოტის წამისად გაუმხილეს გაფიცულ გლეხებს, რომ ადმინისტრაციის თვალში ისინი ყმები არიან, უფლება-ახდილნი, თავის სურვილის არა მექონე უბრალო ორფეხა პირუტყვნი, და მხოლოდ ის მიწა უნდა ეხნათ, რომელსაც ადმინისტრაცია მიუთითებდა, - პატრონის მორჩილ ხარებსავით იმ კვალს არ უნდა ასცდენოდნენ, რომელშიაც პოლიცია ჩააყენებდა.
„რამდენიც უფრო გაგვიხურა ზურგი პოლიციამ, მით უფრო განზე გაგვიწიეთო“, გამოუცხადა კრიმ-გირეის ჩოხატაურის კრებამ.
დეპუტატების წრიდან გამოვიდა და გაჩერდა კრიმ-გირეის წინ ასე 65 წლის მოხუცებული გლეხი და უამბო, როგორ გაამათრახა იგი პოლიციამ გაფიცვაში მონაწილეობისათვის. მოხუცს მშვიდობიან, დინჯ, შრომით დაღარულ სახეს უმშვენებდა გრძელი სრულიად გათეთრებული წვერ-ულვაში. თვითეულ მისი დამშვიდებული სიტყვა, დინჯად, მკაფიოდ წარმოთქმული, პატივისცემას უღვიძებდა გულში ადამიანს ამ მოხუც მუშაკის მიმართ, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე შრომასა და სიღარიბეში გაატარა, მოხუცებულობის დროს იმედი მიეცა თავისი გაჭირვებული ცხოვრება ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა, მიემხრო გაფიცულთ და ჯილდოდ პოლიციისაგან მათრახები მიიღო. უნებლიეთ ფიქრობდით იმაზე, თუ რატომ მოექცა პოლიცია აასე ამ მოხუცს, რატომ არ დაზოგა იმისი მოხუცებულობა, პატივი არ სცა გლეხის ჭაღარა წვერს და საზიღრი, გრძნობათა ამრევი შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმწეო მიწის მუშაკთა წრეს ეკუთვნოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ დაკონკილი, ღარიბული ტანისამოსი ეცვა, მთელი თავისი სიცოცხლე ხმა ამოუღებლად მუშაობდა და იმის ნაცვლად, რომ ცხოვრების აღსასრულს ისევ ისე მდუმარედ, ხმა-ამოუღებლად ჩასულიყო სამარეში, უეცრად ისე გათამამდა, რომ რაღაც თავის საკუთარ სურვილების გამოთქმა გაბედა. ეს მოულოდნელი მოვლენა იყო მუნჯ მორჩილებას შეჩვეულ პოლიციისათვის, რომელმაც, რასაკვირველია, იმ წამსვე ერთად-ერთ თავის იარაღს მათრას მიჰმართა კადნიერ მოხუცის დასადუმებლად.
„რატომ უმაღლეს მთავრობას არ მიმართეთ საჩივრით?“ - ჰკითხა კრიმ-გირეიმ ჩოხატაურელ დეპუტატებს. „ვისთან უნდა გვეჩივლა? როცა გუბერნატორი ჩამოვიდა, იგი უარესს სჩადიოდა“ ხალხი რაღაც ჯადოსნურ, გაუვალ მათრახების წრეში იყო მომწყვდეული. „რაც უფრო მაღლა ვჩიოდით, მით უფრო იზრდებოდა უსამართლობა“, გამახსენდა გლეხთა დეპუტატის ნათქვამი მწარე ჭეშმარიტება. „რა იყო ჩვენი სურვილი? - განაგრძო გლეხმა: - მხოლოდ ის გვინდოდა, რომ როცა ხუთი ჩვენი თითი მუშაობდა, ერთს მაინც ემუშავნა ჩვენდა სასარგებლოდაო. მთელ გლეხობას გურიაში, როგორც კრებებზე გამოირკვა, კარგად, ღრმადა აქვს შეგნებული, რა უსამართლობაა, როცა მიწის მუშაკი თავის ოფლით არჩენს სხვას, მიწის პატრონს, რომელიც გულ-ხელ-დაკრეფილია მთელ წელიწადს და მხოლოდ მოსავლის ჟამს გაცხარებით აფათურებს უსაქმო ხელებს გლეხის მწარე ოფლით აღზრდილ სიმინდში, რათა უდიდესი კერძი თავისთვის გამოჰყოს. გურულ გლეხთა ყველა სიტყვა-პასუხიდან ნათლად ირკვევა, ღრმად აღიბეჭდება თქვენს გულში რწმენა, რომ ხალხმა კარგად შეიგნო ეს უსამართლობა, ნათლად დარწმუნდა, რომ დედა-მიწა ყველა ადამიანთათვის თანასწორად არის შექმნილი, ყველასთვის საკმაოდაა, მხოლოდ ცხოვრების სასტიკმა წეს-წყობილებამ ახვედრა დედა-მიწა მუქთა-მჭამელთ და განდევნა და მშრალზე დასვა ნამდვილი მიწის მუშაკნი. „რა უნდა ქნას იმ ოსტატმა, - ამბობენ გლეხები, - რომლის იარაღი ბატონის ხელშია, რა დარჩენია სხვა, გარდა იმისა, რომ თვალებშიშეჰყუროს მითხვის საჭირო იაღარის პატრონს, შრომის, ხელობის უცოდინარ მემამულეს, რომელსაც ბრმა ბედმა, ფულმა თუ მემკვიდრეობამ არგუნა მუშისათვის საცხოვრებლად საჭირო იარაღი.
„მღვდლებმა წაბილწეს წმინდა სახარება, გარყვნეს ქრისტეს მცნება ადამიანთა ძმობისა და თანასწორობის შესახებ და მძლავრად ამოუდგნენ გვერდში ჩვენდა შესაჭმელადაო“, - ამბობენ გურული გლეხები. ამ სიტყვებში მწარე, გულის მჩაგრავი ჭეშმარიტებაა. ისეთი მაგალითები მოჰყავთ მღვდლების „მოღვაწეობიდან“, რომ გულს მძიმე სევდა ეუფლება. ჩოხატაურის კრებაზე დეპუტატთა შორის ერთი ნამამასახლისარი იყო, რომელმაც გამოუცხადა კრიმ-გირეის, მიბრძანებდნენ და ვატყავებდი ხალხს მღვდლების დრამის ფულის ასაღებადაო, ვართმევდი ცულს, წალდს, კარდალს, ქვეშაგებს, ვგლეჯდი გლეხებს, უკანასკნელ საბანს ვაძრობდი საჯაროდ გასასყიდად. როცა ვაჭრობა გაიმართა და არავინ იყიდა ეს ნივთები, უფროსებმა მე დამაბრალეს და 15 დღით ჩამსვეს „ნაობახშიო“. „მამასახლისად რომ იყავით, განა არ უთქვამთ თქვენთვის, რა და რა ნივთები შეგიძლიანთ გაუყიდოთ გლეხებს ვალშიო?“ - ჰკითხა კრიმ-გირეიმ ნამამასახლისარს. „თვითონ გუბერნატორმა დაიარა ეს ადგილები, ნახა გლეხებისაგან წართმეული ნივთები. ადგილობრივმა პოლიციამ აუხსნა, რომ აქაური ჩვეულება ასეთიაო და გუბერნატორმაც დაუჯერა, რასაკვირველია. როცა საჩივარი განუცხადეთ, შემოგვყვირა - „დაჩუმდით, თორემ რუსეთში ცივ ქვეყანაში ამოგაყოფინებთ თავსაო“. მთავრობამ აგვიხსნა, მარტო ხარები არ უნდა წაართვათ გლეხებს სახელმწიფო ვალში, დანარჩენის კი ყველაფრის წართმევის ნება გეძლევათო“. ამნაირ ძარცვა-გლეჯით არჩენდნენ სოფლის მოხელეები „ქრისტეს მცნების მქადაგებელ“ მღვდლებს.
უკვე ბევრი სასოფლო საზოგადოება შემოვიარეთ, ბევრ სახალხო კრებას დავესწარით, ბევრი სამწუხარო, გულის მომწყვლელი ამბავი შევიტყვეთ გურულ გლეხთა გამწარებული ცხოვრებიდან. თვითეული სასოფლო კრება თავიდან ბოლომდის მარტო ძალმომრეობის, ადმინისტრაციის თავხედობის ამბავია. უსმენ გლეხთა სიტყვებს, გესმის, ღრმად გეწვეთება გულში ამ სიტყვებში გამოთქმული სევდის აღმძვრელი ჭეშმარიტება, ყურს უგდებ დაუსრულებელ საცოდაობის ამბავს და თან გიკვრის, რატომ უიმედობა, სასოწარკვეთილება არ გეუფლება, რატომ გჯერა რაიმე სიკეთე ამ ქვეყნად, რატომ სამუდამოდ გულს არ გიხუთავს ეს სულის მჩაგრავი სინამდვილე, რომელიც მაღრჩობელა გველის რკალივით მძლავრად, განუშორებლად გარს შემოხვევია მთელ შენს არსებას. სად არის ამ საიდუმლოების ახსნა? რა ეწინააღმდეგება შენს სულსა და გულში ამ უიმედობას, რა ძალა ებრძვის ამ სასოწარკვეთილებას და საბოლოოდ არ აჩაგვრინებს შენს არსებას? ეს ძალა, ჩემის აზრით, თვით ამ ჩვენ სამშობლო ხალხშია, ამ გურულებშია, რომელნიც ყოველ დღეს გარს გვეხვევიან, თავის დაუსრულებელ ჭირ-ვარამს მოგვითხრობენ ისეთის კილოთი, ისეთის იერით, რომ უიმედობა არ გეუფლებათ, პირ-იქით რაღაც მახლობელი, განთიადი გეხატებათ თვალ-წინ, რომელიც უეჭველად მალე მოევლინება ხალხის დღემდის გამწარებულ, წყვდიადით მოცულ ცხოვრებას. ამ განთიადის მომასწავებელი, ცხოვრების განახლების წინამორბედი ის მტკიცე, გაბედული და ცოცხალი კილოა, ადამიანის სულის შინაგან განწყობილების გამომსახველი ჰანგია, რომელიც გურული კაცის თვითეულ სიტყვას დაკრთის, გაზაფხულის მერცხალივით ფრთას გაჰკრავს და ნაღვლიან გულში სასიხარულო იმედს გიღვიძებს. უიმედობას მხოლოდ იმედ-დაკარგული კაცი შექმნის და ჩაგიწვეთებს გულში. არა აქვს ადგილი უიმედობას იქ, სადაც ხალხი გაბედულმა, ვაჟკაცურმა პროტესტმა შეაერთა თქვენ თვალ-წინ, ერთსულად და ერთსხეულად აქცია. მთავრობისაგან გაგზავნილ კაცის წინაშე დღეს გურიაში გამოდის არა მოწყალების მთხოვნელი მორჩილი მონა, არამედ ადამიანურ ღირსება შეგნებული ხალხი და ამ შეგნებამ, ამ გაღვიძებულმა გონებამ ფოლადის სიმკვეთრე შესძინა გურულ კაცის თვითეულ სიტყვას, თავისი ზნეობრივი ძალა და ღირსება გაგრძნობინა. სულიერ ზნეობრივ ძალას საუცხოვო რამ თვისება აქვს: იგი ცხოვრების განმაახლებელი, ადამიანის სულის აღმაფრთოვანებელი ძლიერებაა.
ჩოხატაურის კრებამ განაცხადა კრიმ-გირეისთან საჩივარი ადგილობრივ ექიმის წინააღმდეგ, რამაც ადმინისტრაციის ძალმომრეობაზე უფრო დაგვაღონა და შეგვაწუხა დამსწრენი. წინ-და-წინვე გადაჭრილ ფასს გვთხოვს ექიმი და თუ არ მივეცით, არ გვიაქიმებსო, სთქვეს კრების წარმომადგენლებმა. ასეთი შემთხვევაც მოხდა: ექიმი ერთ ავადმყოფთან წავიყვანეთ, შუგაზაზე კაცი შემოგვაგებეს და გვაუწყეს, რომ ავადმყოფი უკვე გადაცვლილიყო. ექიმმა ამ ამბავს ყურადღება არ მიაქცია, მოგვთხოვა და გადაგვახდევინა სრულად თავისი გარჯის ფასიო.“
რა მოეთხოვება უვიც პოლიციელს, რომელსაც ყველა სატკივართა უებარ მკურნავ წამლად მხოლოდ თავისი მათრახი მიაჩნია! ექიმი კი ხომ განათლებული კაცია, რომელსაც პოლიციელზე ბევრად მეტი მოეთხოვება, და განათლებულ კაცს ხალხის ოფლით შეძენილ ცოდნა-განათლებით ვაჭრობა უფრო შეარცხვენს, ვიდრე პოლიციელს მისი განუშორებელი მათრახი.
ჩოხატაურის კრებამაც თავის მხრივ მარტივად და გონივრულად გამოსთქვა გურულების საზოგადო სატკივარი და წარმოადგინა სარეთო მოთხოვნილებანი, რომელნიც უკვე დაწვრილებით ვაუწყეთ მკითხველებს.
ი. ნაკაშიძე
გურიის ამბები
დაბა ჩოხატაური (ფარცხმის საზოგადოება), 28 თებერვალი. დილიდგანვე იწყო ხალხმა დენა, მიუხედავათ იმისა, რომ საქმის დღე იყო და მუშაობაზე დარიც ხელს უწყობდა. სკოლის მახლობლად, სადაც სოფლის სასამართლო არის, ბლომათ საზოგადოებას მოეყარა თავი, მაგრამ, რადგანაც აქ მახლობლათ გურულებისთვის ზიზღის მომგვრელი ასიოდე კაზაკი არის დაბანაკებული, ამიტომ ხალხი მოშორდა სასამართლოს და იქვე ახლო კერძო, კაცის ეზოში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკება დაიწყეს იმის შესახებ, თუ რა სტანჯავს დღეს გურულებს და რა ეჭირვება მათ. მოლაპარაკების შემდეგ მოიწვიეს ბ-ნი კრიმ-გირეი, რომელიც მალე მოვიდა თავისი მხლებლებით. ჩვეულებისამებრ თარჯიმანმა წაიკითხა უკვე ცნობილი სალამი: „მოგესლმებით გურიის შვილნო“ რის შემდეგ ამორჩეულ იქნა 15 დეპუტატი. ამათ თავიანთ შორის კიდევ ამოარჩიეს ერთი, რომელსაც მიანდვეს ლაპარაკი და შეუდგნენ მსჯელობას. კრებიდან არავინ არ გაუძევებიათ. დეპუტატებმა თავისი სახელისა და გვარის ჩაწერაზე უარი განაცხადეს. დეპუტატების წარმომადგენელმა მიმართა ხალხს „ძმებო! თქვენმა ამორჩეულმა დეპუტატებმა მე მომანდვეს ლაპარაკი და გთხოვთ თუ მე რამე გამომრჩეს თქვენ დაუმატოთ“. ძალიან კარგია, ძალიან კარგიო“ - დაიგრიალა ხალხმა.
ხალხ. წარ. თქვენ ბ-ნებო, კარგათ მოგეხსენებათ უთუოთ ჩვენი გაჭირვება. ყოველი მხრით, საითაც უნდა გაექანოს მუშა კაცი, გასაჭირი ხდება წინ, მარა უმთავრესი ჩვენი გასაჭირი მიწის უქონლობისაგან არის გამოწვეული. ჩვენ შეგვიძლია და გვსურს შრომა, მაგრამ ამისთვის არა გვაქვს მიწა. აი ამ უმიწობამ გვაიძულა ლუკმა პურის მოსაპოვებლად სხვის ადგილში გვემუშავნა. ჩვენც დავეღრიჯეთ მემამულეს, იმ მემამულეს, რომელიც უსამართლოთ დაპატრონებია თვალ-უწვდენელ ადგილებს, ვთხოეთ ადგილი მოეცა საყანეთ. იმან იცოდა, რომ გასაჭირი უზომო გვადგა და გვიდებდა ისეთ საშინელ პირობებს, რომლის შემდეგაც ჩვენ მხოლოთ ხელცარიელი ვრჩებოდით. ჩვენ ვაძლევდით მიწის პატრონს ნახევარ მოსავალს. კიდევ რაღაც „სალეჟრობოს“ ქცევაზე მანათს, კარგ სადილს ბატონს და მოურავს და სხვ. რამოდენიმე წლის მაგალითმა დაგვარწმუნა, რომ ასეთ პირობებში მიწის მუშაობა შეუძლებელი, უსარგებლო იყო. ცხადათ ვხედავდით, რომ ჩვენი დღიან-ღამიანი შრომით ვიღაც მუქთა-ხორა მემამულეები ძღებოდენ, და ჩვენ კი შიმშილით კუჭი გვიხმებოდა. ახლა ჩვენ ისიც ვიცით, რომ მიწა ადამიანის გაჩენილი არ არის, რომ ის ბუნების შექმნილია და ზოგიერთ პირებს რომ ამდენ-ამდენი შეუძენიათ, ეს ცარცვა-გლეჯით და ძალადობით შენაძენია. ჩვენი გაჭირვებული ცხოვრების გასაუმჯობესებლათ მივმართეთ იმ საშვალებას, რომელიც ჩვენ ხელში იყო. დავიწყეთ ერთმანეთში მოლაპარაკება და გადავსწყვიტეთ მემამულეების მიწებში აღარ გვემუშავნა. ასეთ პირის შეკვრას თურმე გაფიცვას ეძახიან და ამის დაგვარად ჩვენც გავიფიცეთ. ჩვენ არ ვაპირობდით სხვის მამულში მუშაობის დაწყებას მანამდე, სანამ პატრონი შეღავათიან პირობებზე არ დაგვყვებოდა. სხვისი შრომით გაძღომას ჩვეულ მემამულეებს, რასაკვირველია, არ ეამებოდა ჩვენი გაფიცვა, რადგან მიწა უცდებოდა და არც დათმობა უნდოდა, ზოგიერთებს გარდა, რასაკვირველია. საქმეში პოლიცია ჩაერია. ჩვენ, უგუნურებს გვეგონა, პოლიცია მართალის მხარეზე დადგებოდა და შემწეობას ამოგვიჩენდა, მარა ჩვენი მოლოდინი საშინლათ გაცრუვდა. მოვიდა პრისტავი კვიტაშვილი და ხელწერილი დაგვადებია, სხვის მამულში გვემუშავა ძველ პირობებზე. ე.ი. ისე, როგორც მამულის პატრონებს სურდათ. ვინც ხელწერილს არ დასდებდა, იმათ ნაობახში ამწყვევდენ. რამდენი მეტი დაგვარტყა, რასაკვირველია, ჩვენც იმდენათ მეტად აგვეწვა და უფრო გაგვაბედვია ბრძოლა ჩვენ მტრებთან: მემამულესთან და პოლიციასთან. ერთხელ პრისტავმა თავშიშველი გაგვაჩერა საშინელ მზეში დილიდან საღამომდე. გარშემო სტრაჟები შემოგვარტყა. მარა ჩვენ გასაჭირს აგი რას უშველიდა. ბოლოს აღარც ეს გვაკმარეს. მოვიდა ჯაფარიძე და დაგვამწყვდია. თუ ძველებურ წესზე მუშაობის თანხმობას არ გავაცხადებდით, შინ აღარ გვიშვებდა. ერთხელ ეს აპრილში მოახდინა; ხელმეორეთ ასეთი საქციელი მაისში გაიმეორა. მაშინ გამოგლიჯეს ყრილობას რამდენიმე კაცი და სტრაჟებს გადასცა მართლ-მსაჯულების გასაჩენათ. (ერთი დეპუტატი თითონ გალახულთაგანი გამოდგა და თავისი ენით ჩამოთვალა ყველა პატივის-ცემა, რაც ბ-ნი ჯაფარიძისგან მიეღო.)
ერთი სიტყვით ყველა გვჩაგრავდა და გვცემდა, ვისაც ამის სურვილი კი ქონდა. ამიტომ ჩვენი თავის დასაფარავათ ისევ ჩვენ გამოვიღეთ ხელი, მარა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენგან არავითარი თავდასხმა, ქურდობა და ძალ-მომრეობა არ შეიძლება. ეს პოლიციის საქმეა.
მთავრ. წარ. მომრიგებელი შუამავალი თავადი ნაკაშიძე არ აქცევდა ყურადღებას თქვენს კანონიერ მოთხოვნილებებს?
ხალხ. წარ. რა ბრძანებაა, ბ-ნო, ჩვენ ვინ მოგვაქცევდა ყურადღებას, ჩვენი დახმარებისათვის შეიძლება დასჯილიყვნენ და ჩვენი დაჩაგვრისათვის კი არავინ ისჯებოდა. ნაკაშიძე თვითონ ერთი უდიდესი მემამულეთაგანია და იმას არც ესიამოვნებოდა ჩვენი მოთხოვნა.
მთავრ. წარ. ხომ არ გიჩივლიათ ვინმესთან?
ხალხ. წარ. ვისთან უნდა გვეჩილვა?! ხმის ამოღებისათვის ციხეში გვაჯენდნენ და გვამათრახებდნენ. სხვა დანაშაული რა აქ იმ კაცებს, რომლებიც საცხა-საცხა გადაასახლეს და რომლებიც ახლა ციხეში ყავენ დამწყდოული? ამდენმა უსამართლობამ ჩვენ დაგვანახა, რომ გაჭირვებული მუშისათვის არ არის აღარც ღმერთი, აღარც სამართალი, აღარც მთავრობა. გვეყო ამდენი ტანჯვის მოთმენა. ახლა ჩვენ მოვითხოვთ, საქმე ისე მოწესრიგდეს, რომ ჩვენთვისაც შესაზლებელი დარჩეს ქვეყნათ ცხოვრება; ხუთი თითით რომ ვმუშაობთ ერთი თითის ნაშრომი მაინც უნდა შეგვრჩეს საკუთრივ ჩვენთვის; მთელი ჩვენი ნაშრომი სხვამ რეიზა უნდა შეჭამოს?
მთავრ. წარ. ცოტა დამშვიდებით ილაპარაკეთ. ნუ აღელდებით, თორემ შეიძლება რაიმე საყურადღებო ცნობები გამოგრჩეთ
ხალხ. წარ. რაფერ შეგვიძლია ბ-ნო, არ ავღელდეთ, როცა რომ მაშინდელი მათრახის კვალი ახლაც მეტყობა ზურგზე. ჩვენ გაჭირვებას ენა ასე მალე ვერ იტყვის. ეს ხომ პოლიცია და მემამულეები. ახლა სამღვდელოების ამბავს აღარ იკითხავთ? ღვდლებიც ჩვენ მოგვადგნენ და აღარაფერს არ ზოგავენ ოღონდ თავისი გაუმაძღარი მუცელი და უძირო ჯიბე გაივსონ. ათასგვარ გადასახადებს გარეშე დაგვადვეს კიდო რაღაც დრამა ფული, კომლზე ორი მანეთი. ამ დრამა ფულს პოლიციის საშვალებით აგროვებენ და ფული რომ აღარ გაგვაჩნია მიაქვთ სამუშავო იარაღები, ოჯახში საჭირო ნივთები. აი მაგალითათ, მაშინ, როცა დრამა ფულის გადახდა ძლიერ გაგვიჭირდა და უარი ვთქვით, მე, მაშნდელმა მამასახლისმა, ნაჩალნიკის ბრძანებით, გამოვიტანე ყველაფერი ხიბაკი სახლიდან. ზოგს თოხი წავართვით, ზოგს წალდი, ზოგს ქვაბი, ზოგს ქვეშსაგები და ყველაზე ამაზე ტორგი დავნიშნეთ, მარა არაფერმა კაცმა არცერთი ნივთი რ იყიდა, ეს რატომ არ იყიდესო - და მე, როგორც მამასახლისი, ორი კვირით ციხეში ჩამაგდეს.
მთავრ. წარ. შენ როცა მამასახლისათ იყავი, იცოდი, რომ ზოგიერთი ნივთის წართმევა და გაყიდვა არ შეიძლებოდა?
ხალხ. წარ. ჩვენო ბ-ნო, ნაჩალნიკმა ასე გვითხრა, მუშა ხარს გარდა ყველაფერი წაართვით: თოხი, წალდი, ცული, კარდალაი, თუნგი, სკამი, ფარდაგი, ესენი ყველაფერი წაართვით, რაც უფრო გაუჭირდება, უფრო მალე გადაიხდისო, ასე გვიბძანებდა ჩვენი ნაჩალნიკი ჯაფარიძე. ახლა, ბ-ნო, რადგანაც ის მოხეკილი ნივთები აღარავინ იყიდა, კანცელარიაში ინახებოდა. ერთ დღეს კანცელარიას შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და ყველა ნივთები შიგ გამოიწვა, მოგვიხდა მეორეჯერ ასე ცარცვა-გლეჯით ერთხელ გადახდილი ფულის მოხვეჭა. ახლაც ბევრია დრამის ფულში მონახეკი ნივთები. (ერთმა ხალხიდან დაიძახა: ჩემი კარდალაი ახლაც კანცელარიაში აგდია, მეტი კი არაფერი გამაჩნდაო.) გარდა ამ დრამა ფულისა, მღვდლები ათასნაირ სხვა გადასახადებს გვახდევინებენ: ეს დამარხვისო, ეს წირვისო, ეს ნათვლისო, თუ არაფერი გაგაჩნია და ვერ მიეცი, ისე მკვდარს არ დამარხავს; უნდა ივალო, მისცე და მაშინ დაგიწყებს ლაქუცს: აი ასე უნდა, უფულოთ და ულოცვა-კურთხევოთ მკვდარი არ ცხონდებაო. თითო მიცვალებულზე თითო მანეთს სხვას აგროვებდენ, ვითომც ეკლესიის სასარგებლოდ, მარა თითონ ჭამდენ. ზიარების აღების დროსაც ფულებს გვთხოვენ და გვეუბნებიან: „თუ ფულს არ გადაიხდით ზიარება მუცელში ცეცხლს გაგიჩენსო“. ჯვარის წერის დროს ხომ ნამდვილი ვაჭრობა იმართება. დეიწყებს მღვდელი 25 მანეთიდან და იქნებ თუმნათ დაგყვეს. ასეთი ამბავი ისე ხშირი იყო, რომ არავის აღარც ეუცხოებოდა. თქვენ, როგორცა სჩანს, არა გცოდნიათ ჩვენი გაჭირვება, თვარა აქ არ მოხვიდოდით. ჩვენ კი, კარგა ხანია ვიცით, რომ მღვდლები, როგორც პოლიცია, ჩვენი მტრები არიან. მარა მარტო აგენს რომ ვყავდეთ დაჯაბნებული ეს კიდევ არაფერია. შიმშილი და სიცივე, სიშიშვლე და სხვა გასაჭირი ჩვენში ბევრ ავათმყოფობას აჩენს და იშონიან თუ არა დროს, ჩვენი ექიმებიც ტყავს გვაძრობენ. სხვა დოხტურებზე არ ვიცით და აქანაი რომ გვყავს, იგი კი ამფერია. მაგალითათ აი ჩვენი ექიმი ნადირაძე წეიყვანეს ავათმყოფთან; სანამ იგი მისას მივიდოდა, საწყალი კიდეც მომკვდარიყო. ექიმიც შუა გზიდან უკან დაბრუნდა, მარა პრაგონი მაინც გადაგვახდია. ერთი სიტყვით ყველანი გვარჩობენ და რაღა გვექნა, რომ ჩვენ თავს ისევე ჩვენ არ ვპატრონებოდეთ.
მთავრ. წარ. თქვენს საავადმყოფოში წამლის ფასს გახდევინებენ?
ხალხ. წარ. არა ბ-ნო, მარა იქ საჭირო არაფერი არ არის; რაც ძვირია იგი ყველაფერი კერძო კაცის აფთიაქში უნდა ვიყიდოთ. ახლა ისევ მიწებზე მოგახსენებთ. აქვს მიწები ეკლესიას, აქვს ხაზინას, აქვს მონასტრებს, ვირაც უფლის წულებს. არც ერთი ეს პატრონები არ მუშაობენ მიწას. მიწას მუშაობს მარტო მიწის მუშა გლეხ-კაცი და უფრო სამართლიანათ მიგვაჩნია ეს მიწები ჩამოერთვას უსაქმურ პატრონებს და ხალხს, მშრომელ ხალხს დაურიგდეს. აგრეთვე ის სანადელო მიწები, რომლითაც სახელმწიფო გლეხები სარგებლობენ მათ კერძო საკუთრებათ უნდა იქნას აღიარებული. რასაკვირველია, ეს უსასყიდლოთ უნდა მოხდეს ასე. ამის გარდა ჩვენში ბევრი გაუნთავისუფლებელი გლეხია დარჩენილი. ჩვენ ვთხოულობთ, რომ ყველა ისინი უსასყიდლოთ განთავისუფლდენ თავიანთი მიწებით და იმათ, ვინც თავისი საკუთარი მიწა გამოიყიდა ბატონისაგან, უკანვე დაუბრუნდეთ დანახარჯი ფულები.
გვაქს თითო ციდა მამული. ჩვენი ყურძნის ჭაჭა რომ არაყათ გამოხადო, გამოვა რაცხა ერთი ფუთი და ამ არაყზე იმხელა ბაჟი დაადვეს, რომ გამოხთა შეუძლებელია. ამ ბაჟებით ინახება ის აქციზნები, სოფლებში რომ დარბიან, ღელე-ღელე დაძვრებიან და ხალხს ტყავს აძრობენ. კაია, ღმერთმანი, ჩვენი საწყალი ნაშრომით ვინცხა ყაჩაღები გაძღენ. შარშანწინ დაიჭირეს ერთი საწყალი დედაბერი 70 წლისა, რომელიც საცოდავათ ღელეში ჩალხანეთ არაყს ხთიდა. წაართვეს ორი ბოთლი ოტკა და ჩალხანაი, ესეც არ აკმარეს, ჩააგდეს ციხეში და სამი თვე დამწყდოული ყავდათ, რავარც კაი ფირალი. იმისი საწყალი ობლები ღვთის ანაბარა დარჩენ. (ამ დროს მოიყვანეს თითონ ის მოხუცი დედკაცი, რომელზედაც ზევითვილაპარაკეთ. ერთი იმისი შეხედვა საკმარისი იყო, რომ დარწმუნებულიყავით იმისს უკიდურეს სიღარიბეში. მარტო ჩვენ აქციზებს შეეფერებოდათ იმის დატუსაღება, სხვა მოხელე ამას ვერ შესძლებდა). ასეა ბ-ნო, ამდენი გადასახადი, ამდენი ბაჟი და მეტი ჩვენ აღარ ვართ. რავარც არაყზე, იმფერი ბაჟი ყოფილა ნავთზედაც, შაქარზეც, ჩაიზეც, თუთუნზე და ყველა საჭირო ნივთზე. რომელ ერთს გაუძლოს საწყალმა კაცმა, ჩვენც ცხოვრება გვინდა, ჩვენც სული გვიდგია. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა ასეთი ფარული და პირდაპირი ბაჟები სრულიად მოისპოს. ამასთანავე შეიცვალოს გადასახადის მოკრეფის წესი, რადგანაც ყველა ღარიბ ოჯახს სჭირია წელიწადში 500 მანეთი ფული, ამიტომ ვისაც შემოსავალი ამაზე მეტი არ ექნება, იგი გადასახადსაც ნუ გადაიხდის; ვისაც მეტი შემოსავალი ექნება, იმან გადაიხადოს თავის სიმდიდრის კვალობაზე: მეტი აქვს - მეტი გადაიხადოს, ნაკლები აქვს - ნაკლები.
ჩვენ სწავლა გინდა. უსწავლელი კაცი რაფერი იცოცხლებს ახლანდელ დროში? სხვა ქვეყანაში, თურმე, წერა-კითხვის უცოდინარი ძნელი მოსანახავია, ჩვენში კი წერა-კითხვის მცოდნე უნდა ეძებო სანთლით. რეიზაა მერე აი? რატომ არ გვაქ ჩვენც ისე ბევრი კლასები? ამტოლ ფულს რომ ვიხთით, სად მიაქვენ აგი? ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენშიც შემოიღონ იმფერი სწავლების წესი, რავარც განათლებულ ქვეყნებშია. სწავლა უნდა იყოს 16 წლამდე სავალდებულო და უფასო, ქალებისა და ვაჟებისათვის. უმაღლესი სწავლაც უფრო ხელ-მისაწვდომი უნდა დარჩეს ახლანდელზე. მარა, ერთი კია, ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ შვილებს მონობას უქადაგებდენ და მის ფხიზელ აზრს უბნელებდენ. ჩვენ რა ხეირი დაგვაყარა მათმა მოთმინების ქადაგებამ? ვითმინეთ, ვინთმინეთ, ვითმინეთ და ყველანი ზურგზე შეგვაჯდენ. მეტი თმენა ჩვენ აღარ შეგვიძლია და არც მაგფერი ქადაგების გვჯერა რამე.
მთავრ. წარ. იქნებ რუსული ენა არ არის საჭირო სკოლებში და გინდათ ქართული იყოს?
ხალხ. წარ. ჩვენ ყველა ენის სწავლა გვინდა ქართულიც გვინდა და რუსულიც, სხვა ენაც რომ ვიცოდეთ, უკეთესია.
ჩვენი გასაჭირი ბევრია, მარა სალდათობა ყველაზე უფრო გვწყვეტს წელს. წეიყვანეს ჩვენი ძმები, საცხა იაპონიააო და იქინე ზღვიააო და ახოცინებენ ერთმანეთს. რისთვის უნდა ჩაიხოცონ იქ ჩვენი ძმები? ჩვენ მიწა მამული კი არ გვაკლია, მარა ეს მიწა რამოდენიმე კაცის ხელშია. გავანაწილოთ ეს მიწები და ქე გვეყოფა ყველას. აარჩევენ საუკეთესო ბიჭებს, რომლებსაც მუშაობა შეუძლია, მიყავთ სადღაც ოთხი წლის ვადით და იმას გარდა, რომ მუშა ხელს აშორებენ ოჯახს, კიდეც სალდათად წაყვანილებიც ჩვენი სარჩენი რჩებიან. ჩვენ უნდა ვუგზავნოთ აქედან საჭმლის ფული, რადგანაც არაფერს აჭმევენ, უნდა ვუგზავნოთ ტანისამოსის ფული, რადგანაც ტანზე ვერ აცმევენ, ასე რომ, თითოეული სალდათის შენახვა ოჯახს ათ-ხუთმეტ თუმნამდე უჯდება. თუ დაინახეს თურმე ფეხ-შიშველი ცხვირ-პირს ამტვრევენ და უნდა ვუყიდოთ, აბა რა ვქნათ. იქ ომში თურმე, ყოველ დღე ორი მილიონი მანეთი იხარჯება, რა უჭირს, ეს ფული კლასების გახსნას მოანდომონ და ამით ჩვენ გასაჭირს უშველონ რამე? თუ ომი საჭირო იქნება, განა ჩვენ ვერ დავიფარავთ ჩვენს სამშობლოს? ჩვენ მოვითხოვთ, რომ სალდათობა მოისპოს, მოისპოს ეს საზარელი ომი.
ესეც დიდი ხნის გამოცდილებით ვიცით, რომ ჩვენ სამართალი არა გვაქვს. ჩვენში მდიდარი ყოველთვინ მართალია. ღარიბი ყოველთვის მტყუანი, ამიტომ ჩვენ სუდიების აღარაფერი გვწამს. ჩვენ ვთხოულობთ, რომ მოსამართლეები ჩვენგან ამორჩეული იყვენ და ყოველი მოქალაქის წინაშე პასუხის მგებელნი. აგრეთვე უნდა მოისპოს რაღაცა პასპორსტები რომ იციან. ახლა აი ამ კაზაკებზე მოგახსენებთ, აგერ რომ ჩამოგვიყენეს. არ მოეწონა, ვთქვათ, შენი სახე, გეცემა და გაგამათრახებს. პასუხს ვერავინ მოთხოვს და არსად საჩივარი არ გაგივა. ჩვენი პიროვნება არ არის ხელშეუხებელი და ჩვენ კი მოვითხოვთ პიროვნების ხელ-შეუხებლობას. ჩვენ უნდა მოგვეცეს ნება ჩვენ საქმეზე მოლაპარაკებისა, ე.ი. უნდა მოგვეცეს კრების თავისუფლება. კიდევ, ძალას რომ გვატანენ ნუ შეგიკრავთ პირი და სხვის მამულზე იმუშავეთო, ეს ნუ იქნება - ჩვენ უნდა გვქონდეს გაფიცვის თავისუფლება.
ამოვიღეთ თუ არა ხმაი ჩვენ გასაჭირზე, მაშინვე კაზაკები და სტრაჟები მოგვისიეს. რა დავაშავეთ ამის ფასი? ჩვენს შავ-ბედზე რომ ვილაპარაკოთ განა ამისათვის სტრაჟები და კაზაკები უნდა მოგვისიონ? განა გასაჭირის გამხელა დანაშაულობა არის? სანამ ეს კაზაკები აქ იქნებიან ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი ოჯახები დავიცვათ გაცარცვისა და აოხრებისაგან და მუშაობაზე ხელი ავიღოთ, ამიტომ ესენი აქედან უნდა წაიყვანონ, ჩვენ მოვითხოვთ ამას.
ამასთანავე უსამართლობათ მიგვაჩნია ეს წოდებრივი განსხვავება ადამიანთა შორის. კაცი ყველა ერთია, ყველას ერთნაირი ცხოვრება ჭირია. რატომ უნდა იყოს აგი აზნაური, აგი თავადი, აგი გლეხი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოისპოს წოდებრივი განსხვავება და ყველა ადამიანს თანასწორი უფლება ქონდეს. ახლა რომ ჩვენ ვაკეთებთ გზებს, ვყარაულობთ, ბეგარაზე მივდივართ და ამ ჩვენი შრომის ნაყოფით სახვები სარგებლობენ, მაშინ აღარ იქნება ესა და საზოგადო საქმეში ყველა მონაწილეობას მიიღებს.
დავიწყეთ ჩვენ შარშან გზის კეთება ჩვენი ნებით: „ეს პუნტიაო“ და რამოდენიმე კაცი დაიჭირეს. არ ვიცით ღმერთმანი გზას აკეთებ „პუნტია“, არ აკეთებ, ისიც „პუნტია“. დაიჭირეს მაშინ ორი ჩვენი ამხანაგი იოსებ და ილაკრი მეგრელიშვილები და დღესაც ციხეში სხედან. ზოგმა ციხეში ჯდომა არ მოინდომა და ახლაც იმალება. ვინც ჩვენში ხალხის გულისათვის დაისაჯა, ყველა უსამართლოთ დასჯილია და ჩვენ მოვითხოვთ მათ განთავისუფლებას.
ნატანებში რომ ჯარი ჩამოიყვანეს რა საჭირო იყო? ის ჯარი უთუოთ გაყვანილ უნდა იქნას. ჩვენ არავის არაფერს არ ვუშლით. სალდათები და უფრო კაზაკები ყველანი კარგი ხასიათის და პატიოსნები კი არ არიან, იმათში ბევრი უსინდისო და მხეცი ურევია. შეიძლება რამე ფინთი ჩაიდინონ და მაგის მოთმენა ჩვენ აღარ შეგვიძლია, ჩვენს პატიოსნებას ჩვენი სისხლით დავიცავთ.
დასასრულ უნდა მოგახსენოთ რომ ჩვენი თხოვნის სისრულეში მოყვანა არ შეუძლია იმ მთავრობას, რომელიც ჩვენ ახლა გვყავს და რომელსაც ვერ ვენდობით. ამისათვის უნდა მოწოდებულ იქნას სახალხო დამფუძნებელი კრება. ხალხმა თითონ უნდა მიიღოს მონაწილეობა თავისი საქმის წაყვანაში. ხალხმა თითონ უნდა ამოირჩიოს თავისი წარმომადგენლები საყოველთაო, თანასწორი, დახურული კენჭის ყრით. ამ ამორჩეულ კაცებს მიანდობს ხალხი თავის საქმეებს და ნდობასაც გამოუცხადებს.
ამით ვათავებთ ჩვენი გასაჭირის მთავარ მუხლების ჩამოთვლას.
ბ. სულთან კრიმ-გირეიმ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს გულ-ახდილი ლაპარაკისათვის.

Comments
Post a Comment