როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში
ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („მოგზაურობანი“, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა“, 1905). მათი ცნობების მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი, 1830-იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986). 1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადატანილ იქნა ოზურგეთში.ალექსანდრე თუმანიშვილის ოჯახი
მიხეილ თუმანიშვილი
1890-1893 წლებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ადგილობრივ სამოყვარულო სათეატრო დადგმებში, რომლების საქალებო სკოლის შენობაში იმართებოდა.
1900 წელს შეეძინა პირველი შვილი, მარუსია. 1902 წლიდან ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, ოზურგეთის განყოფილების წევრი.
ოზურგეთის სახლში ერთად ცხოვრობდნენ ალექსანდრე და ელისაბედი, მათი შვილები მიხეილი და სოფია, მიხეილის შვილი მარუსია, მიხეილის ძიძა, რომელის ოჯახის წევრად მიიჩნეოდა, და მოსამსახურეები. მათთან ცხოვრობდა ან ოჯახთან ერთად დიდ დროს ატარებდა ექიმი გიორგი ჭოღოშვილი.
ზაქარია ჭიჭინაძე
მიხეილ თუმანიშვილის შესახებ
„მიხეილ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი. საუკეთესო მამულისშვილთაგანია.
განათლებულია
კარგად,
დროის
შესაფერად.
დაბადებულია
ოზურგეთში.
ამის
წინაპარნი
ოზურგეთში XIX საუკუნის
დამდეგს
არიან
გადასახლებულნი.
გურიელების
წინაშე
ამათ
კაი
ხმა
და
გავლენა
აქვნდათ.
მიხეილ
ალექსანდრეს
ძე
დღეს
ბათუმში
ცხოვრებს,
შრომას
იღებს
ყველა
საზოგადო
საქმეებში.
იქით
არ
გაკეთებულა
ერთი
რამე
საზოგადო
საქმე,
რომ
იქ
მიხეილ
ალექსანდრეს
ძეს
მონაწილეობა
არ
მიეღოს.
ყველა
საქმეში
იგი
დაუზარებელია
და
ნამეტურ
სამშობლო
ქვეყნის
საქმეთა
სამსახურის
წინაშე.
ამით
იგი
დაუზარებელია
და
სამაგალითო
კაცად
კაცი,
ზედ
მიწევნით
მცოდნეა
ქართულის
საქმეების,
ქართული
მწიგნობრობის.
ყველა
ასეთ
საქმეში
იღებს
მონაწილეობას,
გურიას
და
ბათუმში
არ
დაარსებულა
არც
ერთი
საზოგადო
საქმე,
რომ იქ
მიხეილს
მონაწილეობა
არ
მიეღოს.
ნამეტურ
მონაწილეობას
იღებს
საქველმოქმედო
წარმოდგენათა
მართვაში,
ოზურგეთის
სამოქალაქო
საქმეების
გამგეობაში,
სკოლების
მართვაში,
წერა-კითხვის
სამართველოსთვის
სასარგებლო
საქმეების
მართვაში,
ქართველ
მაჰმადიანებში
წიგნების
ვრცელების
საქმეში
და
ბევრიც
კიდეც
სხვათა
ენით
მოუთვლელნი
უკეთებია
და
გააკეთებს
კიდევაც.
შეუძლებელია
რომ
ჩვენ
ასეთ
პირთა
ყველა
საქმენი
დაწვრილებით
ავნუსხოთ.“
ძმები და და

ვასო თუმანიშვილი იყო რკინიგზის
ნაფიცი
ვექილი,
ცხოვრობდა
თბილისში.
მასთან
ცხოვრობდა
ისიდორე
გვარჯალაძე
(შემდგომში ცნობილი
ენათმეცნიერი)
1912 წლის
განმავლობაში, სანამ წავიდოდა
მიხეილთან ნიცაში. მარუსიას მოგონებების მიხედვით, გვარჯალაძე იყო თუმანიშვილების ტყის
მცველის შვილი. ვასილ ა–ს ძე თუმანიშვილი დაფიქსირებულია ქშწკგს-ის წევრთა ბაზაში,
როგორც
ქუთაისის
განყოფილების
წევრი
1902 წლიდან.
ფრანცი (დ. 20 აპრილი, 1870) 1889 წლის 10 აგვისტოს დაამთავრა ალექსანდროვსკოეს სამხედრო სკოლა, განაწესეს ბაქოს 153-ე პოლკში. ნახსენებია სიაში Общий список офицерским чинам Русской императорской армии составлен по 1-е января 1908 г. 1909 წელს იყო კაპიტანი ციმბირის მსროლელთა პოლკში, რომელიც განთავსებული იყო უსურიისკში, ვლადივოსტოკთან ახლოს.
სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი ასევე დაფიქსირებულია ქშწკგს-ის წევრთა ბაზაში, როგორც საზოგადოების ნამდვილი წევრი 1902 წლიდან და ბათუმის განყოფილების წევრი 1913-1915 წლებში. სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი ნახსენებია დამწვარი გურულების ხელშემწყობ ფონდში 1905 წლის ნოემბერში
„აქ დაარსდა ყაზახთა მიერ დამწვარ-აოხრებულ
გურულთა
ოჯახების
შემწე
კომიტეტი,
რომელსაც
დაევალა
შემოწირულობათა
შეგროვება.
კომიტეტის
წევრებად
არიან
რაისა
სოლომონის
ასული
თოხაძე,
სოფიო
ალექსანდრეს
ასული
თუმანიშვილი,
ერმილე
კაციას
ძე
ნაკაშიძე,
ეკატერინე
ყარამანის
ასული
მამულაიშვილი,
გიორგი
კონსტანტინეს
ძე
ჭოღოშვილი, ნინო იოსების
ასული
ნაკაშიძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე.
მსურველთ
შეეძლოთ
კომიტეტის
ერთი
წევრის
სახელზე
გამოაგზავნონ
შემოწირულობა
ქ.
ოზურგეთში“ (ცნობის ფურცელი
N2948, 12 ნოემბერი, 1905)
მონაწილეობა გურიის რესპუბლიკაში
თუმანიშვილი ჩართული იყო გურიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1901 წლის 8 დეკემბერს გამართულ სხდომაზე არ აირჩიეს ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობის ხმოსნად, რაზეც გაზეთ „კვალის“ კორესპონდენციის ავტორი ა. წ.-ძე (აპოლონ წულაძე?) გამოთქვამს უკმაყოფილებას. ჩართული იყო ამხანაგობა „შუამავლის“ საქმიანობაში, როგორც რევიზორი. (კვალი N51, 1901)
1905 წლის თებერვალში მიხეილი იყო წევრი დეპუტაციისა, რომელიც თხოვნით წარუდგა მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებელს გენერალ მალამას, რომ შეეჩერებინა ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის გაგზავნა გურიაში. ამ დეპუტაციის სტუმრობის შედეგად გადაწყდა დამსჯელი რაზმის მოქმედების შეჩერება და გურიაში გლეხებთან მოსალაპარაკებლად სულთან ყირიმ-გირეის გაგზავნა.
1905 წლის აპრილში მიხეილი მოიხსენიება აფთიაქის მფლობელად ხვარბეთის საზოგადოებაში. (მოგზაური, 17 აპრილი)
30 აგვისტოს კიდევ 5 პირთან ერთად მიხეილი ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს მსხვილ მესაკუთრეთა კვოტით (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი).
1906 წლის 11 იანვარს პოლკოვნიკ კონსტანტინე კრილოვის კაზაკებმა დააპატიმრეს ალექსანდრე თუმანიშვილი (ცნობის ფურცელი N2986, 24 იანვარი, 1906) ის რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს და თხოვდნენ, გაეცა მისი შვილები. 22 იანვარს კაზაკებმა დაწვეს თუმანიშვილის სახლი. იმავე დღეს მათ დაწვეს მოძრაობის სხვა ლიდერების, გიორგი მამულაიშვილის და ერმილე ნაკაშიძის სახლები. მარუსიას მოგონებების მიხედვით, კაზაკები, რომლებიც სახლს წვავდნენ, სახლს იხსენიებდნენ როგორც „რევოლუციის ბუნაგს“. ამ დროს მიხეილ თუმანიშვილს უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყანა.
- ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ივან ლაზარენკომ ჩვენებაში აღნიშნა, რომ გურიის კომიტეტი თუმანოვის სახლში იკრიბებოდა.
- ქალაქის ყოფილმა თავმა ვასილ ხუნდაძემ ჩვენებაში თქვა, რომ ჭორების მიხედვით თუმანოვი გურიის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მაგრამ მან ნამდვილად არ იცის.
- მოსამართლემ წაიკითხა ხუნდაძის ძველი ჩვენება, რადგან ახალი განსხვავდებოდა მისგან, სადაც ხუნდაძე ამბობდა, რომ თუმანოვი არ იყო სოციალ-დემოკრატი მაგრამ იყო გურიის კომიტეტის წევრი
საფრანგეთში

დაბრუნება საქართველოში
საბჭოთა რეპრესიები
Comments
Post a Comment