Skip to main content

ფრანგთა ეკლესია ოზურგეთში

კათოლიკე მისიონერები გურიაში

კათოლიკეებთან კავშირი პირველად დაამყარა გურიის მთავარმა, მამია II გურიელმა, რომელსაც კათოლიკე მისიონერები ლუდოვიკე გრანჯერიო და სტეფან ვიო დხმარებას უწევდნენ 1614 წლის 13 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიასთან ზავის დადებაში. გურიელმა კათოლიკეები ბაილეთში მიიღო, 15 დღის განმავლობაში უმასპინძლა, მათთან ერთად შეხვდა შობას და სთხოვდა მისიონერების გამოგზავნას გურიაში.

მისიონერები გურიაში ოცი წლის შემდეგ, 1634 წელს, გამოჩნდნენ. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ სამეგრელოში გაიცნო თეატინელთა მისიის წარმომადგენლები არქანჯელო ლამბერტი და იოსეფ ჯუდიჩი. მაქსიმე 1633 წლის ოქტომბერში გორში, როსტომ მეფის და მარიამ დადიანის ქორწილში შეხვდა პატრ პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მას გურიაში მისიონერების გაგზავნა.

ასე ჩავიდნენ გურიაში კრისტოფორო კასტელი, ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო. გურიაში კათოლიკე მისიონერებს ყოველგვარ შემწეობას უწევდა გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი მალაქია გურიელი. მალაქიამ მათ მისცა სახლი და აუშენა ხის ეკლესია, რომელიც პატრებმა მოხატეს.  ეკლესია წმ. სილვესტრეს სახელობის იყო და სომხების უბანში მდებარეობდა.

კათოლიკეებს გურიაში ჰყავდათ მოწინააღმდეგეებიც. ესენი იყვნენ ზოგი ადგილობრივი ეპისკოპოსი, ბერძენი მღვდლები, მალაქიას კარზე მყოფი გამუსლიმებული იტალიელი მკურნალი ფერინდონე და ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელიც ქართლში როსტომის გამეფების გამო დასავლეთ საქართველოში იყო გადმოხვეწილი და თავს ოზურგეთს აფარებდა. ალავერდელს და ანტონიო ჯარდინას შორის გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჯარდინამ გაიმარჯვა და ალავერდელმა კათოლიკობა მიიღო. 

კათოლიკე მისიონრები მკურნალობდნენ ადგილობრივებს, ებრძოდნენ ყმებისა და ბავშვების გაყიდვას ოსმალეთში და ნათლავდნენ მოსახლეობას კათოლიკური წესით.

მალაქიამ ორი წლის შემდეგ გადაიყვანა მისიონრები მთავრის სასახლის ახლოს, სადაც მისცა სახლი და ეკლესია. აქ მათ დააარსეს სკოლა, რომელშიც ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევე სკოლაში იღებდნენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც გაჭირვების გამო ოსმალებზე გაყიდვა ელოდათ. ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა და ასწავლიდა სკოლაში. კათოლიკე პატრები ძალიან აქებდნენ გურულების ნიჭიერებას და რამდენიმე მათგანს იტალიაში გაგზავნასაც უპირებდნენ, მაგრამ მოერიდნენ სავარაუდო ჭორებს, თითქოს პატრებმა ყმაწვილები ოსმალებს მიჰყიდესო და აღარ გაგზავნეს.

ფერინდონემ სცადა ანტონიო ჯარდინას მოწამლვა მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ხანძარი გააჩინა მისიონერების სახლში. სახლი დაიწვა, მაგრამ გადარჩა ეკლესია. მალაქიამ და შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე მაჭუტაძემ მისიონრებს ახალი, უფრო დიდი სახლი აუშენეს.

გურიელის სახლი და მისიონერების კარ-მიდამო


1637 წლის აგვისტოში სამეგრელოში გარდაიცვალა ანტონიო ჯარდინა. ქრისტეფორე კასტელმა განაგრძო გურიაში მუშაობა და კათოლიკობაზე მოაქცია ფერინდონე, რომელსაც მუსლიმობაში 28 წელი გაეტარებინა, ნიკოლას სახელით. ამ უკანასკნელმა კათოლიკეთა მისიონს შესწირა გურიაში საკუთარი მამულები და ყმები. ნიკოლა 1638 წელს გარდაიცვალა. გურიის კატოლიკეთა მისიონს ამავე წელს შეუერთდნენ მღვდლები ფრანჩისკე მარია მაჯო და ჩინჩენცო ჯილიბერთი და ძმები იაკობ არგოლიოზო და ანდრია ლიპომანო. მალაქია მათ ჰპირდებოდა, რომ შეუერთებდა თავის სამწყსოს რომის ეკლესიას.

1639 წელს გარდაიცვალა მალაქია გურიელი და გურიის მთავრად ლევან II დადიანმა დასვა მალაქიას ძმა   ვახტანგი II გურიელი. ვახტანგი ებძროდა კათოლიკე მისიონერებს , ჩამოართვა მათ ყმები, მიწები, სახლი და 1640 წელს განდევნა კიდეც ისინი გურიიდან.

გურიელის ქალიშვილი ელენე ტირის დე კასტელის იტალიაში გამგზავრების გამო

კათოლიკური მისია გურიაში დაბრუნდა გიორგი III გურიელის დროს. 1674 წელს მასთან იმყოფებოდნენ პატრები ტურკო და რასპონი, რომლებიც მას ახლდნენ არზრუმის ფაშასთან. 1677 წელს ჯუმათის ეპისკოპოსმა მაქსიმე II შარვაშიძემ და გიორგი III გურიელმა გორში მყოფ კაპუცინელ მისიონერებს და მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს გურიაში ჩასვლა სთხოვეს და შესთავაზეს თეატინელთა მიერ დანატოვარი მამულები, საქონელი, ეკლესია და ერთ სოფელი, სადაც 20 მოსახლე იყო.

ფრანგთა ეკლესია ოზურგეთში

1888 წლის მონაცემებით ოზურგეთში რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები არ ფიქსირდებიან. მოსახლეობის 97% მართლმადიდებელი, ხოლო 3% კათოლიკე სომეხი იყო. კათოლიკურ ეკლესიას არ ახსენებს არც თედო სახოკია, რომელმაც ოზურგეთში 1897 წელს იმოგზაურა. სახოკია, ახსენებს ოზურგეთელ კათოლიკე ი. თუმანიშვილის ბაღს, რომელიც ერთადერთია ქალაქში, რომელსაც კულტურა და პატრონის ხელი ეტყობაო. 


კათოლიკეები ოზურგეთში XIX საუკუნის ბოლოსაც იყვნენ. თედო სახოკია:


„3-4 მოსახლე ქართველი კათოლიკეებიც არიან აქა, გვარად თუმანიშვილები. ესენი პირველად ექვსნი ძმანი ყოფილან, როცა ახალციხიდან წამოსულან ბედის საძებნელად. პირველად მოსულან ქუთაისში, იქიდან ოზურგეთში გადმოსულან. აქ ვაჭრობისთვის მოუკიდნიათ ხელი, გურიელებიც მფარველობას თურმე უწევდნენ და ერთ დროს შეძლებული ვაჭრების სახელიცა ჰქონიათ. ესენი მაშინ ვაჭრობდნენ ოზურგეთში, 1860 წლებში, როცა გურულებს ვაჭრობა, ადლის დაჭერა და დახლს უკან დგომა სირცხვილად და ცოდვად მიაჩნდათ “

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ მეოცე საუკუნეშიც კი ოზურგეთში წმინდა სტეფანეს სახელობის კათოლიკური ეკლესია იდგა, რომელსაც ხალხი „ფრანგთა ეკლესიას“ ეძახდა. 1940-იან წლებში ეკლესია არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ბაღი. 1944 წელს ადგილობრივ გაზეთ „ლენინის დროშაში“ (N 36 გვ. 4) გამოქვეყნდა პატარა წერილი „უპატრონო ბაღი“, რომელშიც ეწერა, რომ აბაშიძის შესახვევში მდებარე ფრანგთა ყოფილი ეკლესიის დეკორატიული ბაღი უპატრონოდაა მიტოვებული.


ეკლესია დღევანდელი თაყაიშვილის ქუჩის მეოთხე ჩიხში, დაახლოებით ამ ადგილას მდებარეობდა 
ადგილობრივების გადმოცემით, ეკლესია იყო ხის, უგუმბათო შენობა (ალბათ დარბაზული ტიპის). მათ არ ახსოვთ ეკლესია, მაგრამ ახსოვთ შენობა, რადგან ეკლესიის გაუქმების შემდეგ შენობა გადაეცა ადგილობრივ ეთნოგრაფიული გუნდს, რომელსაც ვარლამ სიმონიშვილი ხელმძღვანელობდა.

აქაურების მტკიცებით ბუჩქი ფოტოზე (რომელიც ვიცი რომ ცუდად ჩანს, მაგრამ ონკანის გასწვრივ თუ დააკვირდებით, დაინახავთ) სწორედ ეკლესიის ბაღიდან არის შემორჩენილი





Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc