Skip to main content

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“

„არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“
 გაზეთი „ივერია“

კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი

ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია

ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან.

ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში.

ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში.

სიმღერა ფირალ მეხუზლაზე


სიმღერა სისონა დარჩიაზე

ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)
 სიმღერა სისონა დარჩიაზე

„იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებთან ცხოვრების მძიმე უღელს ეწეოდნენ. აი ასეთი ადამიანი რაღაც უხილავი, უბედური გარემოების მიზეზით დღეს ტოვებს ცოლ-შვილს, იღებს ხელში თოფს და ნადირივით გარბის ტყეში, - ფირალდება“
ეგნატე ნინოშვილი


ირაკლი კალანდარიშვილი
თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე


ყაჩაღობის მიზეზად გლეხკაცის მოშლილი მეურნეობა გახდა, გააუმჯობესეთ გლეხკაცის მეურნეობა და ცხოვრება, ფაქტებით დაუმტკიცეთ, რომ შრომის ნაყოფი მასვე ეკუთვნის და მაშინ იგი თავს დაანებებს ყაჩაღობას, იარაღს დაჰყრის და გუთანს მოკიდებს ხელს. 
ივერია 1884 N5


დათიკო შევარდნაძე

„სჩანს, ყაჩაღის მოქმედება გულსა ფხანს ხალხს, მისი პროტესტი საზოგადოების პროტესტს უახლოვდება, ყაჩაღის მიდრეკილება საზოგადოების მიდრეკილებას ჰგავს...საზოგადოება მწუხარებას, კვნესას, გოდებას და ოხვრას ყაჩაღის პირით ამცნობს ქვეყანას"
გაზეთი „ივერია“


ერასტი ჯორბენაძე


„ფირალს ტყეში ყოფნა სახლში ყოფნას რავა ერჩია, მარა შუუჩდებოდენ და გადააქცევდენ ფირალად“
გურული გლეხი


ერასტი ჯორბენაძე (მარცხნივ) მარჯვნივ ილიკო იმერლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელი

ვასილა ლომინაძის ლექსი 

ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ
იარაღი შევიყვარე;
მაუზერი და ლაგანა
 ჯიბანებს ამოვიფარე.
სალდათობამ მომიწია
 პოლიციას დავემალე
დედ-მამას დავემშვიდობე 
რუსეთისკენ გავემგზავრე
სახარჯო შემომელია
უფულობა არ ვიკადრე
აზოვის ბანკი გავტეხე
ფული ბლომათ გავიტანე.


მელქისედეკ გუნთაიშვილი კვირიკეთიდან. კვირიკეთის ეკლესიის ეზოშია მისი საფლავი ამავე ფოტოთი

„ვინც ახლოს იცნობს დღევანდელ გურიის ყოფა-ცხოვრებას ... ის გურიის ხალხს კი არა, დღევანდელ წეს-წყობილებას დასდებს ბრალს გურიაში ფირალობის გამო.“  
ეგნატე ნინოშვილი


მარცხნივ ესე ცინცაძე

სიმონა დოლიძე
 
სიმონა დოლიძე, დგას მარჯვნივ,
მის წინ ზის მელქისედეკ ბურჭულაძე
ბურჭულაძე იყო ცნობილი ფირალი
და ტერორისტი.
ბავშვობიდან თბილისში მუშაობდა მღებავად.
1907 წელს მონაწილეობდა თბილისში
ავჭალის ქუჩაზე მსხვილ ტერორისტულ აქტში.
ის დააპატიმრეს, მაგრამ 1908 წელს მეტეხის ციხიდან გაიქცა
ამის შემდეგ გურიაში საქმიანობდა
შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა
სადაც 1918 წელს ინგლისელებმა მოკლეს


„ფირალების შენახვა გურულს ეამაყებოდა, სინდისის საქმე იყო, სასახელო საქმე იყო“
გურული გლეხი

გრიგოლ ქინქლაძე, აგია ჩხაიძე, ფირალები

ამ წერილით გამოეხმაურა სიმონ გუგუნავა ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციას, სადაც ფირალობა გურულის ხასიათის თვისებად, ხოლო გურულები ბუნებით ყაჩაღებად იყვნენ გამოყვანილნი:

გთხოვთ მიბრძანოთ ბატონო კორესპონდენტო! რა დროს რომელი ავაზაკი შეიპყრეს და მოკლეს გურიაშიდ გაუცემლად და უღალატებლად? ...ვინ გასცა სახელ განთქმული ფირალი სურგულაძე, რომელიც მოკლა კაპიტანმა ივანე დუმბაძემ? გურულმა გვარით ვანიძემ. ვინ უღალატა ავაზაკს გოგუაძეს, რომელიც მოკლა სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწემ ბატ. კალანდარიშვილმა? გურულმა გვარად კუკულავამ. ვინ გასცა განდევნილი ჭყონია, რომელიც მოკლა იმ დროს პოლიციის ბოქაულად მყოფმა ბატ. ჩიგოგიძემ? გურულმა გვარად ჭყონიამ აზნაურმა. ვინ მოკლა ღალატით... განთქმული ავაზაკი მამულაიშვილი, გურულმა გვარად თალაკვაძემ. ვინ გასცა ქუთათელაძე ფირალი, როცა შეცდომით მის მაგიერ აზნაური ვლადიმერ ბერიძე მოკლა პოლიციის ბოქაულმა ვაშალომიძემ. გურულმა გვარით ხაჯიბეგოვმა. ვინ მიუყვანა ღალატით ჯვარცმის ეკლესიაზედ ჩასაფრულს სტრაჟებს ავაზაკი ილარიონ დათუნაიშვილი და მისი ამხანაგები დარჩიები, რომელნიც ვეღარ დაირჩინეს და გაექცათ მოდარაჯეთ? გურულმა აზნაურმა მგალობლიშვილმა. ვინ გასცა იგივენი ს. ჯუმათშიდ, როცა განსვენებულმა იესე გურიელმა და მაზრის უფროსმა ბ. იაგოროვმა დათუნაიშვილი შეიპყრეს და უმფროსი ძმა დარჩია მოკლეს. გურულმა დამსახურებულმა საწყალმა ნინიძემ, რომელმანაც თავის თავი შესწირა იმავე დროს ავაზაკის გამოსროლილს ტყვია. ვინ უღალატა ორაგვეს გლეხის ბურძგლას სახლშიდ, როცა პოლიციის ბოქაულმა ბ. ჯაფარიძემ შემოჰკრა უიარაღო ხალხით სახლი და გაექცათ სახლიდგან ავაზაკი დარჩია? გურულმა კუნჭულიამ. ვინ გასცა იგივე დარჩია როცა მაზრის უფროსი თავადი დადიშკელიანი პოლიციის ბოქაულებით და ოცის სტრაჟებით დაუხვდა ღამით ჩასაფრული რკინის გზის ლიანდაგის სუფსის ბოგარზედ და გაუქრათ ავაზაკი ხელიდგან? გურულმა აზნაურმა ანთაძემ... ვინ გასცა... საბრალო გოგიტიძე, რომლის დანაშაულობაც სრულებით აუხსნელი და გამოუძიებელი იყო და ვის დაუჟდა სიკვდილით მისი ღალატი? გურულს გლეხს გვარით ჩხარტიშვილს. მე ვფიქრობ საკმაო უნდა იყოს ეს საბუთები თქუენის მოსაზრების დასარღვევად და სრული იმედი მაქვს შემდეგშიც მაინც აღარ იქონიებთ ამ აზრს გურულებზედ.

კიკია მამულაშვილი დვაბზუდან

.საზოგადოების ტანჯვაცა და ყაჩაღიც შედეგია ცხოვრების მოუწყობლობისა, უკანონობისა...სასტიკის ღონისძიებით არ მოისპობა ყაჩაღობა. ყაჩაღობას მოსპობს მხოლოდ განათლება, ცხოვრების განკარგება, ადამიანურ ვითარების შექმნა“
გაზეთი „ივერია“


დოკუმენტური ფილმი „გურული ფირალები“


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა