Skip to main content

გურულების მარსელიეზა

გურულების ხასანბეგურა ცნობილია, მარსელიეზა - ნაკლებად. 1900-იან წლებში კი შესაძლოა პირიქითაც ყოფილიყო. საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი რევოლუციურ გურიაში ყველაზე პოპულარული თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ნამდვილად იყო, განსაკუთრებით კი რევოლუციურად განწყობილ გურულებში, მათში, ვინც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უჭერდა მხარს.

მარსელიეზას შესახებ ორი ფაქტია ცნობილი. ერთს ცნობილი სახალხო მომღერალი არტემ ერქომაიშვილი იგონებს ავტობიოგრაფიაში. 1904 წელს მამამისს, გიგო ერქომაიშვილს უსწავლებია მარსელიეზა 17 წლის არტემისთვის და უთქვამს, ეს ახალთაობის სიმღერაა, ისწავლე და შენს ტოლებსაც ასწავლეო. ერქომაიშვილი იხსენებს, მარსელიეზა ვისწავლე, ჩემ ტოლ ბიჭებს შევასწავლე და  საჭიროებისამებრ ვმღეროდითო.

არტემ ერქომაიშვილი
1909 წელს მოკლეს ცნობილი ფირალი და ტერორისტი დათიკო შევარდნაძე. შევარდნაძე გურიის სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ კომიტეტთან დაახლოებული პირი და რევკომის რაზმის წევრი იყო, ნასაკირალის ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ასკანას, მის სოფელს, ჟანდარმერია მეთვალყურეობდა. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის მეგობრები, ასევე რევოლუციონერები და ტერორისტები კიკია მამულაშვილი, ისაკი თოიძე და სხვები 20 სექტემბერს სოფლის კანცელარიას თავს დაესხნენ, ორი სტრაჟნიკი მოკლეს, შევარდნაძის საფლავზე მარსელიეზა იმღერეს, ზალპი მისცეს და დაიშალნენ.


ანიმაციური ფილმში „გავარდნილები“, რომელიც გასაბჭოების შემდგომ გურიაში წითელი რეპრესიების და გოგია ღლონტის მიერ წითელი კომისრის, საშა ობოლაძის, მკვლელობის შესახებაა, გოგიას მეგობრები მუდმივად ცდილობენ იმღერონ და მელოდია ააწყონ, თუმცა მათ ეს მხოლოდ ფილმის ბოლოს, საფრანგეთში გაქცეულებს გამოუვათ. დაკვირვებული ყური გურულების ნამღერში აუცილებლად იცნობს მარსელიეზას საწყის ჰანგებს


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...