Skip to main content

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა.

ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“. ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო შესული მცირე ავტონომიის უფლებით.

სწორედ ამ დროს უკვე საბოლოოდ გაუქმდა სამეგრელოს მეზობელი გურიის სამთავრო, ეწოდა ოზურგეთის მაზრა, დამყარდა რუსული სამოქალაქო მმართველობა და შემოღებულ იქნა რუსეთის იმპერიის სხვა ნაწილებში მოქმედი ფულადი გადასახადები, რამაც გურიის გლეხების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილება და გადასახადის გადახდაზე უარის თქმა და დაუმორჩილებლობა საბოლოოდ გურიის 1841 წლის აჯანყებაში გადაიზარდა. 1841 წლის ზაფხულში, როდესაც აჯანყებულებმა სრული კონტროლი დაამყარეს მთელ გურიაზე, გადაკეტეს ოზურგეთი-ქუთაისის საფოსტო გზა, აიღეს მაზრის უმნიშვნელოვანესი პუნქტი - შეკვეთილის ციხე და ნავსადგური - და ალყაში მოაქციეს ქალაქი ოზურგეთი, მთავრობამ დახმარებისთვის სწორედ ოდიშის მთავარ დავით დადიანს მიმართა.

დავით დადიანი
18 აგვისტოს დავით დადიანის მეთაურობით გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოს მილიცია, ანუ სახალხო ლაშქარი 1000 კაცის შემადგენლობით. მაგრამ აჯანყებულების 2000 კაციანმა რაზმმა 23 აგვისტოს გრიგოლეთთან ახლოს, დედაბერას წყლებთან შეაჩერა დადიანის მილიცია. მცირე ბრძოლის შედეგად, რომელშიც ორივე მხრიდან სულ სამი ადამიანი დაიღუპა, აჯანყებულებმა აიძულეს მოწინააღმდეგე, დანებებულიყო და თავისუფლების სანაცვლოდ, იარაღი ჩაებარებინა. დადიანის მილიციამ თოფ-იარაღი სრულად ჩააბარა აჯანყებულებს. მათ შორის იყო დავით დადიანის კუთვნილი, ერეკლე II-ის ნაქონი ხმალი, რომელიც ჯვარცხმელმა აზნაურმა, ვინმე  ყარსუმ (?) ბერიძემ ჩაიგდო ხელთ.

ასე აღმოჩნდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში, სოფელ ჯვარცხმაში, ბერიძეების ოჯახში, სადაც ის 100 წლის განმავლობაში ინახებოდა. 1941 წელს, უცნობი მიზეზის გამო, ოჯახმა ის სახელმწიფოს მიჰყიდა. ხმალი 21 იანვარს მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა თ. ბერიძისგან 500 მანეთად შეიძინა.

ოზურგეთის მუზეუმში ერეკლეს ხმალი 1983 წლამდე ინახებოდა. გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის პომპეზურად აღსანიშნად თელავში განაახლეს ერეკლე II-ის სასახლე და მუზეუმი. კულტურის სამინისტროს თხოვნით მახარაძის მუზეუმმა 1983 წლის 10 ივნისს ერეკლეს ხმალი თელავის მუზეუმს გადასცა.


Comments

Popular posts from this blog

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...