Skip to main content

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გურიაში

ქვემოთ მოცემულია გურიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სია და რუკა. სიასა და რუკაში ასახულია მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ სტატუსი მინიჭებული, ამიტომ აქ არაა ისეთი ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფოსგან შესაბამისი სტატუსი მინიჭებული არ აქვს, ესენია: დიმიტრი გურიელის სასახლე და გურიელების აბანო ოზურგეთში, ნაკაშიძეების მარანი ზედუბანში, ქვასაწნახელები გონებისკარში, ბერძნისწყარო, წმინდა გიორგის ეკლესია ზემო აკეთში, ძლევისკარის ეკლესია ცხემლისხიდში. ყველა ძეგლს ფრჩხილებში მიწერილი აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც აღრიცხულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.

კულტურის ძეგლები, რომლებიც შედიან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში:
  • აჭის ეკლესია (9025)
  • გორაბერეჟოულის კომპლექსი: ბაღი და სასახლე (10763, 17431)
  • ერკეთის ეკლესია (10785)
  • ლიხაურის კომპლექსი: ეკლესია და სამრეკლო და გალავანი (9981, 9029, 9983, 17347)
  • შემოქმედის კომპლექსი: მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ეკლესია „ზარზმა“, სამრეკლო, გამოქვაბული, გალავანი (10000, 10001, 10003, 10004, 10005, 17362)
  • ჯიხეთის კომპლექსი: წმ. მარიამის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო, წყარო, მაჭუტაძის სამწირველო, გალავანი (9118, 17326, 17327, 17329, 17330, 17331)
  • ჯუმათის კომპლექსი: მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და გალავანი 10037, 10045, 10048
კულტურის ძეგლები:
  • აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (9002)
  • ანა კალანდაძის ოდა-სახლი (15919)
  • ასკანის ციხე (9263)
  • ბასილეთის ეკლესია (17391)
  • ბახმაროს პიონერთა ბანაკი (20836)
  • ბუკისციხე: ციხე და ეკლესია (10800, 17420)
  • ბურნათის პეტრე-პავლეს ეკლესიის ნანგრევი (10815)
  • გოგიეთის ეკლესიის ნანგრევი (16107)
  • გოგორეთის ეკლესიის ნანგრევი (10541)
  • დვაბზუს ორი ეკლესია (9929, 9931)
  • დვაბზუს ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი (16237)
  • ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი (16712)
  • ვაკიჯვრის ეკლესია (10544)
  • ვანისქედის ეკლესია (9888)
  • ვაშნარის ციხე ქალაქი, ნაეკლესიარი და გალავანი, (15268, 9707, 9709)
  • ზოტის ჯამე (10827)
  • კოხნარის ეკლესიის ნანგრევი (10810)
  • ლიხაურის ციხე (9987)
  • მამულარის ეკლესიის ნანგრევი (10759)
  • ოდა-სახლი ერკეთში (17458, 17459)
  • ოზურგეთის თეატრი (17382)
  • ოქონა (9050)
  • სილაურის ეკლესიის ნანგრევი (10727)
  • სპონიეთის ეკლესია (16089)
  • უდაბნოს კომპლექსი: კლდეში ნაკვეთი ეკლესია, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და გამოქვაბულები (108001, 108002, 17426)
  • ღომისციხე (10821)
  • შემოქმედის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი (16121)
  • შუბანის ეკლესია (10825)
  • ჭალის სამრეკლო (16090)
  • ჭანიეთურის მონასტერი (9899)
  • ხიდისთავის ეკლესია (10760)
  • კალანდაძეების ოდა (28837)
  • ჩოხატაურის კინოთეატრი (20818)
  • შრომის კლუბი (17874)
  • საცხოვრებელი სახლი ბახმაროში (16393)
  • ნაგომრის კულტურის სახლი (21026)



Comments

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველო...

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე...