Skip to main content

ხუნდაძის ბაღი

ქალაქ ოზურგეთის მერია აპირებს აუქციონზე გაყიდოს სერის უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე ხუნდაძის ბაღის ყოფილი ტერიტორიის ნაწილი. ამ პოსტში მოკლედ დავწერ, ვინ იყო ვასილ ხუნდაძე, რა მნიშვნელობა აქვს სერის უბანს ოზურგეთისთვის და რატომ არ უნდა გაიყიდოს მიწის ეს ნაკვეთი

ვასილ ხუნდაძე იყო პროვიზორი და აფთიაქის მესაკუთრე. 1893 წელს კოწია თავართქილაძესთან და იაგორ თაყაიშვილთან ერთად დააარსა ამხანაგობა „შუამავალი“, რომელიც გურიაში მეაბრეშუმეობის განვითარებით იყო დაკავებული.  იყო ოზურგეთის ქალაქის საბჭოს წევრი 1900-1905 და 1910-1911 წლებში, ქალაქისთავი 1905 წელს. 1906 წლის იანვარში, გურიის რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, უკვე  ქალაქის ყოფილი თავი ვასილ ხუნდაძე სხვა ორ პიროვნებასთან ერთად იყო გაგზავნილი პოლკოვნიკ კრილოვთან მოსალაპარაკებლად, რათა ოზურგეთი გადაწვას გადაერჩინათ. 1915 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი.
 
მაგრამ ხუნდაძის გვარი ჩვენს მეხსიერებას სერის უბანში მის მიერ გაშენებული ბაღის გამო შემორჩა. სერი ოზურგეთის ისტორიული უბანია, რომელიც მდინარეებს, ბჟუჟსა და ბაზრისწყალს შორის აღმართულ პატარა გორაკს წარმოადგენს. სერზეა ნაპოვნი გვიანი ევროპული (ესპანური, ტოსკანური და ავსტრიული) ვერცხლის მონეტების  განძი. 1878 წელს სერზე, გრიგოლ გურიელის ყოფილ სახლში დაიდო ბინა ქალაქ პირველმა სკოლამ - სასულიერო-სამრევლო სასწავლებელმა.


სერის ქუჩებს დღემდე შენარჩუნებული აქვთ შუა საუკუნეების ქალაქისთვის დამახასიათებელი დაკლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული ფორმა. სწორედ სერზე გააშენა ვასილ ხუნდაძემ მისი მერობის დროს პირველი საჯარო, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ბაღი ქალაქში. ბაღი ნახევარ ჰექტარზე იყო გაშენებული და ქვითკირის ღობით იყო შემოღობილი. ბაღს დიდი ჭიშკარი ჰქონდა. აქ ატარებდა დროს ოზურგეთის საზოგადოება, იმართებოდა კონცერტები, ატრაქციონები.

მთავრის ბაღი (დღევანდელი ჭადრების ბაღი), მართალია, უფრო ძველია, მაგრამ ის გურიელების შიდა ეზოს წარმოადგენდა მათი მმართველობის დასასრულამდე. ბაღი იმდენად ასოცირდებოდა ხუნდაძესთან, რომ მის სახელს 1930-იანი წლების ბოლომდე ახსენებდა ადგილობრივი ოფიციალური პრესა. 1940-იან წლებში იგეგმებოდა ხუნდაძის ბაღის გაფართოება და 3,5 ჰექტარზე დიდი პარკის გაშენება.

ხუნდაძის ბაღის ყოფილმა ტერიტორიამ, რომლის ფართობი რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრს აღემატებოდა, 2010-იან წლებში ახალი საზოგადოებრივი დანიშნულება შეიძინა. 2011 წელს აშენდა შ. პ .ს. „მედალფას“ კუთვნილი საავადმყოფო, 2016 წელს - პრობაციის ბიურო, იქვეა დაგეგმილი საპატრულო პოლიციის ახალი შენობის აშენება. მუნიციპალურ საკუთრებაში დარჩენილი 664 კვ. მ. მიწის ნაკვეთი კი უპირობო აუქციონზეა გამოტანილი

რუკაზე წითელი ლაქებით მონიშნულია ზემოთჩამოთვლილი დაწესებულებები, იქვეა პირველი საჯარო სკოლა და ბაღი. ყვითლად მონიშნულია ხუნდაძის ბაღიდან დარჩენილი ერთადერთი ნაკვეთი

წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უძრავი ქონების პრივატიზაციას არ მოყვება ხოლმე ინვესტიცია და დასაქმების ზრდა, არამედ ხდება მხოლოდ საზოგადოების ქონების გადასვლა კერძო მესაკუთრეების ხელში, თანაც საკმაოდ იაფად, რადგან უძრავი ქონების ფასი ოზურგეთში ძალიან დაბალია, იმდენად დაბალი, რომ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის საფასურის (10 000 ₾-ზე ნაკლები) გადახდა სერის უბნის მოსახლეობასაც კი (1400 ადამიანი) შეუძლია მინიმალური დანახარჯებით. პრივატიზების შემთხვევაში არაფერი დაიცავს იქ არსებულ მრავალწლიან ხეებსაც





ამ ნაკვეთის საუკეთესო გამოყენება მისი საზოგადოებრივ საკუთრებაში დატოვება და სკვერის მოწყობა იქნებოდა.  სკვერი მოემსახურებოდა როგორც ამ ქუჩაზე ადამიანების გაზრდილ ნაკადს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას და ამ უბნის მიკროცენტრად იქცეოდა, ხოლო  ამ სკვერისთვის შეგვეძლო გვეწოდებინა სახელი ვასილ ხუნდაძისა, ქალაქის მერისა, რომელმაც თავი საზოგადოებრივ სივრცეებზე ზრუნვით დაგვამახსოვრა.



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია. გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა.  მაზრა იყოფოდა  ოზურგეთისა და აკეთის უბნებად.  თითოეულ უბანს მართავდა ბოქაული (პრისტავი).   1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1 878 წლიდან უბნებში შემოღებულ იქნა ურიადნიკის თანამდებობა. ურიადნიკები პრისტავებს ექვემდებარებოდნენ, პრისტავი კი - მაზრის უფროსს.  1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიხედვით დაახლოებით თანაბრი ზომისა იყო. რუსეთის იმპერიაში გატარებული საგლეხო რეფორმის შემდეგ 1865 წლის 11 აპრილს ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოებები. ამით გაჩნდა სოფლად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საწყისი. სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამდენიმე პატარა სოფელს.  გურიაში ერთი საზოგადოება საშუალოდ სამიდან ხუთამდე სოფელს მოიცავდა. თითოეულ სასოფლო საზოგადოებას გააჩნდა სოფლის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი