Skip to main content

გურიის სკოლების ისტორია

სასულიერო-სამრევლო სასწავლებელი
































































































სამაზრო (საქალაქო) სასწავლებელი



ოზურგეთში სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სასწავლებელი მოთავსებული იყო ოზურგეთის სამხედრო სკოლისათვის ახლადაგებულ შენობაში. სასწავლებლის გახსნის ინიციატორი, მმართველი და მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი იყო თავადი ივანე გიორგის ძე ნაკაშიძე, მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძის ძმა. 
 
1860 წელს წერს ბარონი ნიკოლოზი, რომელსაც დაუთვალიერებია ქუთაისის გუბერნიის სკოლები მეფისნაცვლისადმი მოხსენებაში წერდა: „ოზურგეთის ორწლიანმა სასწავლებელმა ყურადღება მიიქცია თავისი მრავალრიცხოვანი 150 მოსწავლით“. 1863 წელს სასწავლებელი გადაკეთდა სამკლასიანად. 

1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ზედამხედველად დაინიშნა ვილჰელმ ჩერმაკი. 1875 ითვლებოდა 175 მოსწავლე და 4 მასწავლებელი.  ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. 1877 წლიდან სასწავლებელი ოთხკლასიანი გახდა.

1881 წლიდან სკოლის დირექტორი იყო ვლადიმერ ბირშეტი. მას ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლის დირექტორმა არლოვმა მიანდო ოზურგეთში საქალებო სკოლის გახსნა, რომლისთვისაც 1000 მანეთი იყო შეგროვებული. თავდაპირველად ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ სოფიო გურიელისა და მაკა წულუკიძისა. ფული მაზრის უფროსს, ოტია დადიანს, ჰქონდა მიბარებული, მაგრამ ქალები არ სთხოვდნენ, ვაითუ არ ეწყინოსო. მას შემდეგ, რაც საქმე ბირშეტს მიანდეს, მან ფული დადიანს გამოართვა და პირადი საჭიროებისთვის მოიხმარა. ამისთვის მხოლოდ 10 დღე დატყვევევბა მიუსაჯეს. ბირშეტი მოხსნეს და 1883 წელს დანიშნეს კონსტანტინე პრევოზნიკოვი. 1886 წლიდან ეს პოზიცია დაიკავა გრიგოლ გურიელმა, 1888 წელს აბკარ ბეკზადოვმა.

1890-95 წლებში სკოლაში ასწავლიდა ივანე გომელაური. მან 1895 გამოსცა საბავშვო წიგნი „საჩუქარი“. 1896 წლისთვის სასწავლებელში სწავლობდა 303 მოსწავლე. წლიური ხარჯი იყო 8205 მანეთი. 1910 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობა შემცირებული იყო 60-მდე. (სახალხო გაზეთი N45, 1910)
 
1892-1898 წლებში დირექტორი იყო მოსე ოქროპირის ძე ურუშაძე; 1898-1904 წლებში ალექსანდრე მუსნიცკი, 1904-05 წლებში იოსებ სტეფანოვი, 1905-10 წლებში ევ. გორგასლიძე, 1910-12 წლებში გრიგოლ ტუზოვი, 1913-14 მიხეილ ბეჟანოვი, 1915 გიორგი ჭყონია.

1916 წელს ის გადაკეთდა უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად. დირექტორი იყო ნოე სიხარულიძე. 1917-1928 წლებში სკოლა განთავსებული იყო დიმიტრი გურიელის სასახლეში. 1928 წელს სასწავლებელი გაიყო ორად. მოსწავლეთა ერთი ნაწილი შეუერთდა ყოფილ სასულიერო სასწავლებელს სერზე, ხოლო მეორე ნაწილი გადავიდა თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში.

1921-34 წლებში მას ოზურგეთის N1 შვიდწლიანი სკოლა ერქვა, ხოლო 1934-36 წლებში სახელწოდებაში „შრომის სკოლა“ დაემატა. 1936-38 წლებში N1 არასრული საშუალო სკოლა ერქვა. 1938 წლიდან ეწოდა მეორე საშუალო სკოლა. 1945-54 წლებში ქალთა სკოლა იყო.

წლები
მოსწავლეები
18?
სიმონ გუგუნავა  
186?
გიგო შარაშიძე
187?
ნიკო მარი  
187?
სილოვან ხუნდაძე
1870-74
188?
188?
188?-1883
1878-1884
ექვთიმე თაყაიშვილი
პეტრე სურგულაძე
ჭოლა ლომთათიძე
არსენ მამულაიშვილი (ლალიონი)
თედო კიკვაძე
დავით ართმელაძე
18?-
დათიკო შევარდნაძე
კიკია მამულაიშვილი
19?
შალვა რადიანი
ვიქტორ დოლიძე
ალექსანდრე წუწუნავა
ნესტორ მალაზონია
19?
ივანე სარიშვილი
19?
191?
პორფილე ჩანჩიბაძე
ცეცილია წუწუნავა
სანდრო ჟორჟოლიანი
მოსე გოგიბერიძე
1917-19
კონსტანტინე ლესელიძე

ზვანის სკოლა

1900 წელს ზვანში, რომელიც უკვე ქალაქის გარეუბანი იყო, გაიხსნა დაწყებითი, ორკლასიანი სკოლა. სკოლისთვის შენობა ვერ გამოიძებნა, ამიტომ ის კერძო სახლებში განთავსდა. კლასების ნაწილი სწავლობდა კესარია კვაჭაძის სახლში ნატანების (კოსტავას) ქუჩაზე, ნაწილი კი მოსე ტუღუშის სახლში (ლესელიძის ქუჩა). მოგვიანებით, მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის გამო აშენდა ხის ერთსართულიანი სახლი ექვსი საკლასო ოთახით ზვანის ჩაის ფაბრიკის შენობის აღმოსავლეთით. ზვანის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდნენ კონსტანტინე ლესელიძე და პორფილე ჩანჩიბაძე. ზვანის სკოლის მემკვიდრეა ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა.

ქალაქის სხვა სკოლები

1879 წელს ოზურგეთში გაიხსნა ქალთა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1882 წლის 6 დეკემბერს ორკლასიანი გახდა. სკოლას  გურიის ეპისკოპოსი ალექსანდრე აფინანსებდა და მასში ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია ასწავლიდნენ. ამ სკოლაში სწავლობდა ნინო ნაკაშიძე. 1890 წელს სწავლობდა 47, 1896 წლისთვის კი 112 მოსწავლე. წლიურად მისი შენახვა 1400 მანეთი ჯდებოდა. 1890 წლიდან მეეტლეთა ამხანაგობა წლიურად 120 მანეთს (8600 ) სწირავდა.

1893 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა. 1896 წლისთვის იქ სწავლობდა 58 მოსწავლე. 1895 წლისთვის ოზურგეთში უკვე ოთხი სასწავლებელი იყო:  სასულიერო ოთხკლასიანი სასწავლებებლი, საქალაქო სასწავლებელი, საქალებო სკოლა და სამრევლო სასაწავლებელი. . სულ მათში სწავლობდა 681 მოსწავლე, რაზეც იხარჯებოდა 20 145 მანეთი.

1893 წელს ოზურგეთში ცდილობდნენ სამეურნეო სკოლის გახსნისთვის ნებართვის მიღებას, თუმცა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი მხოლოდ საქალაქო სასწავლებელში სამეურნეო განყოფილების შექმნის ნებართვის გაცემაზე იყო თანახმა. 

1910 წელს ოზურგეთში იყო სასულიერო, საქალაქო, საქალებო სასწავლებლები და პროგიმნაზია. (სახალხო გაზეთი N45, 1910)

სკოლები სოფლად

სოფლებში ძირითადად, ორკლასიანი სკოლები იხსნებოდა. დაწყებითი სკოლების გახსნის უფლება 1861-64 წლებში მიღებული დებულებებით მიეცათ სასოფლო საზოგადოებებსა და ერობებს სასწავლო ოლქის ნებართვით.
  • 1859 - ძიმითი (მამათი) ეს სკოლა 1905 წელს დაასრულა ნესტორ მალაზონიამ და 1908-11 წლებში აქვე მუშაობდა დამლაგებლად. აქვე ასწავლიდა 1919-21 წლებში
  • 1863 - მიქელგაბრიელი (დაიხურა 1871-72)
  • 1868 - ჯუმათი მონასტრის სკოლა (დაიხურა 1880-იანებში მასწავლებელთა უხეირობის გამო)
  • 1872 - ნიგოითი, ასკანა
  • 1873 - ლიხაური, ბასილეთი (ორკლასიანი), ჩიბათი, შემოქმედი (ერთკლასიანი)
  • 1874 - ბახვი (ახალ შენობაში გადავიდა 1934-ში), ლანჩხუთი (ორკლასიანი, 1907-დან სამკლასიანი, 1916-დან უმაღლესი პირველდაწყებითი)
  • 1875 - ჯურუყვეთი
  • 1876 - აკეთი
  • 1879 - დვაბზუ, ჩოჩხათი
  • 1880 - ამაღლება
  • 1881 - ჯუმათი, ქ.შ.წ.კ.გ.ს სკოლა
  • 1883 - ხვარბეთი (გოგორეთი)
  • 1883 წლამდე - აცანა აქ ასწავლიდა ნესტორ მალაზონია 1919-21 წწ.
  • 1883 - მიქელგაბრიელი
  • 1884 - ჩოხატაური
  • 1887 - ჯვარცხმა, სურები 1897-1902 წლებში დიდივანის სკოლაში სწავლობდა ილია სიხარულიძე.
  • 1890 - მაკვანეთი  (მაკვანეთის სკოლას 1891 წლიდან ნიკო ჯანაშია ხელმძღვანელობდა. სკოლა ოფიციალურად 1894 წელს დამტკიცდა. 1903 წელს ის ორკლასიანი გახდა და სოფელს მოეხსნა მასწავლებლის გადასახადი. სკოლის სამივე მასწავლებელი ხელფასს ბიუჯეტიდან იღებდა. 1930-იან წლებში უკვე შვიდწლიანი იყო)
  • 1891 - ქაქუთი (აქ ასწავლიდა რაჟდენ კონტრიძე)
  • 1897 წყალწმინდის ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. სკოლის მმართველი იყო სიმონ ქორიძე
  • 1898 - საღვთო
  • 1898- ლანჩხუთის საქალებო სამრევლო სკოლა
  • 1899 - დაბლაციხე
1870 წელს სოფლებში 17 სკოლა იყო გახსნილი და 817 მოსწავლე სწავლობდა. 1890 წელს გურიის სოფლებში 18 პირველდაწყებითი სკოლა იყო, სწავლობდა 1608 მოსწავლე, აქედან სულ 28 გოგო (15 ბახვის, 6 ნიგოითის, 4 ჩოხატაურის, 3 ბასილეთის სკოლაში). ყველაზე დიდი სკოლა იყო ბახვის (189 მოსწავლე), ყველაზე პატარა კი ჯუმათის (48). 

ორკლასიანი სკოლები გაიხსნა ასევე სოფლებში: ნაგომარი, ხიდისთავი, ჩოჩხათი, ექადია. ჩოჩხათის სკოლაში 1879—1885 წლებში ასწავლიდა ეგნატე ნინოშვილი. 1892 წლისთვის ბახვში მოქმედებდა სამი კერძო მოსამზადებელი სკოლა. გარდა ამისა, 1893 წლისთვის სამრევლო სკოლები იყო ლანჩხუთში, ვანში, ხიდისთავში, ქვენობანში, ხევში, გუთურში, იანეულში, საჯავახოში, სამებაში, ჭალა-საყდარში, დვაბზუში, ბოხვაურში, თავსურებში.

1889 წელს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ სამრევლო საეკლესიო სკოლების ზედამხედველის მოხსენების თანახმად აუცილებელი იყო სამრევლო სკოლათა რიცხვის ზრდა და მათი გახსნა სოფლებში ჭანიეთი, აჭი, კახური, ახალსოფელი, კვირიკეთი, მოედანი, ზედუბანი, გოგორეთი, ფამფალეთი, უჩხუბი, შუხუთი, გორისფერდი, ზემო ამაღლება. გარდა ამისა, საჭიროა წერა-კითხვის 8 სკოლა ოზურგეთის მაზრაშიო. ახალ სკოლებზე წლიურად 7555 მანეთი უნდა დახარჯულიყო.

1892 წლის მონაცემებით ქუთაისის გუბერნიაში ქალაქების შემდეგ ოზურგეთის მაზრა იკავებდა მოწინავე ადგილს ერთ სულ მოსახლეზე სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობით, ხოლო განათლების დონით იკავებდა პირველ ადგილს გუბერნიაში. 1895 წლისთვის ოზურგეთის მაზრაში ათას ადამიანში 97% იყო წერა-კითხვის მცოდნე, მაშინ როცა რაჭის მაზრაში 82%, ქუთაისის მაზრაში 72%, შორაპნის მაზრაში 58%, ლეჩხუმის მაზრაში 55%.

1907 წლისთვის გურიაში 39 საერო სკოლა არსებობდა 8312 მოსწავლით. დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გურიაში სულ იყო 37 დაწყებითი, 8 შვიდწლიანი სკოლა და 1 გიმნაზია. სულ 2637 მოსწავლე და 122 მასწავლებელი.

1907 წლისთვის ლანჩხუთის ორკლასიანი სკოლა გადაკეთდა სამკლასიანად. მისი ზედამეხდველი 1911-12 წლებში იყო მალაქია ჯაფარიძე, 1914-15 წლებში ვალერი მებუკე. 1916 წლიდან კი ტიმოთე ჯგუშია. 1916 წლიდან ლანჩხუთის სასწავლებელს უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლა ეწოდა.

1910-იანი წლების ბოლოს არსებობდა ჩოხატაურის გიმნაზია. 1920-იან წლებში ხიდისთავის სკოლა იყო შვიდკლასიანი (რვაკლასიანი).

ცნობილი პედაგოგები

გიგო შარაშიძე ყველაზე მეტად ცნობილია გურიის სკოლების პედაგოგებს შორის. ის 1869-74 წლებში ასწავლიდა ძიმითის (მამათის) სკოლაში, ხოლო 1874-1911 წლებში ბახვის სკოლაში. 
1883-1894 წლებში მის მშობლიურ ასკანის სკოლაში ასწავლიდა ცნობილი მეღვინე სოლომონ ჭეიშვილი. 1900 წლიდან ნოე ზომლეთელი
ისიდორე რამიშვილი ასწავლიდა სურების სკოლაში. სკოლა მან თავად გახსნა 1887 წელს და 1893 წლამდე ასწავლიდა იქ. 
რაჟდენ კონტრიძემ დააარსა ქაქუთის სკოლა და თავად ასწავლიდა იქ.
გრიგოლ ურატაძე ასწავლიდა ლანჩხუთის სკოლაში 1902 წლამდე
არსენ წითლიძე ასწავლიდა ჩოხატაურის, აკეთის, ვანის, მიქელგაბრიელის სკოლებში. 1900-იან წლებში იყო ლანჩხუთის სკოლის ხელმძღვანელი.
ერმილე შარაშიძემ ძმასთან ერთად დააარსა დაბლაციხის სკოლა
თედო კიკვაძემ 1901 წელს ოზურგეთში გადმოიტანა მის მიერ ბათუმში დაფუძნებული სასწავლებელი. მანვე გახსნა სკოლა მაკვანეთში 1890 წელს.

Comments

  1. გრიგოლ 4 სკოლაზე გაქ შეგროვებული ინფო ?

    ReplyDelete
    Replies
    1. ჯერჯერობით არა, დავამატებ მოგვიანებით

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...