Skip to main content

ამხანაგობები გურიაში

დღეს, როცა ადგილობრივი ინიციატივა ნებისმიერი ტიპის საქმეში იშვიათობას წარმოადგენს და როცა რამდენიმე ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება და ორგანიზება როგორც სამოქალაქო, ისე კომერციული მიზნებით იშვითად და ისიც მხოლოდ გარე ფაქტორების მიერ წახალისების (სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციები) შემთხვევაში ხდება, საინტერესო იქნება იმ მაგალითების გახსენება, რომლებიც თედო სახოკიას აქვს აღწერილი თავის „მოგზაურობებში“. ესაა ოთხი მაგალითი ამხანაგობისა, ანუ კომერციული მიზნით შექმნილი გაერთიანებებისა, რომლებიც დღეს ბიზნეს-ასოციაციებს ან კოოპერატივებთან შეიძლება მივამსგავსოთ

მეეტლეთა ამხანაგობა

1880-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. მოგეხსენებათ, ოზურგეთში რკინიგზა მხოლოდ 1924 წელს შევიდა. მანამდე კი ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა.

მეეტლეთა თავგასულობას ზღვარი არ ჰქონდა, უნდოდა წაიყვანდა მგზავრს, უნდოდა -არა, უნდოდა, თუმანს გადაახდევინებდა. დამშლელი არ ჰყავდა. ეს განსაკუთრებით ტვირთად აწვებოდა ვაჭრებს.

ზოგიერთმა მეეტლემ გადაწყვიტა ამხანაგობის დაარსება. ჩამოაყალიბეს „გურულ მეეტლეთა ამხანაგობა“, რომელსაც შემოკლებით კამპანიას ეძახდნენ. ეს იყო პირველი ამხანაგობა გურიაში.

წილის ფული თითოეული წევრისთვის 20 მანეთი დანიშნეს. დაადგინეს მგზავრობის საფასური: კაცზე 10 შაური ეტლით, ხოლო ექვსი შაური დილიჟნით მგზავრობისას. ოპონენტები ამბობდნენ ამხანაგობა წააგებსო, მაგრამ ზარალის ნაცვლად ამხანაგობამ ორნაირად მოიგო: ერთი ახეირა პაის პატრონები, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა, მეორე მხრვივ მგზავრს გაუიაფა და გაუადვილა მგზავრობა.

მეეტლეთა ამხანაგობა საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდა. 1890 წელს კრებამ გადაწყვიტა, რომ ყოველწლიურად 120 მანეთი (8600 ლარი) შეეწირა ოზურგეთის ქალთა სკოლისთვის.

1895 წელს ამხანაგობას უკვე 250 წევრი ჰყავდა, ამხანაგობა ისე გაძლიერდა, რომ ქალაქში შეიძინა 2000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, დაიქირავა კვალიფიციური ოსტატები და პატარა საწარმო ააგო, სადაც შეიძლებოდა როგორც ძველი ეტლის შეკეთება, ასევე ახლის დამზადება.

ასე აღწერდა ნინო ნაკაშიძე ოზურგეთის მეეტლეთა ამხანაგობას

„მაღაზიების წინ ქუჩის ორივე მხარეს ქვაფენილზე დადიოდა სავაჭროდ და სასეირნოდ მოსული ხალხი. შუაზე კი მოემართებოდა მოკენჭილი სუფთა ქუჩა ურმების, ომნიბუსების და ეტლების სასიარულოდ, იქით და აქეთ ქუჩის პირას მირაკრაკებდა გაყვანილ თხრილებში ბაზრის წყალი და ცლიდა ბაზარს ნაგვისა და ჭუჭყისაგან... ქუჩა მუდამ სუფთად გამოიყურებოდა. დუქნების ბოლოს გამართული იყო ეტლებისა და დილიჟანსების დასაქირავებელი კანტორა, რომელიც დაარსებული იყო ამხანაგობის მიერ რაჟდენ წუწუნავას ხელმძღვანელობით.

ოზურგეთის ამხანაგობას ჰყავდა ეტლები და დილიჟანსები სადგურ ანტანებამდის მიმავალი მგზავრებისთვის. ერთი ადგილი ეტლში და დილიჟანსში 10 შაური ღირდა. ეს დიდი შეღავათი იყო, რადგანაც მაშინ ნატანებიდან ოზურგეთამდე ტრანსპორტი არ დადიოდა, 18 ვერსის გავლა ფეხით უხდებოდა კაცს. კერძო ეტლით სიარული ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ ხალხი მადლობელი იყო რაჟდენის, რომელიც სულ მუდამ ტრიალებდა თავის კანტორაში.“

შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა

    ეს უკანასკნელი ამხანაგობა სახოკიას ცნობით არც ისე წარმატებული იყო. წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი  მენეჯმენტის გაუმართაობა ყოფილა. სახოკია წერდა, ამხანაგობის მმართველობა ერთსა და იმავე ხალხს ჩაუვარდა ხელში და გამგეობის და სარევიზიო კომისიის წევრობაც კი არ იყო გამიჯნულიო. ამხანაგობის მუშაობა ისე ჩავარდა, რომ მოსახლეობამაც კი არ იცოდა თუ საკრედიტო საზოგადოება არსებობდა ოზურგეთში.
    1899 წელს შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა დაარსდა ლანჩხუთშიც და 1901 წელს 270 წევრი ჰყავდა. მისით უმეტესად ვაჭრები სარგებლობდნენ, რადგან საბჭო ვაჭარს უთავდებოდ უხსნიდა კრედიტს, გლეხს კი სამი თავდებით. (კვალი, N51, 1901)

ლანჩხუთის სამეურნეო საზოგადოება

საზოგადოება დაარსდა 1913 წელს. მისი მიზანი იყო სოფლად მოეწვია ნასწავლი აგრონომები და ინსტრუქტორები, რომლებიც ლექციებს წაიკითხავდნენ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ.

ცენტრალური წიგნის მაღაზია

მაღაზია საამხანაგო წესით გაიხსნა. ამ ამხანაგობის წევრები უმეტესად მასწავლებელნი იყვნენ.  ყოველი წევრი იხდიდა თითო თუმანს. ამხანაგობის მიზანი იყო გურიის სკოლების, წიგნსაცავების, სასოფლო კანცელარიების მომარაგება ყოველგვარი სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნებით, საკანცელარიო ნივთებით. ამხანაგობას ერთი მხრივ სურდა გაეადვილებინა დასახელებული ნივთების შეძენა და მეორე მხრივ, ეს ნივთები შედარებით იაფად უნდა მიეწოდენინა მუშტარისთვის. ამ მხირვ გურია დიდ გაჭირვებაში იყო. თუ რვეული თბილისში ორ კაპიკად იყიდებოდა, გურიაში ის შაური ან მეტიც ღირდა. უბრალო წიგნი თბილისიდან უნდა გამოეწერა ადამიანს. ეს ერთი მხრივ დამატებითი ხარჯი იყო ფოსტის მომსახურების გამო, მეორე მხრივ ერთი თვე მაინც აგვიანდებოდა წიგნის ჩამოსვლას. ამხანაგობის დამაარსებლებმა კი გადაწყვიტეს, პირდაპირ თბილისთან და რუსეთის მექარხნეებთან დაეჭირათ საქმე და შუამავლის გარეშე იქიდან დაებარებინათ მასალა, რომ თვითონაც იაფად გამოსულიყვნენ და მუშტარისთვისაც მცირედი გასამრჯელო გამოერთმიათ.

მასალები თედო სახოკიას წიგნიდან „მოგზაურობანი“

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია. გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა.  მაზრა იყოფოდა  ოზურგეთისა და აკეთის უბნებად.  თითოეულ უბანს მართავდა ბოქაული (პრისტავი).   1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1 878 წლიდან უბნებში შემოღებულ იქნა ურიადნიკის თანამდებობა. ურიადნიკები პრისტავებს ექვემდებარებოდნენ, პრისტავი კი - მაზრის უფროსს.  1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიხედვით დაახლოებით თანაბრი ზომისა იყო. რუსეთის იმპერიაში გატარებული საგლეხო რეფორმის შემდეგ 1865 წლის 11 აპრილს ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოებები. ამით გაჩნდა სოფლად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საწყისი. სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამდენიმე პატარა სოფელს.  გურიაში ერთი საზოგადოება საშუალოდ სამიდან ხუთამდე სოფელს მოიცავდა. თითოეულ სასოფლო საზოგადოებას გააჩნდა სოფლის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი