გარყვნილების ბუდე
ლენინის დროშა, N 71, გვ. 4; 1937 წელი
მახარაძეში, ბათუმის ქუჩაზე N37-ში ცხოვრობს ისიდორე სოსელია. მისი ბინა გადაქცეულია გარყვნილების ბუდედ. აქ თავს იყრიან აზარტული თამაშის მოყვარულნი. ყოველ ღამე არის ქეიფი, ყვირილი, აურზაური.
სოსელია ეწევა სისტემატურად ღვინით და არყით ვაჭრობას ოჯახშიც და ბაზარშიც. ყავს მობინადრედ გარყვნილი ქალები. იქ გამეფებული უმსგავსოებით შეწუხებულნი არიან ახლო-მახლო მცხოვრებნი.
ლენინის დროშა, N 2, გვ. 4; 1937 წელი
ბლოკნოტით ხელში
დიდი ინდუსტრიული, სოციალისტური ქალაქების სტილზე მიდის მახარაძის რეკონსტრუქცია. მრავალსართულიანი შენობებით და ფართე, განიერი, მარადმწვანე მცენარეებში ჩამჯდარი ქუჩებით, ბაღებით და სკვერებით მშვენიერდება იგი.
ყოფილ ხუნდაძის ბაღში მოეწყო ციტრუსების სანერგე. არ ითმენს ცხოვრება ვიწრო ქუჩებს. ფართე, განიერი და კეთილმოწყობილი უნდა გახდეს იგი
მიდიხართ და ათვალიერებთ ქალაქს: აი, უკვე მთავრდება კინო-თეატრის „ჯანყის“ საუცხოვო შენობა... მთავრდება მისი გვერდით აბრეშუმის ფაბრიკის მუშათა საერთო საცხოვრებლის მშენებლობაც, აკადემიური თეატრიც უტოლდება ტემპებს. გაჩაღებულია რაიონის ამ სიამაყის, კულტურის კერის მშენებლობა
Comments
Post a Comment