Skip to main content

გურიის ხმა

1918 წლის 7 ივლისს ოზურგეთში დაარსდა პირველი ადგილობრივი გაზეთი „გურიის ხმა“. „გურიის ხმა“ იყო ყოველკვირეული, ოთხგვერდიანი გაზეთი - გურიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების ორგანო. ღირდა 3 კაპიკი. მისი ლოზუნგი იყო „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. მისი რედაქტორი იყო შ. დუდუჩავა, ახალგაზრდა მარქსისტთა ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

გაზეთი მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას და მის შესახებ წერდა:

„26 მაისი ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ამ დღეს დაესკვნა საძირკველი ქართველი ერის დამოუკიდებლობას. ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის თავგანწირულმა მებრძოლმა, მისი გულის მესაიდუმლემ, მისი ნებისყოფის უტყუარმა გამომხატველმა, ბრძოლის ცეცხლში გამოწრთობილმა სოციალ-დემოკრატიამ ჩამოასხა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ფორმა დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“

გაზეთი სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა. იბეჭდებოდა საგანმანათლებლო სტატიები სოციალ-დემოკრატიისა და მარქსიზმის შესახებ: მაგალითად „თანამედროვე მომენტი და მარქსიზმი“.  გაზეთში იყო რუბრიკები „სადღეისო“, „სარედაქციო“. ფართოდ შუქდებოდა საგარეო-პოლიტიკური საკითხები. შედარებით იშვიათი იყო ადგილობრივი სიახლეები, თუმცა შუქდებოდა ხოლმე ასეთი ამბებიც
  • 26 ივნისს თეატრის შენობაში გაიხსნა ჯარისკაცთა უნივერსიტეტი, არჩეულია 5 კაციანი გამგეობა ამ საქმის მოსაწყობად.
  • 27 ივნისს ოზურგეთში ჩამოვიდნენ გზათა მინისტრი ივ. ლორთქიფანიძე და გუბერნიის კომისარი, ბ. ჩხიკვიშვილი.
  • ქალაქის საბჭოს დადგენილებით გადადგა ქალაქის თავი, მის ნაცვლად აირჩიეს გიორგი ექვთიმეს ძე მურვანიძე, მის ამხანაგად სიმონ ცხომელიძე 
  • შეიქმნა ოსმალებთან ომის შედეგად დაზარალებულთა კომიტეტი და ა.შ.
„გურიის ხმა“ დიდ ადგილს უთმობდა ერობისა (თვითმმართველობა) და საადგილმამულო (მიწის) რეფორმებს გურიაში

საინტერესოა ერობის შემოღების შესახებ სტატიაში მიერ მოცემული ჩამონათვალი, თუ რა ფუნქციები უნდა ჰქონოდა ერობას (თვითმმართველობას) რედაქციის აზრით:  
  • სკოლების და კულტურულ დაწესებულებათა გახსნა
  • გზებისა და არხების გაყვანა, ბოგირების გაკეთება
  • საავადმყოფო-ქსენონების გახსნა და ჰიგიენური პირობების შექმნა
  • საწარმოო იარაღების შეძნება და მეურნეობის რაციონალურ ნიადაგზე გადაყვანა
  • მართვა-გამგეობის შესაფერის დონზე დაყენება
1921 წელს „გურიის ხმა“ უკვე გურიის სამაზრო ერობის ორგანოა. სამდღიური, ორგვერდიანი გაზეთის ფასი 50 მანეთია.

გაზეთის უკანასკნელი ნომერი გამოიცა 1921 წლის 9 მარტს, მე-18 არმიის მიერ თბილისის ოკუპაციიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსული არმია გურიაში არ იყო შემოსული. ნომერში ერთადერთი სტატიაა: „ომის დღიური, რისთვის მოდიან?“

„გურიის ხმის“ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში, 1922 წელს ჩამოყალიბდა „გურიის კომუნარი“. 20-იან წლებში, გარდა ამ გაზეთისა, გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი „პოეზიის დღე“ (1922-23) და ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი არგონავტი“ (1924). ამ გამოცემებში მოღვაწეობდა ოზურგეთელი პედაგოგი და მწერალი ვანო სერელი (სალუქვაძე).

1931 წელს დაარსდა საქართველოს კპ ოზურგეთის რაიკომის და რაისაბჭოს აღმასკომის ორგანო გაზეთი „ლენინის დროშა“, რომელიც ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1990 წლამდე. 1990 წლის 22 მარტს „ლენინის დროშას“ დაერქვა „გურია“, 7 აპრილს კი დაერქვა „ალიონი“.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...