Skip to main content

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი
სტამბის დაარსების ამბავს“
თედო სახოკია

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ
მარჯორი უორდროპი

პირველი სტამბა შეკვეთილში


საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა.

გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის.

ოზურგეთის სტამბა

ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქელაიშვილი (დ. 18.08.1862, ბაღდადი) იყო გლეხის ოჯახში დაბადებული ადამიანი, რომელმაც ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა, 1886 წელს ის ქალაქის საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. წიგნებით მოვაჭრე კოწია თავართქილაძე დაბეზღებული იყო პოლიციასთან უნებართვო წიგნების გავრცელებისთვის. თავართქილაძემ მიქელაიშვილს თხოვა, რომ მის თავზე აეღო წიგნების მაღაზიის და სამკითხველოს გახსნის ნებართვა, შემდეგ კი ერთად ემუშავათ.

1889 წელს ოზურგეთში სტამბის გახსნის ნებართვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შუამდგომლობით გასცა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა. 1891 წელს დაარსდა პირველი ლეგალური სტამბა ოზურგეთში. ეს იყო საქართველოში რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ.



დამაარსებლები იყვნენ თავართქილაძე და მიქელაშვილი დიომიდე კილაძესთან ამხანაგობით. მათ სტამბაში მუშაობის გამოცდილება თბილისსა და ბათუმში ჰქონდათ მიღებული. მათ გამოიყენეს ერეკლე მეორის დროინდელი მოწყობილობა. 1910-იან წლებში სტამბას „შრომა“ ერქვა.




თავდაპირველად მასში მხოლოდ ბლანკები და ქორწილ-ტირილში მიპატიჟების წერილები იბეჭდებოდა. გამოიცა მ. ბურჭულაძის „სკოლა და ოჯახი“, ვ. ჰიუგოს „ძმა - ძმის მტერი“

ივერია 1895 წ.

სტამბამ დაარსების წელსვე გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“, თანაც ორჯერ. ეს „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეთერთმეტე გამოცემა იყო.

„გურიაში სტამბის გახსნის მიზანი იყო ძლიერ იაფ ფასად ქართული წიგნების ბეჭდვა, თორემ ამისთანა პატარა მაზრაში, როგორიც გურიაა, ყველას მოეხსენება, რომ სხვა სასტამბო საქმე ხარჯსაც ვერ აღადგენს, მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენი სურვილი ვერ დავიკმაყოფილეთ ისე, როგორც სასურველი იყო, მიზეზი ამისა დასაბეჭდი წიგნების უქონლობაა. ვინ მოსთვლის რამდენს მივმართეთ, რამდენი ნაცნობი შევაწუხეთ, რომ მათ ეშოვათ ჩვენი პატივცემული მწერლების ნებართვა მათი ნაწერების დაბეჭდვისა და გამოგვეცა ისეთი წიგნები, რომლებიც საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანდა და არც ჩვენ დაგვაზარალებდა, მაგრამ ვერც ერთი მხრიდან ვერაფერს გავხდით, ამიტომ ჩვენ ვეფხისტყაოსნის ბეჭდვას შევუდექით.“

1891 წელს დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი 2000 ეგზემპლარი იყო. თითო წიგნი დამჯდარა 25 კაპიკი. წიგნის ფასი იყო 6 შაური. 100 ცალის მყიდველს წიგნი თავის ფასში ეძლეოდა. ფოტოგრაფიული სურათებისთვის წიგნის ფასს ემატებოდა 2 კაპიკი.

აქვე დაიბეჭდა ეგნატე ნინოშვილისა და დიმიტრი ერისთავის ნაწარმოებები. ოზურგეთის საქალაქო სასწავლების პედაგოგის, ივანე გომელაურის ლექსების კრებული „საჩუქარი“. სტამბას მალევე თან მოჰყვა წიგნის მაღაზია.


ალფესი მიქელაიშვილი წრვილშვილიანი კაცი იყო და ხელმოკლედ ცხოვრობდა, ამიტომ იძულებული გახდა ბათუმში წასულიყო სამუშაოდ. 1895 წელს მიქელაიშვილმა და თავართქილაძემ სტამბა ბათუმში გახსნეს.

სახელგამის შენობა 1950-იან წლებში. ამ შენობის გაყოლებაზე იდგა ძველი სტამბა, შემდგომში საინფორმაციო დაფაც იდგა იქვე

მთისპირის სტამბა

1900-იანი წლების დასაწყისში გურიის რევკომმა არალეგალური სტამბა მოაწყო ასკანის სასოფლო საზოგადოების სოფელ მთსპირში, მსახიობ ვიქტორ ნინიძის მშობლიურ სახლში. 

სტამბაში მოღვაწეობდნენ ალვასი თალაკვაძე, სიო თალაკვაძე, კ. თალაკვაძე და სხვები. სტამბაში გამოშვებულ პროკლამაციებზე არ უთითებდნენ ავტორად გურიის რევკომს, ამიტომ სტამბამ დიდხანს იარსება. სტამბაში სევასტი და დარიკო მუშაობდნენ.

მთისპირის სტამბის მიერ დაბეჭდილი პროკლამაციების გავრცელებაში მონაწილეობდა მთისპირელი „კოლორიტი“ პაპულა თალაკვაძე, რომელსაც პროკლამაციების გავრცელებაში მისი მამიდა ალვასი რთავდა. პაპულას ეკუთვნის ხუმრობა: პროკლამაციების როცა ვარიგებდი ტრაწი მქონდა და კომუნისტებმა რომ ჩაისვარეს მაგის ბრალიაო.

1907 წლის 17 ივნისს პოლიციამ აღმოაჩინა სტამბა და დიდძალი არალეგალური ლიტერატურა.

გომის სტამბა

კომიტეტს ჰქონდა სასტამბო მოწყობილობა, რომელიც კომიტეტს ჭიათურის შავი ქვის ორგანიზაციამ გადასცა და ის სოფელ უჩხუბში ნიკოლოზ გოგიტიშვილის ოჯახში ინახებოდა. ქრისტეფორე კალანდარიშვილმა და კოწია მახარაძემ მოძრავი სტამბა სოფელ გომში გადაიტანეს. რევოლუციონერებმა გომის უდაბურ ტყეში კლდე გამოკაფეს და კლდის წიაღში საიდუმლო გამოქვაბული მოაწყვეს, სადაც შეინახეს საბეჭდი მანქანა, ასაფეთქებელი მასალა და ბომბები. გომის მცხოვრებმა ივლიანე გიგინეიშვილმა გამოქვაბულის ირგვლივ არსებული მონაკვეთი საყანედ გაკაფა, ნაკაფი ტყე კი მან გამოქვაბულში შეიტანა და ცეცხლი გაუკიდა. გამოქვაბული მთლიანად აფეთქდა.  

ლანჩხუთის სტამბა

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ წელს ა. ჯაფარიძემ და მ. ჩოდრილშვილმა დააარსეს არალეგალური სტამბა განჯაში, რომელიც 1915 წელს კონსპირაციული მიზნებით გადაიტანეს დაბა ლანჩხუთში.

1916 წელს ეს სტამბა უკვე განთავსებული იყო სოფელ მაჩხვარეთში ი. იმნაიშვილის ბინაში. მონაწილეობდნენ პ. ცინცაძე, ვ. ხუტულაიშვილი.

ფოთის სტამბა

ფოთის სტამბა 1906 წელს იმალებოდა ხრიალეთში, ავექსენტი და ლიდია მეგრელიძეების ოჯახში. ლიდია იყო ფოთის რსდმპ კომიტეტის წევრი

მასალები გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან

Comments

Popular posts from this blog

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...