Skip to main content

სიმონ გუგუნავას ლექსები


სიმონ გუგუნავა ცნობილია პოემით „თამარიანი“. მისი ყველა ნაწარმოები შემორჩენილი არ არის, რადგან მისი სახლი ნაგომარში, პოეზიის სასახლე“, გადაწვეს 1906 წლის თებერვალში.


მომეწყინა ცხოვრებაში

მომეწყინა ცხოვრებაში
მუდამ წლების ანგარიში
არ მაკვირვებს მითქმა-მოთქმა
და ვერც მატკბობს ქება-ვიში
ვინც შამათს ვერ გამიკეთებს,
რას დავეძებ - მითხრას ქიში,
ვიცი ხვედრი არ ამცდება,
სიკვდილისა არ მაქვს შიში.
სათნოებით სავსე გული
გადამექცა გესლის წურად,
მით საწუთროც აღარ მინდა,
თავისთავს ვგრძნობ უბედურად

ლექსი ჩაწერა ანტონ ხინთიბიძემ 1940-იან წლებში ლანჩხუთელი მელექსე-მეჩონგურე ქალის ც. ჟორდანიასაგან. გამოქვეყნდა 1961 წელს  „ლენინის დროშაში“, N40, გვ. 3 

დედა ენა 

ენა ცხოვრების წყაროა  
უკვდავი, დაუშრომელი
ენა კუკური ვარდია,
ხალხისთვის დაუჭკნობელი, 
ენა წარსულის მოწმეა 
და მომავალის მშობელი
ენა სიბრძნეა აწმყოსი,
ლამპარი გაუქრობელი. 
ენა აქვს კაცობრიობას 
კედლად და საფუძველადა, 
ენა სვეტია ერისა,
მასზედ სდგას იგი მრთელადა,
 ენა აზრს დაასურათებს 
და შეიქმს ხორციელადა,
ენაში გამოიხატვის 
ბუნების ძალა ვრცელადა.
ენა გვაქვს წინაპართაგან
ვით განძი გადმოსაცემი,
და როგორც სჯული,
ენაა უმაღლეს პატივსაცემი,
ვინც ენას დაასამარებს,
იქნება მისი დამცემი,
ის ჩაითვლება, საერთოდ,
ვითარც იუდა გამცემი.
რომელიც გასცვლის  უცხოზედ 
მშობლიურ ანაბანასა,
ის თავის ძმასაც  უმუხთლებს, 
გულში ჩაასობს დანასა, 
ვინც დედა ენას არ უმღერს, 
თავის სამშობლოს ნანასა, 
ქების წილ ზიზღით ვიხსენებ 
ქართველსა ამისთანასა

ერთი, რამ სუსტი ცხოველი, 
უძვალო ფერად მწყაზარი,
ორი თვე ცოცხლობს მთელ წელში,
შემდეგ ათი თვე  მკვდრად არი,
იმისი ღვაწლით მდიდრდება
მთელი სოფელი ბაზარი.
სიკვდილს კი  არვინ არ გლოვობს,
არც  ვაი  გვესმის, არც ზარი.

ოცდათორმეტი უსულო ერთმანეთს ეომებიან
 აილაშქვრიან, იბრძვიან, უიარაღოდ კვდებიან.
ხელი არა აქვთ, არც ფეხი, დადიან, არ დადგებიან.
ამ წამს რომ მოკვლენ ერთანეთს, იმ წამსვე გაცოცხლდებიან.


მოხუცის ანდერძი 
(მეფე ერეკლე მეორის დროს)

ყვავილოვანს დროს ვიგონებ, მის გამო სევდით ვჭმუნდები
ორმოც და ათს წელს გავსცილდი, ფერი მაკლდება, ვხუნდები
რაც არა მრწამდა სიყრმეში, ეხლა ზოგშია ვრწმუნდები,
მაგრამ რა მეთქმის წარსულზედ? მას ვეღარ დავუბრუნდები

ის ვეღარ მათბობს, რაც წინედ უცეცხლოდ სახმილს მიდებდა,
ვერ ამაჩქარებს იგიცა, რაც იმ დროს გამაგიჟებდა,
ვისა ვუყვარდი, - მოვსძულდი, მაძაგებს, ვინც მადიდებდა,
მიკვირს, რად მშობა საწუთრომ, თუ ამ დროს გარდამკიდებდა!...

ეხლა ი ღიმილს აღარ მგვრის, რაც წინედ მაკისკისებდა,
აღარ მეტრფიან კეკლუცნი, იმ დროში ვინც მაფასებდა,
დღეს იგი მტანჯავს, რაც წინედ სიხარულს მიათასებდა,
რად ამაყვავა ბუნებამ, თუ ასრე დამახავსებდა!

ძალა მერთმევა, ვსუსტდები, კაეშნით გული ფრიალებს ,
კანკალი მომდის, სული სწუხს, რაღაც ძარღვებში ჟრიალებს,
ფერხმა მიმტყუნა ცეკვაში, წინასებრ ვეღარ სრიალებს ,
ხმამ სიტკბოება დაჰკარგა - ხიწვი მომედვა, ხრიალებს

კვლავ უარესსაც მოველი, რაცა მჭირს მე ამ ჟამადა,
რაც სხვა დროს სულსა მიტკბობდა, ის დღეს შემექნა შხამადა,
საწუთრო მუხთლობს ყოველსა და მეც შემძულდა ამადა,
ტანჯულთა დღე წლად ექცევათ, ბედნიერთ უჩანთ წამადა.

არ მინდა მომცენ სამეფოდ ჩინ–მაჩინ–ინდოეთია,
შურით შევყურებ სპარსეთსა, ზიზღსა მგვრის ოსმალეთია
სხვა სატრფიალო აღარ მყავს, მოწამე არის ღმერთია, - 
მხოლოდ მშთენიეს საყვარლად სამშბლო ჩემი ერთია.

უღირსი შვილი სამშობლომ აღმზარდა, შვილად მიწამა,
ღირსი ვინც იყო, სჯულისთვის სარკინოზთაგან იწამა,
ზოგმა ოქროზედ გასყიდა, მშობლად ის აღარ იწამა,
მე თუ მემუხთლოს ოდესმე - ნუღა მიმიღოს მიწამა.

რაცა ვიჩივლე წარსულზედ, არ მითქვამს ნამალავადა,
სამშობლოს ვსტოვებ სპარსთაგან დარბეულს გულ–საკლავადა,
მე ვერა ვარგე საბრალომ, მივდივარ აწ საფლავადა,
მაგრამ ვნუგეშობ - თვით უზღავს, გაძლიერდება კვლავადა.

სიკვდილის წინედ ასრე ვგრძნობ: დრო დგება საზღვეველისა,
სპარსეთს დაიპყრობს ივერი ერეკლე უძლეველისა,
აფრიალდება ირანში დროშა მეფისა ქველისა,
ამას მიქადის იდუმალ ხმა ანგელოზის მცველისა!...


ლექსი გამოქვეყნდა ჟურნალ "მოამბეში" N3, 1895 წელს, გვ. 147-148


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები. ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.  კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში. ნალია გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი