Skip to main content

ბურგუნდიელები გურიაში

    1444 წელს ბურგუნდიელებმა სცადეს ბათუმის აღება და გაძარცვა. ეს მოხდა 1443-1444 წლების ე.წ. ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. 

    XV საუკუნეში, უნგრეთ-ოსმალეთის ომების დროს უნგრეთი ცდილობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას. უნგრეთმა და ბიზანტიის იმპერიამ დახმარება სთხოვეს ბურგუნდიის საჰერცოგოს. ბურგუნდიის ფლოტი უნდა შესულიყო შავ ზღვაში და მხარი დაეჭირა ბალკანეთში მებრძოლი ჯვაროსნებისთვის. ბურგუნდია დათანხმდა თავისი ფლოტის, 7 დიდი და ერთი პატარა კატარღის გაგზავნას. ფლოტის თანადამფინანსებელი უნდა ყოფილიყო რომის პაპი. ფლოტის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი დე ვავრენი. 

1444 წლის პოლიტიკური საზღვრები oldmapsonline მიხედვით

    კონსტანტინოპოლში დე ვავრენმა ბურგუნდიელ რაინდ ჟოფრუა დე ტუაზის დაავალა სამი კატარღით ემოძრავა შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ტრაპიზონის იმპერიამდე. დანარჩენ ფლოტს ის უნდა შეერთებოდა ფეოდოსიაში, რომელიც მაშინ გენუის რესპუბლიკის კოლონია იყო.

ჟოფრუა დე ტუაზის გერბი

    დე ტუაზმა ტრაპიზონამდე ხელში ჩაიგდო ოსმალების რამდენიმე ხომალდი, აიღო და გადაწვა ოსმალების ერთ-ერთი ზღვისპირა ციხესიმაგრე და შევიდა ტრაპიზონში, რომელსაც ამ დროს მართავდა იოანე IV კომნენოსი. ჟოფრუა დე ტუაზს ჰქონდა ინფორმაცია ტრაპიზონის აღმოსავლეთით ბათუმის ნავსადგურის და იქ არსებული ვაჭრობის შესახებ, მათ შორის შემახადან ჩამოტანილი აბრეშუმით ვაჭრობის შესახებ და სურდა მისი აღება და გაძარცვა. იოანე IV ცდილობდა მის გადარწმუნებას და ეუბნებოდა, რომ იქ მცხოვრები ხალხიც ქრისტიანია, თუმცა ჟოფრუა დე ტუაზმა, იმ საბაბით, რომ იქაური ქრისტიანები სქიზმატები იყვნენ და არ ემორჩილებოდნენ რომის პაპს, მაინც გადაწყვიტა ბათუმზე თავდასხმა.

    დე ტუაზი ერთი კატარღით წავიდა ბათუმზე. მას შეტაკება მოვუვიდა ადგილობრივ მთავართან „პატანო გურიელთან“ (პატანო უნდა იყოს ბატონის დამახინჯებული ვერსია). გურიელი 600-კაციანი რაზმით მოულოდნელად დაესხა თავს ხმელეთზე გადასულ 200 ბურგუნდიელს, რომლებაც კატარღიდან დახმარების მიღება ვერ მოასწრო. გურიელს, სავარაუდოდ, ტრაპიზონელი ბერძენი ვაჭრებისგან ჰქონდა მიღებული ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ტყვედ ჩავარდა თავად ჟოფრუა დე ტუაზი, რომელიც მთელი მაისის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვედ. მას კარგად ეპყრობოდნენ, რადგან ფრანგული წყაროს ცნობით ამ ქვეყანაში, რომელსაც „მეგრელია“ ეწოდება, ტყვეებისადმი ცუდი მოპყრობა სირცხვილად მიიჩნეოდა. 

    ზუსტად არაა ცნობილი, რომელი გურიელი დახვდა ჟოფრუა დე ტუაზს ბათუმში. ამ დროს გურია საერისთავოს სახით შედიოდა ჯერ კიდევ ერთიან, მაგრამ დაშლის გზაზე მყოფ საქართველოს სამეფოში. საერისთავოს მართავდნენ ოდიშის ერისთავების, დადიანების უმცროსი შტოს წარმომადგენლები. 1444 წელს ჟოფრუა დე ტუაზის შემპყრობი შესაძლოა ყოფილიყო ზარზმის ტაძრის წარწერაზე ნახსენები სიმონ გურიელი, ჯუმათის მთავარანგელოზის ხატზე ნახსენები გიორგი გურიელი ან ბაღლების ეკლესიაში გამოსახული ბეშქენ გურიელი.

    ჟოფრუა დე ტუაზი გურიელმა გაათავისუფლა ტრაპიზონის იმპერატორის და გენურის რესპუბლიკის შუამდგომლობით და იმ პირობით, რომ ბურგუნდიელთა ხომალდები თავს აღარ დაესხმებოდნენ საქართველოს სანაპიროებს. ის შეუერთდა ფეოდოსიაში მყოფ ბურგუნდიულ ფლოტს. წლის ბოლოს ვარნის ბრძოლაში ჯვაროსნების დამარცხებამ აზრი დაუკარგა შავ ზღვაში ბურგუნდიელთა ფლოტის შემდგომ ყოფნას.

ვარნის ბრძოლა

მომზადებულია თამაზ ბერაძის სტატიის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში 1983 წელს

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები. ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.  კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში. ნალია გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...