Skip to main content

ექიმი გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად. 1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს.

1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. რიონის რაზმის უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით (ივერია N49, 9 აპრილი, მოგზაური, N14, 17 აპრილი)

30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი).

1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების  სადამსჯელო გადაწვების შემდეგ იყო დამწვარ გურულთა შემწე კომიტეტის წევრი

„აქ დაარსდა ყაზახთა მიერ დამწვარ-აოხრებულ გურულთა ოჯახების შემწე კომიტეტი, რომელსაც დაევალა შემოწირულობათა შეგროვება. კომიტეტის წევრებად არიან რაისა სოლომონის ასული თოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ეკატერინე ყარამანის ასული მამულაიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე. მსურველთ შეეძლოთ კომიტეტის ერთი წევრის სახელზე გამოაგზავნონ შემოწირულობა ქ. ოზურგეთში“ (ცნობის ფურცელი N2948, 12 ნოემბერი, 1905)

1906 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი.

იყო ბრალდებული გურიის რესპუბლიკის საქმეზე. თბილისში გამართულ სასამართლო სხდომებზე ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ივან ლაზარენკომ და ყოფილმა ქალაქისთავმა ვასილ ხუნდაძემ ჩვენებებში დაასახელეს გურიის კომიტეტის წევრად. (ისარი N19, 1908)

ზატერიანნის (Мятежъ на Западномъ Кавказѣ, 1911) მიხედვით ჭოღოშვილი ითვლებოდა  „ინტელიგენტად“, გამოირჩეოდა სხვა რევოლუციონერებს შორის განათლებითა და ფანატიკოსობით, კომიტეტის დავალებით იმყოფებოდა ოდესაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. ნასაკირალის ბრძოლის დროს იმყოფებოდა შემოქმედში „ექიმ-სანიტრად“ დაჭრილთა დასახმარებლად; იყო რევოლუციური სასკოლო ბიუროს წევრი და გურიის როებითი პარლამენტის წევრი. 1906 წლის 6 იანვარს იყო ნატანების რაზმში, რომელსაც მთავრობის ჯარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ევალებოდა. 

ჭოღოშვილი, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ბრალდებული, გადაურჩა დაპატიმრებას მიმალვით. ის ცხოვრობდა საფრანგეთში, ნიცაში მიხეილ თუმანიშვილთან  1907-1913 წლებში მაინც. 

1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა დამხმარე ექიმად სასტუმრო  Majestic-ში განთავსებულ სამხედრო ჰოსპიტალში. 1916 წელს რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ის განკუთვნილი იყო რუსი ჯარისკაცებისთვის. 1915 წლის პარიზის სამედიცინო კვირეულში Paris médical : la semaine du clinicien  ნიცას N12 დამატებით ჰოსპიტალში დამხმარე ექიმების სიაში ნახსენებია Tchogochvili Georges რუსეთის ქვეშევრდომი, კიევის წმინდა ვლადიმირის საიმპერატორო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული , 



ჭოღოშვილი ფრანგ ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის კოსას დავალებით ფრანგულ სამედიცინო ჟურნალში ბიბლიოგრაფიულ და სარეცენზენტო სამუშაობებს ასრულებდა. იყო მრავალი ფრანგული და ებრაული ჯილდოს მფლობელი. გარდაიცვალა 1958 წელს.

გიორგი ჭოღოშვილი საფრანგეთში სხვა ექიმებთან ერთად. ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის არქივიდან















Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...