Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2024

ჯვარცხმის გლეხობის მოთხოვნები

ცნობის ფურცელი N2762, 6 მარტი გურიის ამბები       დაბა ხიდისთავიდან ქვეითად გავუდექით სოფ. ჯვარცხმას, რომელიც წარმოადგენს ჯვარცმის საზოგადოების შუა-გულს. ხიდისთაველი მასპინძლები მოგვყვნენ ჯვარცმამდის და შინაურულად, გულ-ახდილად გვესაუბრებოდნენ გზაში. საზოგადოდ გურულები კარგად მოეწყვნენ კრიმ-გირეის და სისწორით დააფასეს იმისი უბრალო მარტივი ქცევა. ჯვარცმამდის სამი ვერსი გვქონდა გასავლელი ოღრო-ჩოღრო ადგილები და ერთ საათს მოვუნდით. შორიდან დავინახეთ ჯვარცმის კანცელარიასთან თავ-მოყრილი ხალხი სულ ათასამდე კაცი, ქალი და ბავშვი იქნებოდა. ავედით „კანცელარიის“ ბალკონზე. კრიმ-გირეიმ მიმართა სალამით ხალხს და სთხოვა დეპუტატები აერჩიათ სალაპარაკოდ. გამოვიდა 16 კაცი. როგორც მოსალოდნელი იყო, აქაც ის მოთხოვნილება გამოაცხადეს გურულებმა, რაც სხვა ადგილებში.       ხიდისთაველ დეპუტატის თქმისა არ იყოს, ყველა გურულს სამი უპირველესი მოთხოვნილება აქვს - მიწა, პური და თავისუფლება. აქაც დამშეული, უმიწაწყლოდ მეტად შევიწროებული ხალხია, აქაც მძლავრად და თავხედურად გაჰქონდა...

ნიგოითის გლეხების მოთხოვნები

 გურიის ამბები     ნიგოითის კრებაზე წინ წამოდგა ერთი დეპუტატთაგანი, 70 წლის, მხნე შესახედაობის მოხუცებული კაცი და შემდეგის სიტყვებით მიმართა კრიმ-გირეის. „მე კარგად მახვოს ბატონ-ყმობა. 8 წლის ვიყავი, როცა ბატონმა წაართვა ჩემი თავი მშობლებს და მიმსახურებდა. მაშინ ხომ სამართალი ბატონის ხელში იყო. ბატონი მამა ჩემს ყოველ წელს ახდევინებდა ერთ ძროხას, 4 საწყავ ღვინოს (საწყავი - 2 ფუთია), 12 ქათამს, ბატონის ეგრედ წოდებულ ქორისა და მიმინოს ქათმებს. უნდა ეხადა აგრეთვე „სალიანის“ (ეს სიტყვა ვერ ახსნა დეპუტატმა) ფული 20 კაპ. წელიწადში. თვითეულ მუშა კაცს, რომელიც ოჯახში დარჩებოდა, უნდა მიეცა ბატონისათვის წელიწადში 10 ფუთი ღომი. კომლზე აგრეთვე 10-მანათიანი ღორი უნდა მიეცათ ბატონისათვის გლეხებს. გლეხები მსახურიშვილებად და უბრალო გლეხებად განიყოფებოდნენ. მსახურიშვილობა უფრო საპატიო იყო. მოსამსახურეები, შინა-ყმანი ბატონს მსახურიშვილ გლეხთა ოჯახებიდან მოჰყავდა. გლეხებს უნდა ეხადათ აგრედვე „საციხო ღომი“, ბატონის ციხის საჭიროებისათვის, კომლზე 1 ფუთი. ბატონი თავის ცხენებს ჩაუყენებდა ხოლ...

სურების გლეხების მოთხოვნები

 გურიის ამბები     3 მარტს მივაღწიეთ სურების ხეობას, გურიის მთა-გორიან კუთხეს. თვალს ავლებ მთების თვალ-უწვდენელ ფერდობებს და გიკვირს, რანაირად უნდა იცხოვროს აქ კაცმა, რა სარჩო-საბადებელი უნდა გამოსწუროს ამ ხრიოკ ადგილებს, სადაც ადამიანი ფეხს ვერ დაიმაგრებს მიწაში თესლის ჩასაგდებად. მართლაც გამწარებულია სურებლების ყოფა-ცხოვრება. ბუნებასთან მუდმივმა სასტიკმა ბრძოლამ უდროოდ დააბერა სურებლები. ზურგი მოგვწყვიტა მთებში ტვირთის ზიდვამო, შემომჩივლეს აქაურმა გლეხებმა. ვერც ხარი და ვერც ცხენი ამ ფერდობზე ფეხს ვერ დაიმაგრებს. ხელით უნდა ვიმუშაოთ, წელებზე ფეხი უნდა დავიდგათ, რომ ორიოდე მუჭა სიმინდი მოვიყვანოთ ჩვენი ცოლ-შვილის გამოსაკვებადაო. წვიმა არ მოვა ისე, რომ ჩვენი მოსავალი ნაწილ-ნაწილად არ ჩამორეცხოს, არ გაავერანოს ეს ჩვენი ისედაც ხრიოკი მთის ფერდობები. მართლაც გული სევდით გევსებათ, როცა ფიქრობთ იმაზე, რა გაჭირვებით უნდა დაახწიოს აქ ადამიანმა თავი შიმშილს, რანაირად ყოველ წამს ყალხზე უნდა იყოს შემდგარი მთელი იმისი არსება ბუნების მოულოდნელ მოვლენა-ცვლილებათა შემხედვარე. ქალა...

ერკეთის გლეხების მოთხოვნები

  გურიის ამბები      „გვპირდებით მთავრობასთან შუამდგომლობას. მაგრამ ძალიან ეჭვში ვართ, რადგან დაპირებული არასოდეს არ შეუსრულებიათ ჩვენთვის. - ამ სიტყვებით მიმართა ერკეთის საზოგადოების კრებამ კრიმ-გირეის. მაგრამ ჩვენსას მაინც ვიტყვით [არ იკითხება] ამ სიტყვების შემდეგ დეპუტატებმა კრების თვალწინ მოუთხრეს კრიმ-გირეის თავიანთი უპირველესი გასაჭირი - მიწის უქონლობა, იმ დედა-მიწის სივიწროვე, რომელიც ცხოვრების დღევანდელმა ულმობელმა წყობილებამ მდიდართა დედად და ღარიბთა დედინაცვლად გახადა. მემამულეები მოსავლის ნახევარს გვახდევინებენ „საყანულს“ (ღალა). ამასთან განუყოფელია ქრთამები მოურავებისთვის. გარდა ამისა, ერთი ან ორი დღე თუ არ იმუშავე უფასოდ მემამულის ყანაში, არ მოგცემს იჯარით თავის ადგილს. მიწების გამიჯვნის დროს მემამულეებმა და ხაზინამ დავა გამოუცხადეს მესაკუთრე-გლეხებს. რაც გვაქვს მიწები ყველა „დასპორებულია“ (საჩივარ გამოცხადებული). ამავე დროს თვით გამმიჯვნელი კომისია, რომელმაც ამ გაჭირვებაში ჩაგვაყენა ჩვენ ზურგზე იჯდა და გვხედნიდა. ამ ხუთი წლის წინად გამმიჯვ...

საჭამიასერის გლეხების მოთხოვნები

გურიის ამბები      სოფ. ნანეიშვილისოული. ნანეიშვილისოულის საზოგადოება გურიის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ ოზურგეთის მაზრის განაპირა კუთხეა და ქუთაისის მაზრისაგან პატარა მდინარე ხეისწყალა ყოფს. ყოველი მხრიდან მთებით შემოზღუდულია ეს პატარა ადგილი. ნიადაგი უნაყოფო არის; უმეთეს ნაწილათ უსწორ-მასწორო. ყურადღების ღრსია სკოლის შვენიერი შენობა. ჯერ არსად არ გვინახავს გურიაში ასეთი სრული და ნათელი სკოლის ოთახები. ეს შენობა სოფელს 8000 მანეთათ დაჯდომია. ხალხი, როგორც ყველგან გურიაში, ისე აქაც უკიდურეს სიღარიბეშია ჩავარდნილი.     სამინისტრო სკოლის წინ ორი ათასამდე ქალსა და კაცს მოეყარათ თავი. ასე, ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა, კრება დაიწყო. კრიმ-გირეის თარჯიმანმა წაუკითხა ხალხს მოწოდება „მოგესალმებით, გურიის შვილნო...“ რის შემდეგ ამოირჩიეს 12 დეპუტატი. დეპუტატები გაბედულათ და მჭერმეტყველურათ ასრულებდნენ თავისს დანიშნულებას.     I ხალხის წარ. ისეთი ბედნიერი წამი ჯერ არ გამოგვიცდია, რომ ჩვენს ძმებთან ასე თავისუფლათ და გულახდილათ ლაპარაკი შეგვ...