Skip to main content

Posts

Showing posts from 2024

ევგენი მოროხოვეცი გურიის რესპუბლიკის შესახებ

ნაწყვეტები წიგნიდან Крестьянское движение и социал-демократия в эпоху Первой русской революции (1926)      1902 წლის მარტში ბათუმის გაფიცვის შემდეგ ბათუმიდან სამშობლოში გასახლებულ იქნა 300-ზე მეტი მუშა, უმეტესწილად გურულები, პატარა გურია (ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა) ამგვარად გაივსო პროპაგანდისტებით და აგიტატორებით, რომლებიც დაუყოვნებლივ შეუდგნენ რევოლუციურ მუშაობას. უფრო ადრე გურიაში მუშაობდნენ ბათუმის ჯგუფთან დაკავშირებული ცალკეული სოციალ-დემოკრატები, რომლებიც გლეხებს შორის ავრცელებდნენ სოციალ-დემოკრატიულ ლიტერატურას და ეწეოდნენ ზეპირ პროპაგანდას. საქმემ მაშინვე მიიღო ფართო მასშტაბი და სოციალ-დემოკრატების ხელში გადავიდა 1901 წელს მოუსავლიანობის გავლენით სტიქიურად დაწყებული გლეხთა მოძრაობის ხელმძღვანელობა. 1902 წლის გაზაფხულზე მთელ რიგ სოფლებში ს. დ. ხელმძღვანელობით ტარდებოდა ღამის კრებები ტყეში, რომლებშიც ასეულობით გლეხი მონაწილეობდა. კრებებზე იმუშავებდნენ მემამულეებისთვის წარსადგენ ეკონომიკურ მოთხოვნებს (საიჯარო ქირის დაწევა, სხვადასხვა გადასახადების გაუქმება), მიიღებოდა

Очерки Революционного Движения В Гурии - გურიის დარბევა (თავი 8)

  8.      გურიის დარბევა 1906 წლის იანვარის დასაწყისში ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა ალიხანოვი, რომელიც დაუყოვნებლივ გაგზავნეს იქ თბილისიდან.გადამწყვეტი ომი გამოცხადდა მთელ კავკასიაში, მაგრამ მისი შედარებით დაუცველი ნაწილები, სადაც მოძრაობამ ვერ მოასწრო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოცვა, პირველები     ჩაცვივდნენ ჯალათების ხელში. ჯერ ქართლსა და კახეთში გაიგზავნა გრძელვადიანი საომარი მოქმედებებისთვის აღჭურვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა. კავკასიის ამ კუთხეების დარბევის შემდეგ ჯარები გადავიდა დასავლეთ საქართველოში - იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ალიხანოვი ჯერ კიდევ თბილისში იყო, როდესაც ის ინახულა ქუთაისის თავადაზნაურობის წინამძღოლმა წერეთელმა. ახალი გენერალ-გუბერნატორი დანამდვილებით არწმუნებდა ამ უკანასკნელს, რომ ის საერთოდ არ აპირებდა რეპრესიული ზომების გამოყენებას, თუ ხალხი შეასრულებდა მის მოთხოვნებს, ესე იგი ჩააბარებდა წვავამდელებს, გადაიხდიდა გადასახადებს და ა.შ. გენერლის სიტყვებით ჯარი მხოლოდ რკინიგზაზე შეწყვეტილი მოძრაობაის აღსადგენად იყო გაგზავნილ