ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას. შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა. ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება , სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან...