Skip to main content

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც დღეს სოფლის სახით აღარ გვხვდება. ზოგიერთი ტოპონიმი გამქრალია, ზოგიერთი კი შეერწყა სხვა სოფელს

ბუხულვაური

ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედიოდა ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში.

თარმოწამე, მთავარმოწამე

მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.
ნაურმევი
მდებარეობდა ბაილეთის ახლოს, ნაურმევში შედგა ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობის შეკრება ბაილეთში პირველი მაისის მიტინგის დასაგეგმად. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედის ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში

სტეფანწმინდა

იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. იდგა წმინდა სტეფანეს ხის ეკლესია, მრევლი - 36 კომლი.

კოტიზეთი

იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია, მრევლი - 50 კომლი.

გეშთიმანია

გეთსიმანიის დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს. აქ იყო მთავარანგელოზთა ხის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 40 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.

ღვედი

აქ იყო წმინდა ანდრია მოციქულის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში. ეს ტერიტორია ამჟამად შედის სოფელ ჯიხანჯირში

კუნჭული

აქ იყო მთავარანგელოზის ქვის ეკლესია. სიძველის გამო დანგრევის პირას იყო მისული. მის სამრევლოში შედიოდა 14 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.

ნიგოზდიდი

აქ იყო წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 93 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.მანამდე იხსენიება იმერეთის აჯანყების დროს (1819-20), როცა რუსეთის სარდალმა ველიამინოვმა აიღო ეს სოფელი სხვა სოფლებთან ერთად

ნაფარახევი



ოჩე

მდებარეობდა გურიის საჯავახოში, მდინარე ხევისწყალზე. 1883 წლისთვის მოსახლეობისგან დაცლილი იყო. 1880-90-იან წლებში აქ იმართებოდა პეტრე-პავლობის ბაზრობა ივნისში. ოჩე იხსენიება ასევე 1920 წლის „გურიის ერობის მოამბეში“ N18, როგორც ადგილი კოხნარის თემში, სადაც ოზურგეთის მაზრის ერობამ დააწესა ბაზრობა ყოველ კვირა დღეს.

აბუთვანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 244 ადამიანი, გურულები. შედიოდა ზემო ხეთის საზოგადოებაში.

ქვემო ბანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 752 ადამიანი, გურულები

ბეღლები

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 926 ადამიანი, იმერლები

გოგომერია

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, ერკეთის თემში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 32 ადამიანი, გურულები.

ჯვარი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 470 ადამიანი, გურულები. 1911-ში 564.

პაიჭაძისეული

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 65 ადამიანი, გურულები. შედიოდა ბასილეთის საზოგადოებაში (1914) იგივეა, რაც წიფნაგვარა

ფატარი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 120 ადამიანი, გურულები. ზოგი ცნობით აქ დაიბადა ფილიპე მახარაძე. 1911 წელს ცხოვრობდა 150 ადამიანი. დღეს ეს სოფელი შერწყმულია უშუალოდ შემოქმედთან

ტობათი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 748 ადამიანი, გურულები. შედიოდა ამაღლების საზოგადოებაში

ვოსკრესენკოე

მოხსენიებულია 1915 წლის კავკასიის კალენდარში, ცხოვრობდა 198 ადამიანი, გურულები

წიაღუბანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ლანჩხუთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 684 ადამიანი, გურულები. ეს ტოპონიმი ფიქსირდება ხაჯალიას, ჯიხანჯირსაა და ნასტეფნარს შორის. 1911 წელს ცხოვრობს 1077 ადამიანი. 1914 წ. შედის გუმათის (ჩოჩხათის) საზოგადოებაში.

ებალაური

1911 წელს ცხოვრობდა 673 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედის ჯურუყვეთის სასოფლო საზოგადოებაში. დღეს ებალაური სოფელ არჩეულის ნაწილია.

სატახია

იხსენიება 1911 წელს, ცხოვრობდა 372 ადამიანი. შედიოდა გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში.

დღონაური

დღეს შედის ჯუმათში. დღონაურის ეკლესიაში მოხდა სისხლიანი დაპირისპირება დარჩიებსა და ჩხარტიშვილს შორის, რომლის შედეგადაც ფირალად გავარდა სისონა დარჩია. აქაა დაკრძალული სისონა დარჩია და ისიდორე ჩხარტიშვილი.

ქრისტეფორო დე კასტელს (გურიაში იყო 1630-იან წლებში) აქვს მოხსენიებული სოფლები პოსკავეთი, ზჯეტი, ლევკომი, რეკული (სავარაუდოდ ლიხაური), ტაგვაჯალი


Comments

  1. ამ სოფლებიდან ზოგიერთი დღეს უბნებადაა შემორჩენილი.მაგ.ნაურმევი ჯუმათის ასასვლელში უბანია,კუნჭული/კუნჭულა/ჯუმათის მონასტრისკენ მიმავალ გზაზეა მონასტერთან ახლოს,მევგორა ძალიან გავს სოფ.სილაურის უბანს--ძეგორას.ბეღლები ხომ არ არის ლანჩხუთის დღევანდელი ბაღლეფი?

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ინფორმაციისთვის.
      ბაღლეფი და ბეღლები სხვადასხვა უნდა იყოს, რადგან ერთსა და იმავე დოკუმენტში, მოსახლეობის აღწერაში, ცალ-ცალკე წერია, „баглеби“ 192 გვ.-ზე, „беглеби““ 199 გვ. სხვადასხვაა მოსახლეობის რაოდენობაც და შემადგენლობაც, „беглеби“-ს მოსახლეობად მითითებულია იმერლები, „баглеби“-ში გურულები

      Delete
  2. - ნიგოზდიდი ნიგოითი თუ იქნება.
    - არსენ მგალობლიშვილის 1828 წ. ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სია სად შეიძლება ვნახო? ციფრულად თუა ხელმისაწვდომი?
    მადლობა.

    ReplyDelete
  3. აბუთვანს დღესაც ხმარობს საჭამიასერში, კერძოდ მამულარში მცხოვრები კონკრეტული უბნის მოხსენიების დროს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ „არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“   გაზეთი „ივერია“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)  სიმღერა სისონა დარჩიაზე „იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებ

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა. სტალინი - რუსთაველი ცხაკაია - ფარნავაზ მეფე ლენინი - კოსტავა აბაშიძე - თაყაიშვილი 1905 - აღმაშენებელი გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის ქუჩა. საბჭოთა პერიოდში ქუჩებისთვის სახელების მინიჭება ასე ხდებოდა: (ნაწყვეტი 1955 წლის 23 მარტის „ლენინის დროშიდან“ N 35, გვ. 4 ): ამიერიდან, მდინარე ბჟუჟის ხიდიდან ანასეულამდე მიმავალ ქუჩას ეწოდება ნ. ა. ბულგანინის სახელი.  ექადიის ვ. ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობის გვერდით მდებარე ქუჩას ეწოდა ვ. ჩკალოვის სახელი. მის შესახვევებს და ჩიხს ჩკალოვის სახელობის 1-2-3 შესახვევები და ჩიხი. ანასეულის ინტიტუტებისა და ფაბრიკის ტერიტორიიდან მარცხნივ მიმავალ ქუჩას