Skip to main content

ოზურგეთის ცენტრის გადაკეთება, 1979

თ. კუნჭულია, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე
გაზეთი „ლენინის დროშა“ N 19, გვ 3. 1979 წ

ქალაქში, სტალინის მოედანზე


ახლო წარსულში სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ადგილი ჰქონდა სერიოზულ დამახინჯებებსა და შეცდომებს ქალაქ მახარაძის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრის განაშენიანების საქმეში. ირღვეოდა ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების პრინციპები, ქალაქის ცენტრში გამოინახა ადგილი ერთსართულიანი რესტორანისათვის, იქვე გვერდით მოეწყო თონე და კაფე მიხურულ-მოხურული სათავსოების გრძელი რიგით. ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ე. წ. წყავების ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა და მასში ზედიზედ აღმოცენდა სახაშე, სასაუზმე და სხვა უშნო, პროექტის გარეშე აშენებული დარაბები.

დღეს ჩვენი ქალაქის განვითარება წარმოებს მიზანსწრაფულად, გენერალური გეგმის საფუძველზე, ცალკეული უბნების განაშენიანება კი დეტალური დაგეგმარების პროექტების მიხედვით. სწორედ ასე წარიმართება ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრის, სტალინის მოედნის განაშენიანება, სადაც უკვე დაიწყო ფართო მასშტაბის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები.

ყოფილი ერთსართულიანი შენობების ადგილს დაიკავებს არქიტექტურული თვალსაზრისით ქალაქის საუკეთესო და მონუმენტური შენობა - კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. ეკლარის ქვით მოპირკეთებული ამ ულამაზესი შენობის (არქიტექტორები მ. ჩხენკელი და რ. ჯანაშია) ძირითადი ნაწილი დაეთმობა საბრძოლო დიდების მუზეუმს. თითქმის 800 კვადრატულ მეტრიან საგამოფენო დარბაზში აისახება ლეგენდარული მე-18 არმიის საბრძოლო გზა, მახარაძის რაიონის შვილების - გამოჩენილი მხედართუფროსების, საბჭოთა კავშირის გმირებისა და პარტიზანული მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა საბრძოლო ცხოვრება. 

მეორე საგამოფენო დარბაზში გაიხსნება სამხატვრო გალერეა, სადაც აგრეთვე სისტემატურად მოეწყობა ადგილობრივ მხატვართა პერსონალური, ჯგუფური თუ თემატური გამოფენები. შენობაში იქნება 240-ადგილიანი კონფერენც-დარბაზი, საკონცერტო ესტრადა, კინოსაპროექციო, რადიოკვანძი, ოთახები ექსკურსიამძღოლებისა და სხვა პერსონალისათვის, ვრცელი ჰოლები, ფოიეები და ვესტიბულები.

ერთი სიტყვით ქალაქის ცენტრს დაამშვენებს თანამედროვე არქიტექტურულ-საინჟინრო დონეზე გადაწყვეტილი მონუმენტური ნაგებობა, შეიქმნება მშრომელთა პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდისა და კულტურულ-მასობრივი მუშაობის შესანიშნავი კერა.

სტალინის მოედნის განაშენიანებაში თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს მაღაროთა სამმართველოს მეორე 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის შენობა, რომლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო ცხაკაიას ქუჩის დასაწყისში. ამ მაღლივი შენობის ვერტიკალი „მასშტაბში მოაქცევს“ თეატრის შენობას და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლისა და ტექნიკუმის შენობებისა და სასტუმროს ახალ კორპუსთან ერთად შექმნის თანამედროვე ქალაქთმშენებლობის პრინციპებით გადაწყვეტილ არქიტექტურულ ანსამბლს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1968 წელს აშენებული სასტუმროს არსებული კორპუსის ფასადები გაკეთებულია პროექტის უხეში დარღვევით და ამჟამად უნდა გამოინახოს საშუალებანი მისი საპროექტო შესაბამისობაში მოსაყვანად).

მოედნის განაშენიანების ინტერესები მოითხოვს N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის ადმინისტრაციულ შენობაზე დაშენდეს მესამე სართული, პირველ სართულზე კი დაჩქარდეს გათვალისწინებული საქალაქთაშორისო სალაპარაკო სადგურის მოწყობა. სტამბისათვის ახალი შენობის აგების შემდეგ კი 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მთელი პირველი სართული დაეთმოს თანამედროვე ინტერიერითა და შუქ-რეკლამებით მოწყობილ მაღაზიებს.

ახალი მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადებას აწარმოებს და მალე შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს სარემონტო-სამშენებლო სამმართველო (უფროსი ზ. ქობულაძე).


Comments

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველო...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე...