Skip to main content

ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას

შენ, დიდებულო ღუაწლისა მძლეველო მხედარო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, რომელმან იცან ერთი სამებისაგანი ქრისტე უფალი ღმერთი ჩვენი, არცხვინე ურწმუნოთა და იწამე ქრისტესთვის და მან მოგვცა სამას სამოცდახუთი სასწაული მოქმედება, ზღუათა და ხმელეთთა განთქმულო, მოწამეთა მთავარო, წ-ო გიორგი აჭისაო, გევედრები მე გურიელი ქაიხოსრო. მას ჟამსა, ოდეს თქვენს საყდარს სიმაგრეშიდ ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმან ვამეხმან თავს დასასახმელი დიდი ლაშქარი  - იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე; ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდნენ. მოგიხდნენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარ მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ, მოვედით ოზურგეთს; სასახლეში დამაგრდნენ ისინი. დავესხით თავსა, გურული ჩვენი საპატიო კაცები დავირჩინეთ, წამოვიყვანეთ; მეორეს დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ. გიორგი შოუსტანი, დადიანის ძმა ლიპარტიანი, ჭილაძე, მიქელაძე, ჯიჯავაძენი, ანჩაბაძენი, ჯუმათელი სესიასშვილი სარდალი იყო, - ესენი ყველა დავირჩინეთ. მოვედით თქვენს წინაშე გამარჯვებულნი ძალითა და შეწევნითა შენითა. შემოგწირეთ ერთი კუამლი კაცი მამუკა სალუქვაძე, მეორე კუამლი კაცი პატია სალუქვაძე, გეგიძე ბერთან რომ დგას, მესამე კუამლი კაცი მაკვანეთს პატია ანთელიძე. ეს სამი კუამლი კაცი ან ხარს იშოვნიდეს, ან სამს ცხვარსა; აპრილისა ოც და სამსა, გიორგობას, წინამძღუარი, მისი კრებული ხუცები ჟამს გვიწირავდნენ ამ სამი კაცის ნაწირავად. სხუა ჩვენი ბაჟისაგან გაგვიჩენია ხუთი ოკა რკინა, ხოლო ჩვენის სასაფლაოს წინამძღუარი დაგვისვამს იოსებ მეიერუსალიმე, ჩვენის სასაფლაოს მეტოქად იყონ. შემოქმედს ჯიჯავაძის ჯაჭვი, რხმალი და ლახტი შემოგვიწირავს. შეიწირე კანონიერი ესე შესაწირავი, დაგვიმკვიდრე გურია და აღზარდენ ძენნი ჩვენნი გიორგი ბატონის შვილი. და რამანცა ადამის ტომმან შენ ეს გამოგწიროს და მოგიშალოს, რისხაუს შენი ძალი და ღვთისა საშინელი, ხოლო დამამტკიცებელნი ამისანი აკურთხოს ღმერთმან. სხვა ამის დავთრები ძველს ჩვენს ნათესავთაგან შემოქმედს შეწირული არის ტყე და წყალი, როგორც შეწირულია, ჩვენ ისე გაგვიახლებია და დაგვიმტკიცებია. ამინ.


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე ) გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმი...

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები. ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით.  კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში. ნალია გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი