Skip to main content

Posts

ჯონ ტელფერი გურიის შესახებ 1876

ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას. შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა. ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება , სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ უდაბნოს მონასტერი, ამაღლება      სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი . გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. უდაბნოს მონასტერი       ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს. კეცის გამოსატანი ქვაბული  ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი      თავად ნაკაშიძეებს , რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი...

თბოელექტროსადგური სოფელ მერიაში

1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული. ე.წ. გოროდოკის ნანგრევები 2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება , რ...

მაქსიმე ერისთავი

1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში მოხდა ანტირუსული აჯანყება, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად მასში იმერეთის სამეფოს გარდა, გურიის სამთავროს მოსახლეობაც მონაწილეობდა. აჯანყების დროს გურიაში გაიმართა ბრძოლები, დაინგრა შემოქმედის ციხე, იოთამ ბოლქვაძემ მოკლა პოლკოვნიკი პუზირევსკი, აჯაყნებულების ნაწილი დააპატიმრეს, სხვებმა კი ოსმალეთს შეაფარეს თავი. აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა იეროდიაკონი  მაქსიმე ერისთავი , წარმოშობით თავადი. ერისთავი დაიბადა სოფელ ბირკნალში და აჯანყებამდე მსახურობდა გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. გურიის უდაბნო 1820 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, ერისთავმა თავი შეაფარა ოსმალეთს და იქ დაჰყო 1830 წლამდე. 1830 წელს ერისთავი დაბრუნდა გურიაში, სადაც უკვე რუსული სამხედრო მმართველობა იყო. 1833 წელს ერისთავი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, რადგან არ მოინანია აჯანყებაში მონაწილეობა. 1837 წელს ერისთავმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს სთხოვა გურიის რომელიმე მონასტერში გადაყვანა. გენერალ გოლოვინის წე...

ნიკო მარი გურიის რესპუბლიკის შესახებ

გურიის მოძრაობის შესახებ     „ნოვოე ვრემიაში“ იყო მოყვანილი იმავე საქმის შესახებ ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო, აზრი, ამოღებული სხვა გაზეთებიდან.      „რაზსვეტი“ ამბობს, რომ       „გურიის ამბებს არავითარი კავშირი არა აქვს რუსეთის საზოგადო მოძრაობასთან. ამ ამბების მიზეზებიც ადგილობრივია, თვით მოძრაობასაც აქვს ეკონომიური ხასიათი და მიზნები“     „ სანკტპეტერბურგის უწყება“, პირიქით, ამტკიცებს, რომ       „გურიის მოძრაობას ქართველობისა არაფერი ეტყობა, ის ამბები მხოლოდ რუსეთში დაწყებულ მოძრაობის შედეგია. სოციალისტების წრეები არსებობდა ყველგან და ყოველთვის და მათ თავიანთი მომხრეებიც ჰყოლიათ; ქართველების სოციალისტური წრეებიც საზოგადო მოძრაობის პირდაპირი შედეგია.“      ვინც არ იცნობს გურიას, მისთვის ეს ორი აზრი უთუოდ შეუთანხმებელი იქმნება, თუმცა ნამდვილად ორივე გამოხატავს გურიის მოძრაობის სხვადასხვა ხანას და ორივე ახასიათებს სისწორით იმავე მოვლენას. მეც გურიაში ვარ დაბადებული, დედით გურული ვარ...

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწ...