Skip to main content

ოზურგეთის დამარხული მდინარეები

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე
გურამ დოჩანაშვილი

როცა შენს ხალხს არ აძლევ საშუალებას, თავის მდინარესთან მივიდეს, რას იღებ შედეგად?
ჯეკ კერუაკი

წარვედ წყლისა პირს სვდიანი ფიქრთ-გასართველად, 
მუნ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად
ყველამ იცის ვინც

ოზურგეთში ორი დამარხული მდინარეა. ორივე ცოცხლად დამარხეს, 
ამიტომ მათი სულები ვერ ისვენებენ და დღემდე ქალაქში დაბორიალებენ.

ოზურგეთში რამდენიმე დამარხული მდინარეა: ბაზრისწყალი (ნაბჟუარა), შკვარა-შკურა, სკურჩა და კიდევ ერთი, ყველაზე პატარა, ნაბჟუარას მარცხენა უსახელო შენაკადი. ეს მდინარეები დღეს დამარხულია, თუმცა არა სრულებით. ისტორიულად კი კარგად ქალაქის ურბანულ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მცირე მდინარეები ოზურგეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში, ქალაქის განაშენიანების პირველი ეტაპის დროს, 1930-40-იან წლებში მდინარეები ქალაქის ელემენტებად დარჩა. ახალი ქუჩების, შენობებისა და უბნების გაშენებას მდინარეები არ შესწირვია. 1947 წელს ორჯონიკიძისა (ჭავჭავაძის) და ბერიას (გაბრიელ ეპისკოპოსის) ქუჩებებზე მდინარე სკურჩაზე ორი ხიდი მოეწყო და მდინარე არ დაუხურავთ, საფეხმავლო ხიდი მოეწყო ნაბჟუარაზე კლდიაშვილის ქუჩაზე, ხოლო რკინა-ბეტონის ხიდი გურიის გამზირისა და ენგელსის (წულაძის) ქუჩის კვეთაზე. 1951 წელს აშენდა ხიდი სკურჩაზე გურიისა და სტახანოვის (ნიკოლაძის) ქუჩების გადაკვეთაზე. 1955 წელს ქალაქის ცენტრში მცირე მდინარეებზე სულ ოთხი ხიდი იყო. 1958 წელს მდინარე ნაჟუარაზე კალანდარიშვილის (თავისუფლების) ქუჩაზე აიგო კაპიტალური ხიდი.

ხიდი ბერიას ქუჩაზე
მდინარეების დამარხვა 1950-იან წლებში დაიწყო. ხიდების ადგილებზე ქუჩები გასწორდა, მდინარეები მილებში მოექცა. მოგვიანებით ორჯონიკიძის ქუჩაზე უზარმაზარი კორპუსი პირდაპირ მდინარის თავზე აშენდა. დღესაც, სკურჩა კორპუსის ქვემოთ მოედინებ და სერიოზულ პრობლემებსაც ქმნის. მდინარეების ბეტონის სარკოფაგებში მოქცევა დღესაც გრძელდება. თითქოსდა წყალდიდობების და წყალმოვარდნის პრევენციის მიზნით ნაბჟუარა და სკურჩა მთლიანად ბეტონის კედელში მოექცა, რამდენიმე ადგილზე გადაიხურა კიდეც.

სკურჩა ნიკოლაძის და გრიბოედოვის ქუჩებს შორის
დღესდღეობით ეს მდინარეები ნაგავსაყრელებადაა ქცეული. მდინარეებში ყრია ბოთლები, ნაგვისპარკები, პამპერსები, მათში ჩაედინება ზოგიერთი ქუჩის კანალიზაცია და ქალაქის თითქმის ყველა ავტოსამრეცხაოზე ნარეცხი წყალი, სანიაღვრე სისტემებში მოხვედრილი ნაგავი.

დღეს ამ მდინარეებს დაკარგული აქვთ ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც დამარხვამდე საუკუნეში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდნენ: რეკრეაცია, ჰაერის განიავება და სხვ. არასახარბიელო ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მდინარის სიახლოვეს მოქალაქეებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა არ აქვთ.

სკურჩა სახოკიას და გურიის ქუჩების კვეთასთან
მცირე მდინარეების გახსნა და მოწესრიგება გარდა სილამაზისა და პეწისა, ასევე სიმწვანეს, სიგრილეს, ცოცხალ მიკროსამყაროს, დასვენებისა და რეკრეაციის ადგილს მისცემს ქალაქს ნაცვლად ბეტონის საფლავის ქვებისა. ამ მდინარეების ხეობები ქალაქის გამწვანებულ კაპილარებად უნდა იქცეს.

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყალდიდობები და ნიაღვრები ოზურგეთითსთვის მუდმივი პრობლემაა. მდინარეების ბუნებრივი დინების და ჭალების არსებობის დროს კი წყალდიდობისგან დასაცავი ზომების მიღება  ბევრად უფრო ეფექტურია. 

განვითარებულ ქვეყნებში მდინარეებს რეკრეაციული ფუნქციების გარდა, ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. კანალიზაციის მდინარეში ჩაშვების პრაქტიკა წარსულში არაერთ ევროპულ ქვეყანაშიც არსებობდა. ასევე არსებობდა მდინარეების დამარხვის პრაქტიკა. ლონდონში უამრავი მიწისქვეშა მდინარეა, მაგრამ დღეს ევროპაში მდინარეებს უყურებენ როგორც ქალაქის ერთ-ერთ მაცოცხლებელ ნაწილს.

მაგ. შვეიცარიაში კანონითაა აკრძალული მდინარეების გადახურვა და მილებში ჩასმა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონი ასევე ითვალისწინებს მშენებარე ობიექტების მინიმალურ დაშორებას ყველა სახის და ზომის წყლებისგან. თითოეული კანტონი ადგენს ამ დაშორების მანძილს მისი წყალსაცავების და მდინარეების სპეციფიკის მიხედვით. 2009 წელს შვეიცარიის მთავრობამ 142 მლნ ფრანკი გამოჰყო 4 000 კმ სიგრძეზე მდინარეების რევიტალიზაციისთვის.

ბოლონია. ეს ხედი და ფანჯარა, საიდანაც ამ არხზე ხედი იშლება, ტურისტულ ადგილადაა ქცეული და რუკებზეა დატანილი
ამ პოსტის მიზანია ქალაქის მდინარეებთან დაბრუნების, მდინარის სანაპიროზე გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის საკითხის დასმა, უნდა გაიხსნას და გაიწმინდოს მდინარეები სადაც ეს შესაძლებელია, მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ამ ვალდებულების მიხედვით საქართველომ წლის კანონმდებლობა და წყლის მართვა ევროკავშირის რამდენიმე დირექტივასთან, მათ შორის წლის ჩარჩო დირექტივასთან უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში. უპირველეს ყოვლისა, მდინარის დასუფთავების საკითხი ოზურგეთის გენ-გეგმაში (რომელიც არ არსებობს, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს) უნდა აისახოს.

მდინარეების გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უპირველეს ყოვლისა, არ მოეწყობა ქალაქის საკანალიზაციო სისტემა. უნდა მოეწყოს ერთიანი საკანალიზაციო ქსელი, თხევადი სიბინძურე მდინარეებში არ უნდა ჩაედიონებოდეს და მიმართული უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობისკენ. გარდა ამისა, საკანალიზაციო სისტემაში რაც შეიძლება ნაკლები წყალი უნდა ჩაედინებოდეს, ბუნებრივი ნალექი მიწაში ჩასვლისთვის რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს მოკირწყული და მოასფალტებული ზედაპირი. ასევე უნდა აიკრძალოს დინარეებზე ნაგებობების აშენება, მათ შორის კერძო საკუთრებაშიც. საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებულ ადგილებზე უნდა გალამაზდეს მდინარის სანაპიროები, მოეწყოს გამწვანება, დაიდგას სკამები, მოწესრიგდეს გარეგანათება. არამხოლოდ სკურჩასა და ნაბჟუარაზე, არამედ ბჟუჟზეც.

რუკაზე მწვანედ შემოხაზულია ის ადგილები, რომლებიც საზოგადოებრივ საკუთრებაშია და რომელთა მოწესრიგება შესაძლებელია


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...