Skip to main content

მწვანე ოქროს ქვეყანა


პირველი ნაბიჯები

გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს მამია მეხუთე გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. 15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის, ფორთოხლისა და ლიმნის გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში.

მიხეილ ერისთავის ჩაი

მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადარჩენილი ბუჩქი გადარგეს გორაბერეჟოულში, მემამულე მიხეილ ერისთავის მამულში. ერისთავი ჩაის კულტურის დამფასებელი იყო. მან პირველად ჩაი ჩინეთში ნახა და დააგემოვნა და გადაწყვიტა ის საქართველოში გაეშენებინა. გადმოცემის თანახმად, იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა აკრძალული იყო, ამიტომ ერისთავს ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაუყრია ისე გამოიტანია ჩინეთიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი და 1864 წელს. პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე. ერისთავის სიცოცხლეში მარის დარგული ბუჩქები კარგად იზრდებოდა, თუმცა ჩაი არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ღირსებით, რადგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაის დამზადება არ იცოდა. უყურადღებობის გამო დროთა განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ბუჩქი გადარჩა.

უკვე 1900 წელს საქართველოში არსებული ჩაის 23 საცდელი ნაკვეთიდან ყველაზე მეტი, 9 ნაკვეთი ოზურგეთის მაზრაში მდებარეობდა. დაიწყო სახელმწიფო სანერგეებში მოყვანილი ჩაის ბუჩქების გადარგვა გურიაში. ჩაის მიმართ ინტერესი იზრდებოდა.

ნაკაშიძეები

გურიაში ჩაის წარმოების ერთ-ერთი პიონერები ერმილე და მიხეილ ნაკაშიძეები იყვნენ. ერმილე ნაკაშიძემ ჩაი თავის სოფელში, მაკვანეთში გააშენა და შინაური ხერხებით ამზადებდა ჩაის. ერმილე ნაკაშიძემ საკუთარ პროდუქციას საკუთარი და მისივე მეუღლის, იტას სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა.

მის ბიძაშვილს, თავად მიხეილ ნაკაშიძეს მამულები ზედუბანში ჰქონდა. 1889 წელს მან ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ჩაი. 1908 წლისთვის მას ჰქონდა ჩაი გაშენებული 2,18 ჰექტარზე. 1908 წელს ნაკაშიძეს მოსავალი არ აუღია, რადგან პლანტაციაში მომუშავეებს პირობებზე ვერ შეუთანხმდა. ამ დროისთვის მას უკვე ჰქონდა ფოთლის გადამამუშავებელი ფაბრიკა, 1912 წლიდან კი მან 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა. მიხეილ ნაკაშიძე უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе".  1910-იან წლებში ნაკაშიძე ჩაის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო გურიაში.

პირველი ფაბრიკა

გურიაში ჩაის აწარმოებდა „საუფლისწულო საზოგადოებაც“. ოზურგეთის მაზრაში მათი საცდელი პლანტაციების გაშენება აგრონომ ტიმოფეევს ჰქონდა მინდობილი. 1900 წლის 21 მაისს „ივერია“ წერდა:

„საუფლისწულო უწყება ამ წელს გურიის პლანტაციებიდგან 5000 გირვანქა ჩაის მოკრეფას ელის. ხოლო მერმის 20 ათას გირვანქის იმედი აქვს“

ჩაი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქალებისთვის მზითევში სამოვრის გატანება დაიწყეს. 1902 წელს ჟურნალი „მოგზაური“ წერდა: ეს მოდათაა ახლა; ამ ბოლო დროს სამოვარიც თან დაატანეს, რაიცა, მგონია ჩაქვის ჩაის პლანტაციის გაუმჯობესებამ გამოიწვია მათში. მოყვარემ თუ მიუკლო უკანასკნელი, ქალის წამყვანი შეუთვლის: თუ „სამოარსაც" არ მიგზავნი, შემომითვალე, ვარს ვჩივი ყოლიფერზედ, აღარ მიმყავს ქალიო

1908 წლისთვის გურიაში ჩაის პლანტაციებს ეჭირა 18 დესეტინა, ანუ 19,62 ჰა, აქედან
  • ნაკაშიძეების ჩაის პლანტაციები სოფელ ზედუბანში - 2,18 ჰა
  • მიწათმოქმედების სამინისტროს საცდელი პლანტაცია ქ. ოზურგეთში (ზვანში) - 1,09 ჰა
  • მცირე ნაკვეთები სხვადასხვა სოფლებში - 14,17 ჰა
ჩაის მეურნეობები მოწყობილი ჰქონდათ:
  • სოფელი კახური - სილიბისტრო ვაშალომიძეს
  • ნიგოითში ივანე მაჭუტაძეს,
  • სოფელ ციხეში ძმებ შარაშიძეებს,
  • სოფელ ამაღლებაში მღვდელ ეპიფანე ჯიბლაძეს,
  • ჭალაში ძმებ ჩხატარაიშვილებს
  • ლიხაურში ცეცხლაძეს,
  • შემოქმედში მღვდელ შილაკაძეს
  • გომში მელუას
  • ვაკიჯვარში კვირკველიძეს,
  • ექადიაში ბებურიშვილს, კაპანაძესა და ქაჯაიას
ჩაის მეურნეობები ჰქონდათ მოწყობილ საკუთარ ნაკვეთებში ბახვის, წყალწმინდისა და ზემო უჩხუბის სკოლებს, ქალაქ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელს.

წელი                ჩაის ფართობი           ჩაის მოსავალი      
                                    ჰა                                ტონა                      
1905                             8,72                                6,22
1906                            10,9                               67,65
1907                            16,35                           132,9                              
1908                            19,62                             90,8 
1910                            21,8                             182,1
1912                            28,3                             258,8 
1913                            31,6                             373,3 
1914                            31,6                             417,7       

ჩაის წარმოებას ხელს უწყობდა კლიმატი და წითელმიწა ნიადაგი. აგრონომების რეკომენდაციით, ჩაი შენდებოდა მცირე ფართობებზე და არა დიდ პლანტაციებში, რაც მცირე საოჯახო მეურნეობებს უადვილებდა ნაკვეთის დამუშავებასა და მოსავლის მიღებას. მოსავლის აღება ხდებოდა სამჯერ, აპრილის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე.

პრობლემას წარმოადგენდა ჩაის ფოთლის გადამუშავების ტექნოლოგიური სიძნელე და ადგილზე ფაბრიკის არარსებობა. ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობით გურიაში პირველი სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, რომელიც მოსახლეობისგან ჩაის ფოთოლს  იბარებდა და ტექნოლოგიურად ამუშავებდა, აშენდა ზვანში, 1914 წელს, თამბაქოს საცდელი მეურნეობის ადგილზე.  

1913-18 წლებში გურიაში გაზარდა ჩაის პლანტაციები, მაგრამ 1918 წლისთვის დაეცა ჩაის წარმოება 50 პროცენტით. 1921 წელს საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე იყო 500 კგ.

სოფელ ასკანაში ჩაის აწარმოებდა სოლომონ ჭეიშვილი. ჭეიშვილს ჩაი გაჰქონდა რუსეთის ქალაქებში. მისმა ჩაიმ ქების სიგელი დაიმსახურა 1914 წელს მოსკოვში.

მწვანე ოქროს პროპაგანდა

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1924 წლისთვის გავრცელებული იყო მეტწილად ჩინური ბუჩქები, ნაწილობრივ იაპონური და ინდურიც. მოხდა ბუნებრივი ჰიბრიდიზაცია და მიღებულ იქნა ჰიბრიდი „ბათუმის ჩაი“. სწორედ ეს გაშენდა საბჭოთა პერიოდში გურიასა და აჭარაში. პირველი ფაბრიკები საბჭოთა ხელისუფლების დროს მოქმედებდა ზედუბანსა და ოზურგეთში.  

კოლექტივიზაციის შემდეგ საბჭოთა პერიოდში ჩაი იქცა გურიაში გავრცელებულ N1 კულტურად. 1933 წელს მოიკრიფა 138 870 კილოგრამი ჩაის ფოთოლი. ყველა დიდ სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა, ყველა სოფელში იყო ჩაის პლანტაციები და ჩაის მიმღები პუნქტები. ანასეულში შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი. ჩაიმ მთლიანად განდევნა მანამდე გავცელებული ყველა ტრადიციული სასოფლო სამეურნეო კულტურა (ღომი, ვაზი და სხვ.). საბჭოთა პროპაგანდა მეჩაიეობის განვითარებას საბჭოთა სახელმწიფოს უდიდეს წარმატებად აცხადებდა. 1958 წელს ჭანიეთის, ლაითურისა და ლიხაურის მეურნეობებში პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანები. წარმოებული ჩაის რაოდენობის ზრდა პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდებოდა. 1960-იანი წლებისთვის საქართველოს სსრ-ში ჩაის პლანტაციების 24% გურიაზე მოდიოდა.

გურიაში ჩაის მასობრივად დანერგვამ ერთი მხრივ მოიტანა მხარის ეკონომიკური აღმავლობა, ტექნოლოგიური პროგრესი, ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება, მეორე მხრივ ჩაიმ შეავიწროვა და მინიმუმამდე დაიყვანა მანამდე არსებული სხვა ტრადიციული დარგები მეურნეობისა - მეაბრეშუმეობა, მევენახეობა, მეთამბაქოეობა, ღომის მოყვანა და ა.შ. ჩაის ფართობების გასაშენებლად გაიჩეხა ტყეები, მოხდა ნიადაგის ეროზია, მცირე მდინარეთა მკვებავი წყაროების დაშრობა და ა.შ.


















მასალები XIX საუკუნის პრესიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან

Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულები - ძველი ფოტოები და ნახატები / Gurians in old photos and paintings

გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები შალვა ქიქოძე, გურული ქალი დოქით ხელში  თავადი ესე (იასე )გურიელი ქართველი მილიციელები ბათუმში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-78 არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები  დათა გურიელი გურულების გუნდი თბილისში ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი გრიგოლ დავითის ძე გურიელი (1819-1891) გენერალ-მაიორი, მამია V გურიელის ბიძაშვილი  ლევან გურიელი, გრიგოლ გურიელის ძმა გურული ქალები გურული მეომარი გურული თოფით კალათების გამყიდველი გურული  ვანო გურიელი ხუხუნაიშვილები აკეთიდან. მარცხნიდან სხედან სერაპიონ კუკულავა, კოწია და ალმასხან ხუხუნაიშვილები. დგანან ზაქარია ფაფიაშვილი, რაჟდენ, ბესარიონ და ესოფი ხუხუნაიშვილები ლანჩხუთელი აზნაური სიო ჭყონია სამი ძმანი გურულები: ფამფალეთელი სალუქვაძეები სამუელ ჩავლეშვილის გუნდი, გადაღებულია შრომაში ერმილე ნაკაშიძე