Skip to main content

1924 წლის აჯანყება გურიაში

1921-1924 წლების გამოსვლები 


    1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ სხვადასხვა ქალაქეbში, მათ შორის ოზურგეთში, ლანჩხუთში, ნატანებში

    1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი გაიმართა სუფsის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. მოხდა შეტაკება მილიციას და მომიტინგეებს შორის. მოკლეს ერთი მომიტინგე (გიორგი გუჯაბიძე) დაჭრეს 4, ნაწილი დააპატიმრეს.

    1922 წლის 26 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში გაიმართა მიტინგი. მისი დარბევა სცადა ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა. ატყდა ორმხრივი სროლა. მომიტინგეთა მხარეს მოკლეს მალაზონია, ხელისუფლების მხარეს მოკლეს ი. ღლონტი და დაიჭრა ორი ადამიანი.

    მიტინგი ჩატარდა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში. სოფელ შუხუთში დაარბიეს მიტინგი, სადაც ერთი ქალი დაიჭრა, მომიტინგეების უმრავლესობა დააპატიმრეს და საქართველოს ეროვნული დროშები ჩამოართვეს. სოფელ ჩიბათში მომიტინგეებმა დამრბევ რაზმს უპასუხეს სროლით და ქვებით. დაიჭირეს 150 მომიტინგე, ჩოხატაურის რაიონში მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომრის რაიონში მიტინგი უმსხვერპლოდ დაშალა ხელისუფლებამ. ხიდისთავის რაიონში მიტინგები ჩატარდა ალაგ–ალაგ.

1922 წლის 26 მაისს ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვრის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მიტინგის ხელმძღვანელი იყო სერგო წიტაიშვილი, ერთ-ერთი გამომსვლელი ისიდორე ლომთათიძე. მიტინგი დაარბია მილიციამ, მილიციის უფროს ჭანიშვილის მეთაურობით. მილიციის მხრიდან დაიჭრნენ ჟოჟო სიმონიშვილი და აკაკი ფირცხალაიშვილი. მომიტინგეების მხრიდან სერგო წიტაიშვილი და 15 ადამიანი. დააპატიმრეს ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ ჭანიშვილი. 

    1923 წლის 10 თებერვალს კვაჭალათში გოგია ღლონტმა მოაწყო ტერორისტული აქტი საშა ობოლაძეზე

1924 წლის აჯანყების მომზადება


  1924 წლის აჯანყებას საქართველოში ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. გურიაში მუშაობას წარმართავდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტი: გიორგი სალუქვაძე, პროკოფი კიღურაძე, აკაკი ვადაჭკორია (დაზვერვის ხელმძღვანელი). ვანო ცომაია (სამხედრო ხელმძღვანელი). პროპაგანდისტები: მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი. 

თბილისთან კავშირს უზრუნველყოფდა ჭეიშვილი. ჭეიშვილი 1923 წლის მაისიდან წლის ბოლომდე შვიდი თვე დარჩა თბილისში, წამოიღო ლიტერატურა, ღამე გაათია დიმიტრი თოთიბაძესთან, დილით შეხვედრა ჩაატარა მელექედურში, სადაც შეხვდა სალუქვაძეს და ჩიტაიშვილს. 1924 წლის 2 თებერვალს გაიმართა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია. მოისმინეს დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილება აჯანყების მოწყობაზე. შემდეგ გურიაში ჩავიდა ვალიკო ჯუღელი. გაიმართა კრება, . განიხილეს აჯანყების გეგმა, სულ უნდა გამოსულიყო 150 კაცი 2 ტყვიამფრქვევით. 

ოზურგეთის პოლიტბიუროს ჰყავდა ინფორმატორები აჯანყებულებში. 1924 წლის ივლისში პოლიტბიუროს რწმუნებული შავიშვილი საკუთარ ინფორმატორს პირდებოდა 200 მანეთს თითო დაკავებულ ადამიანში. 1924 წლის 9 ივლისს დილით დვაბზუს ყანაში დააკავეს ცომაია და სალუქვაძე.  ცომაიას შემცვლელვად გურიაში გაგზავნეს სოლომონ ყარალაშვილი, რომელიც ჯერ ბათუმში ჩავიდა და იქ დაიჭირეს. 6 აგვისტოს დაიჭირეს ვალიკო ჯუღელი და ამან გურიაში განწყობა დააგდო.

20 აგვისტოს გურიაში ჩავიდა დამკომის წარმომადგენელი ქავთარაძე, რომელსაც უნდა გაეწია გურიაში აჯანყების პოლიტიკური ხელმძღვანელობა. 26 აგვისტოს დამკომმა გურის კომიტეტს აცნობა აჯანყების თარიღ, 27 აგვისტოს გურიის კომიტეტმა აცნობა ეს ყველა რაიონს. გეგმა გულისხმობდა თავდასხმას რაიონებზე (სუფსა, ნატანები, ხიდისთავი, ნაგომარი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) იქ ძალაუფლების სრულ მოპოვებას და შემდეგ ქალაქზე შეტევას. ხელისუფლებას ჰაყვდა 120 ადამიანი ოზურგეთში, ლანჩხუთში, სუფსაში და ჩოხატაურში. გურიაში აჯანყების წარმატების შემთხვევაში იგეგმებოდა შეტევა ბათუმზე.

აგვისტოს ჯანყება

აჯანყება დაიწყო 28 აგვისტოს ნაგომარში. აჯანყებულებმა სიმონ გოგიბერიძის მეთაურობით აიღეს მილიციის და ფოსტის შენობები. სერგო მათითაიშვილმა ნაგომრის აღება აცნობა ხიდისთავში, ჩოხატაურში, სურებში, საჭამიასერში და საჯავახოში. თავად მათითაიშვილი დაიძრა ჩოხატაურისკენ. მდინარე სუფსის ნაპირზე გადაეყარა კომუნისტების რაზმს სამსონ ჭანიშვილის მეთაურობით. ატყდა ორმხრივი სროლა. კომუნისტებმა სიბნელით ისარგებლეს და გაიფანტნენ. მათითაიშვილი შევიდა ჩოხატაურში, დაიკავა მილიციის შენობა და სხვა დაწესებულებები. 

ამასობაში სოფლებში პარალელურად ადგილზე აჯანყებულებმა დაიკავეს სოფლები ამაღლება, საჭამიასერი, სურები, ხიდისთავი. კომუნისტები თავს აფარებდნენ ხევს, ერკეთს და ნიგოითის ქედს. ხიდისთავის აღების შემდეგ შეიქმნა შეიქმნა სამხედრო ცენტრი, მასში შედიოდნენ სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია და კიდევ ერთი. მისი ამოცანა იყო ოზურგეთის აღება.

1924 წლის 28 აგვისტოს, მარიობას, ოზურგეთის სასულე ორკესტრი იმყოფებოდა სოფელ ამალებაში სუფრაზე. აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ სასულე ორკესტრის წევრები ამაღლებიდან ოზურგეთში წავიდნენ და გზაში პირველი რესპუბლიკის ჰიმნს, "დიდებას" უკრავდნენ. 

29 აგვისტოს ღამით დაიწყო აჯანყება გომში. ამ დროს გომში იმყოფებოდა ფილიპე მახარაძე მეუღლით.  აჯანყებულებმა ის დააპატიმრეს. მახარაძე გაათაისუფლა  მაზრის მილიციის უფროსმა ლავრენტი სოსელიამ, რომელმაც მახარაძე გომისმთის გავლით გადაიყვანა აჭარაში.  

29 აგვისტოს გარდა გომისა აჯანყებულებმა აიღეს ბახვი და ლიხაური (სევერიანე თოიძე). იმავე დღეს დაიწყო აჯანყებები სუფსასა და ლანჩხუთში. სუფსაში აჯანყებულებმა აიღეს მილიციის შენობა.  მილიცია გამაგრდა სუფსის ხიდთან.  ნატანების და სუფსის რკინიგზის სადგურებთან აჯანყებულები დაამარცხა ქობულეთიდან დაძრულმა 120–მა წითელარმიელმა.

ლანჩხუთში აჯანყებას ხელმძღვანელობდა თეოფილე მუხაშავრია. აჯანყებულებმა აიღეს ფოსტა, რომელსაც მხოლოდ ალექსანდრე ეერქომაიშვილი იცავდა სიკვდილამდე. მილიციის უფროსმა კ. ორაგველიძემ დაიცვა მილიციის შენობა, რომელიც  აჯანყებულებმა ვერ აიღეს. ლანჩხუთში აჯანყებაში აქტიურობდნენ პროკოფი თურნავა, სკოლის მოსწავლე; სოფრომ გურგენიძე, სტუდენტი; ქრისტეფორე ბოლქვაძე, პროფესიული სასწავლებლის მსმენელი)

29 აგვისტოს ხიდისთავის რაზმმა (ავქსენტი და გერმანე კალანდაძეები, ისიდორე ლომთათიძე, გრიგოლ გოგიბერიძე, ნოე კალანდაძე, პოლიო კალანდაძე და სხვები) აიღო ერკეთი და ხევი. 

30 აგვისტოს ხიდისთავის რაზმი ჩავიდა საჯავახოში და აიღო რკინიგზის სადგური. სამტრედიაში განლაგებულმა წითელი არმიის ნაწილებმა ხაშურიდან მიიღო გურიაზე შეტევის ბრძანება. საჯავახოში აჯანყებულები მოექცნენ ჯავშნოსანი მატარებლის და მდინარე რიონზე ბორანით გადმოსული კომუნისტების ცეცხლში. აქ ბრძოლაში დაიღუპნენ ხიდისთაველი ძმები ევგენი და თეოფილე ცხოიძეები. აჯანყებულებმა დაიხიეს უკან რკინიგზის სადგურიდან უკან დაიხიეს და გამაგრდნენ გორაკზე. 

სურების რაზმი შეუერთდა ლანჩხუთის რაზმს (მუხაშავრია) და ერთობლივად შეუტიეს სილაური–ჯუმათის სიმაღლეებში გამაგრებულ კომუნისტებს.

30 აგვისტოს ნაშუადღევს ხელისუფლებამ დაიწყო შეტევა ოზურგეთიდან, აიღო ექადია და ლიხაური, აჯანყებულებმა (პარმენ ჭანუყვაძე) უკან დაიხიეს შემოქმედისკენ. ჭანუყვაძეს დავალებული ჰქონდა გამაგრებულიყო შემოქმედში, მაგრამ უკან დაიხია ბაღდადის მაღლობისკენ. მასთან ერთად იყო აკეთის რაზმი (პ. თოხაძე). მათ მისდევდა წითელი არმიის ნაწილები. ჭანუყვაძის და თოხაძის რახზმები ბაღდადიდან გადავიდნენ ხიდისთავში ასკანა–ბასილეთი–ჭაჭიეთის გავლით. აჯანყებულებს ჰყავდათ 180 ტყვე, რომელთაგან უმრავლესობა გაათავისუფლეს და დაიტოვეს მხოლოდ 18. ჭაჭიეთის მაღლობზე  მოხდა შეტაკება. დაიღუპა რამდენიმე ლანჩხუთელი.

1 სექტემბერს შუადღეს აჯანყებულების ნაწილმა თავი შეაფარა სურებს, ნაწილმა ბახმაროს.

2 სექტემბრის შუადღეზე ხიდისთავის რაზმი, რომელიც 30 აგვისტოდან იგერიებდა საჯავახოზე კომუნისტების შეტევას, დამარცხდა. იმავე დღეს მოხდა შეტაკება სოფელ ჯვარცხმაში სერგო მათითაიშვილის რაზმს და კომუნისტებს შორის. 

3 სექტემბერს წითელი არმიის ნაწილებმა აიღო ჩოხატაური, 4 სექტემბერს სურები, ბახმარო, ზოტიყელი და გომისმთა.

ოზურგეთის მაზრაში აჯანყებისას ბრძოლებში  ხელისუფლების მხრიდან მოკვდა 20 ადამიანი.

აჯანყების დროს დაღუპული ხელისუფლების წარმომადგენლები 

  • ართილაყვა მაკარ თედოს ძე, დაიღუპა 31 აგვისტოს დვაბზუში
  • დობორჯგინიძე მარუსია მიხეილის ასული
  • დობორჯგინიძე შალვა ლევანტის ძე, აჯანყებულებმა მოკლეს ლანჩხუთში
  • ერქომაიშვილი ალექსანდრე ლავრენტის ძე , დაიღუპა ლანჩხუთში ფოსტის შენობის დაცვის დროს
  • ვადაჭკორია ნესტორ, დაიღუპა აჯანყებულების ტყვეობაში შუხუთში
  • ზაქარეიშვილი გიორგი სპირიდონის ძე, დაიღუპა 29 აგვისტოს საჭამისერში
  • თავდუმაძე ირაკლი ნიკოლოზის ძე, მოკლეს ლიხაურში
  • თედორაძე ბიქტორ ალექსანდრეს ძე, დაიღუპა საჯავახოს მთაზე შეტაკების დროს
  • კაზკოვი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე, მოკლეს დაპატიმრების დროს
  • კოიძე კალისტე 
  • მეფარიშვილი ბესარიონ ილარიონის ძე
  • მიმინოშვილი ვლადიმერ სოლომონის ძე , დაიღუპა ნატანებში შეტაკების დროს
  • სიხარულიძე ილარიონ იასონის ძე, მოკლეს ცხელმისხიდზე
  • ურუშაძე ერმილე სოლომონის ძე, მოკლეს ორაგვეში დაპატიმრების დროს
  • ურუშაძე შალვა იასონის ძე, მოკლეს დვაბზუში, მისი ძმა დაიჭრა აცანაში
  • ქუტიძე დათა , მოკლეს ახალსოფელში
  • ღლონტი ერასტო გაბრიელის ძე, მოკლეს დვაბზუში
  • ჭანიშვილი ელიზბარ მიქელის ძე, დაიღუპა სუფსაში შეტაკების დროს
  • ხოფერია ვალერი ფრიდონის ძე, დაიღუპა 29 აგვისტოს ლანჩხუთში
  • ხურციძე თედო ფილიპეს ძე, მოკლეს დვაბზუში
აჯანყების მონაწილე დახვრეტილ პირთა სია ოზურგეთის მაზრიდან 

  • ასათიანი კონსტანტინე პავლეს ძე, დ. 1889, 35 წლის, უპარტიო,
  • დათუნაშვილი გიორგი გრიგოლის ძე, დ 1897, 27 წლის, უპარტიო 
  • დარჩია ისიდორე ავქსენტის ძე, დ. 1889, 35 წლის, მცირე მესაკუთრე, სოციალ-დემოკრატიული პარტია
  • ზაქარიაძე ვასილი ირაკლის ძე, დ. 1900, 24 წლის, მცირე მესაკუთრე,  სოციალ-დემოკრატი,
  • ღლონტი გიორგი ლევანის ძე, დ. 1881, 43 წლის, მცირე მესაკუთრე, უპარტიო
  • ჭანუყვაძე ფინოზი ივანეს ძე, დ. 1895, 29 წლის, უპარტიო
  • ჯაყელი ბესარიონი კონსტანტინეს ძე, დ. 1889, 35 წლის, მცირე მესაკუთრე, უპარტიო 

მასალები ლევან ჯიქიას წიგნიდან „1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“, 2012

Comments

  1. 7 კაცზე მეტი არ დაუხვრტიათ? სამეგრელოში ასობით ადამიანია დახვრეტილი

    ReplyDelete
    Replies
    1. დიახ, მხოლოდ 7 ადამიანი დახვრიტეს.

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc