Skip to main content

Posts

ოზურგეთის მაზრის ექიმები

1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა  მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები . 1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი , რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა. 1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი . 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი. 1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი . დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში. 1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი . ...

შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850

XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ. 1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა.  აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთა...

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურული ცეკვა

დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ 1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება: საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარიგს....

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში

მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან...

ალიხანოვის კვალდაკვალ

რუსეთის იმპერიის გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი, ოზურგეთის პატარა ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერსონაჟი, ე. წ. 9 აპრილის პარკის ერთი ნაწილის მონგრევამ გამახსენა. ამ ადგილის, ოზურგეთის ძველი საპარასკევოს პირველი მასშტაბური ნგრევის „შემოქმედი“ სწორედ ალიხანოვის სადამსჯელო რაზმი იყო. მანამდე კი საპარასკევო ქალაქის გული იყო. ოზურგეთში, სხვა ფეოდალური ქალაქების მსგავსად, ქალაქის ცენტრს ფეოდალის სასახლის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენდა. გურიის მთავრების, გურიელების სასახლე ამჟამინდელი ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე იდგა, მის წინ კი გაშლილი იყო ქალაქის ცენტრალური მოედანი ე.წ. საპარასკევო, რომელიც ქალაქში შემომავალ ორ მთავარ შარაგზას: ქუთაისისა (დღეს აღამაშენებლის) და ლიხაურის ქუჩებს (თაყაიშვილი) აკავშირებდა. ეს ტერიტორია სწორედ დღევანდელი 9 აპრილის პარკია. ცხადია, ეს დუქნებითა და მაღაზიებით სავსე მოედანი არ იყო პარკი დღევანდელი გაგებით, მაგრამ საპარასკევო წარმოადგენდა  საჯარო სივრცეს, ქალაქის (და არა მხოლოდ ქალაქის) მცხოვრებთა თავშეყრის მთავარ ადგილს. ქალაქის სა...

ხალხოსნობა გურიაში

XIX საუკუნის 70-80 წლებში რუსეთის იმპერიაში თავი იჩინა ხალხოსნურმა მოძრაობამ, ე. წ. ნაროდნიკობამ.  ის გულისხმობდა განათლებული ელიტის მიერ მეფის რეჟიმის საწინააღმდეგო იდეების გავრცელებას გლეხებში. ამ მოძრაობას კარგი ნიადაგი დახვდა საქართველოში, სადაც სტუდენტების უმრავლესობა გლეხობის ფენიდან იყო და სოფელს არ იყვნენ მოწყვეტილები. გურიაში ხალხოსნობას სათავეში ედგნენ ისიდორე ქიქოძე და გიგო შარაშიძე . ისიდორე გიორგის ძე ქიქოძე იყო პეტერბურგის სამედიცინო აკადემიიდან გარიცხული სტუდენტი. დაიბადა 1850 წელს ბახვში. ის სწორედ ნაროდნიკობის გამო გარიცხეს სასწავლებლიდან. 1875-77 წლებში იმალებოდა ქვემო გურიაში, რომელიც იმ დროს ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა და იქედან  ხელმძღვანელობდა ხალხოსნურ მოძრაობას გურიასა და სამეგრელოში. მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა საქართველოში ხალხოსნური მოძრაოის ერთ-ერთ მეთაურ მიხეილ ყიფიანთან . გიგო შარაშიძე ( ქრისტინე შარაშიძის მამა) პედაგოგი იყო და 1869-74 წლებში ძიმითის საზოგადოების სკოლაში ასწავლიდა, 1874 წელს კი გაბრიელ ქიქოძის მიწვე...