დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მაქსიმე I მაჭუტაძის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს
წყალობითა ღუთისათა ჩუენ კათალიკოსი ჩრდილო აფხაზთა და ყოვლისა საიმერეთოსა, მამამთავარი მაქსიმე უბრძანებთ და მოვახსენებ ყოველთა გურულთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, დიდთა და მცირეთა, ამ ქვეყნის მემკვიდრეთა გურიის მეპატრონეთა და ყოველთა დარბაზის ერთა მისთა თავადთა და საპატიო კაცთა, აზნაურთა, მსახურთა და გლეხთა, მამათა და დედათა, რიონის წყლის გამოღმართთა ყოველთა ერთობით ღუთისა მიერი ლოცვა კურთხევითა მოგიკითხავ და გამცნებ ყოველთა გურიის უდაბნოს მახლობელთა: მართებული და ვალი არის ქრისტიანეთაგან, რომელსაც შეძლება ჰქონდეს და რაც სამსახური შეეძლოს ვისმე რომ თქუენთვის ცოცხალთა და მიცვალებულთათვის უდაბნო და მონასტერი მომხსენებელი და მლოცველი ამყოფოთ და შეძლებისაებრ თქუენც უდაბნოს შემწე და შემმატებელი და მოსამსახურე იყვნეთ სულთა და ხორცთა თქუენთა სარგებლად , და ამასაც მოგახსენებთ: ვინც სამართლის მათხოვარი ხართ უდაბნოსაგან, მაგ მონასტრის და უდაბნოს უფროსი და მომკითხავი ჩუენ ვართ, ვისაც მისგან სამართლის თოვნა უნდოდეს ჩუენთან მოვიდნენ და გვკითხონ და მათ მაგიერი სამართალი ჩუენგან წაიღონ და ვინც ამ ჩუენი ბრძანების და სიტყვის ურჩი შეიქნენ და არ ისმინონ ჩუენი და უდაბნოს ან მის ბერს და მის კაცს წართვას რამე, ღუთის ძალით შევიძლებთ რომ თავის ყოფისაგანაც ოხერ იქმნას და ასე მწარე შეჩვენებაში ჩავარდეს უდაბნოს მომტერე, რომ ბოლოს თავის გამოხსნაც გაუჭირდეს, ისე უწყალოდ განგდებულ იქმნას ჩუენგან და ყოველთა მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთაგან
Акты собранные кавказской археографической комиссией, ტ. 1, გვ. 74
Comments
Post a Comment