Skip to main content

ფრედერიკ ა. მაკკენზი: აჯანყება კავკასიაში

აჯანყება კავკასიაში არის ერთ-ერთი ბოლო თავი წიგნიდან „ტოკიოდან ტფილისამდე“ (1905), რომლის ავტორია კანადელი ჟურნალისტი ფრედერიკ არტურ მაკ-კენზი (1869-1931), რომელიც აშუქებდა რუსეთ-იაპონიის 1905 წლის ომს. აჯანყება კავკასიაში არის ამ წიგნის 30-ე თავი, სადაც მოთხრობილია 1905 წელს გურიაში რევოლუციური მოძრაობის შესახებ. როგორც შინაარსიდან ჩანს, დაწერილია მანამ, სანამ ნასაკირალის ცნობილი ბრძოლა და შემდეგ გურიის აოხრება მოხდებოდა, ანუ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინაა.

წიგნის ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ.




ამასობაში ქვეყანაში მთავრობა უნდა გამკლავებოდა გლეხთა გაფიცვას. 

ორი წლით ადრე გურულები, ესაა დიდი ტომი კავკასიის დასავლეთ საზღვარზე, შეეწინააღმდეგნენ მიწათმფლობელობის არსებულ პირობებს და უარი თქვეს მიწის დამუშავებაზე. მათი მიწა ძირითადად გამოიყენება სიმინდის კულტივაციისთვის და გადასახდელი არენდის ფორმა იყო მარცვლის განსაზღვრული რაოდენობა ყოველწლიურად. გლეხები აყენებდნენ პრეტენზიას, აშკარად სამართლიანად, რომ ცუდ სეზონებში მათ ვერ მოჰყავდათ რენტის გადასახდელად საკმარისი სიმინდიც კი. მათ ჰქონდათ სხვა საკამათო საკითხებიც. ქართული ტომები ამიერკავკასიაში არ არიან კეთილგანწყობილნი მთავრობის მიმართ. მათი ცხოვრება პატრიარქალურია, და ისინი უპირატესობას ანიჭებენ სოფლის უხუცესთა ადგილობრივ კანონებს, განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან დაბეგვრას. საუკუნეების განმავლობაში მათ შეინარჩუნეს მუდმივი ომი დანარჩენ სამყაროსთან და დღესაც კი, როცა რკინიგზა გადის მათ ქვეყანაში და რუსული სამხედრო გზები აიოლებენ უცხოების გადაადგილებას, ისინი კვლავ საეჭვოდ უყურებენ უცხოებს. 

ტიპური გურული ცხვრის ტყავის გრძელ მოსასხამში
მათ შეითვისეს პროტესტის ყველა საშუალება მათი იჯარის პირობების წინააღმდეგ. მათ უბრალოდ უარი თქვეს მიწის დამუშავებაზე სანამ არ მიიღეს მოთხოვნილი დათმობები. საბოლოოდ მიწის მესაკუთრეებმა დათმეს და მნიშვნელოვნად შემცირებული ფულადი ფორმის რენტით ჩაანაცვლეს სიმინდის ძველებური გამოძალვა. მაგრამ ამასობაში გურულები, რომლებმაც აღმოაჩინეს საკუთარი ძალა, უფრო შორს წავიდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ ყოფნა რუსეთის მთავრობის გარეშე.

„რისთვის გვახდევინებენ რუსები გადასახადებს?“ - კითხულობდნენ ადამიანები. „ისინი ამბობენ, რომ აშენებენ ჩვენს გზებს; მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ისინი ჭამენ ჩვენს ფულს და უკან არაფერს გვიბრუნებენ. ჩვენ მოვაწესრიგებთ ჩვენს გზებს.“ ამგვარად, მათ დაიწყეს საკუთარი გზების მოწესრიგება და აქამდე ასე იქცევიან. ახლა როცა საჯარო თავშეყრას იხმობენ, გზების რემონტი მოჩვენებითი მიზანია, რაც ადამიანებს კარგ საბაბს აძლევს გასამართლებლად თუ ისინი ერთად შეკრებისას ჯარისკაცებს გადაეყრებიან. ყველაზე თვითნებური კაპიტანიც ვერ ბედავს ესროლოს გლეხს, რომელიც არემონტებს გზას სახლთან ახლოს.

ადამიანები უარს ამბობდნენ წაეღოთ მათი საქმეები რუსულ სასამართლოში, მათ დანიშნეს უხუცესთა საბჭოები, ვისაც მიმართავდნენ მათი ყველა დავის შემთხვევაში. რამდენიმე მიწისმესაკუთრე და სხვები, სიმართლე ითქვას, ცდილობდნენ მიემართათ რუსული ხელისუფლებისთვის. რათა შეეჩერებინათ პრობლემები, ისინი იყვნენ მოკლულები ტყვიით ან დანით. რამდენიმე მღდველი იყო ეჭვმიტანილი ხალხის გეგმების რუსებისთვის გათქმაში და კონფესიური საიდუმლოს გამჟღვანებაშიც კი. ისინიც, ასევე, იყვნენ მოკლულები.

ერთი გასაოცარი ნიშან-თვისება ამ აჯანყებისა იყო ის, რომ აჯანყებული მხარეები დროებით უფრო უსაფრთხო გახდნენ ჩვეულებრივი მოგზაურისთვის, ვიდრე მანამდე იყვნენ. გზები უკეთ იყო მოვლილი და ყაჩაღობაც — რაც როგორც წესი განიხილებოდა როგორც შედარებით უმანკო რელაქსაცია — იყო მკაცრად დასჯადი დროებითი ხელისუფლების მიერ.

ამგვარად, ახლახან ბერძენი ვაჭარი მოგზაურობდა ამ არეულ ქვეყანაში, როცა მისი ეკიპაჟი შეიპყრო ორმა კაცმა, რომლებმაც წაიღეს 1500 რუბლი (დაახლოებით 170 ფუნტი) მისგან. ვაჭარმა იჩივლა სოფლის უხუცესებთან. მათ შექმნეს საგამოძიებო კომიტეტი და შემდეგ კვირა დილით ორი სახლი იყო ალყაშემორტყმული შეიარაღებული ბრბოთი, მათი მეპატრონეები გამოათრიეს და სიკვდილის მუქარის ქვეშ აღიარებინეს ბრალი. სახლების სახურავებზე ძებნის შედეგად გამოჩნდა მოპარული ფულის უმეტესი ნაწილი.

იყო სადღესასწაულო კვირა დღე, როდესაც ყველა მიდის ეკლესიაში. როცა მსახურება მიმდინარეობდა, ყაჩაღები მიიყვანეს ეკლესიის პორტიკთან, გახადეს, მიაბეს იმ ეტლის სახელურებს, რომელიც მათ გაიტაცეს და შეაბეს ორ ცხენს. მეეტლე შეჯდა კოფოზე, და როცა სოფლელებმა დაიწყეს გამოსვლა ეკლესიიდან, მათრახის ტკაცანი გაისმა ამ ადამიანების მხრებზე და მათ დაიწყეს სვლა ყვირილით (ეს იყო მათი სასჯელის ნაწილი): „ჩვენ მოვიპარეთ ფული, ჩვენ მოვიპარეთ ფული“.

ისინი ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ, რათა მხარი აებათ ცხენებისთვის და არ გათრეულიყვნენ მიწაზე. მათი დაუძლურების ყველაზე უმნიშვნელო ნიშანიც კი იწვევდა მეეტლის მათრახს. საბოლოოდ ისინი გაათავისუფლეს, ცოცხალმკვდარ მდგომარეობაში, თანხა დაუბრუნეს ვაჭარს, ხოლო თითოეული დააჯარიმეს ორასი რუბლით თემის სასარგებლოდ. ყაჩაღობას ახლა ამ სოფელში ფასი აქვს დაკარგული.

სხვა შემთხვევაში ორმა ადამიანმა მოიპარა ძროხა. ასევე ისინიც წაიყვანეს ეკლესიის გარეთ სადღესასწაულო დღეს, მიაბეს ზურგით ერთმანეთს და შემდეგ საიმედოდ მიამაგრეს მათ მიერ მოპარულ ძროხის უკანა ნაწილზე. მათი სასჯელი იყო, რომ უნდა მდგარიყვნენ ასე უიმედოდ შეკრულები და გუნდივით ემღერათ: „ჩვენ მოვიპარეთ ძროხა“.

ადამიანები გამოვიდნენ ეკლესიიდან, როგორც წესი, დღესასწაულის აღსანიშნად გასროლეს პისტოლეტებით ცაში და მასხრად აიგდეს ძროხის ქურდები. მაშინ დენთს შეუჩვეველი და სროლებით ძლიერ შეშინებული ძროხა შეშლილად გავარდა. სანამ მის შეჩერებას შეძლებდნენ, კაცებს ფეხების რტყმისაგან ფორმა თითქმის დაკარგული ჰქონდათ.

რუსეთის ხელისუფლება ძალიან შეწუხებული იყო, რომ პროცესები უკიდურესობამდე არ მისულიყო. მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა იქნა მობილიზებული აჯანყებულ მხარეში ამბოხებების ჩახშობით ცნობილი გენერლის სარდლობით, მაგრამ ჯერჯერობით ჯარი უკანაა გაწვეული და საგანგებო რწმუნებულები თბილისიდან მიდიან ხალხთან, ცდილობენ გაიგონ მათი წუხილები და იპოვონ დამშვიდების საშუალებები.


ამავე თემაზე


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...