გურიაში დამსჯელი რაზმის გაგზავნის შესახებ ბრძანება გამოიცა 1905 წლის 28 ოქტომბერს. ის გამოქვეყნდა ჟურნალ „ივერიაში“ N194, 31 ოქტომბერი 1905 წელი
კავკასიის სამხედრო ოლქის ბრძანება N299
28 ოქტომბერი 1905 წ, ტფილისი
რადგანაც არეულობამ იფეთქა ქუთაისის გუბერნიასა და ბათუმის მხარის მცხოვრებთა შორის, განსაკუთრებით კი გურიაში, სადაც აღარ ემორჩილება ხალხი მთავრობის მოხელეებს, შეიარაღებულნი თავს ესხმიან ჯარებს, ანგრევენ რკინის გზას, მთავრობის დაწესებულებათ, გიბრძანებთ შეადგინოთ განსაკუთრებული საექსპედიციო - რიონის რაზმი ზემოხსენებულ აჯანყებულ მცხოვრებთა დასამორჩილებლად და დასაწყნარებლად. ამ რაზმში ჩაირიცხოს კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემდეგი ნაწილები
ქვეითი ჯარის
1. სამი ბატალიონი ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკისა
2. სამი ბატალიონი მე-14 გრენადერთა გრუზინსკი პოლკისა
3. ყუბანის კაზაკთა ჯარების მე-2 პლასტუნის ბატალიონი
4. მე-33 ქვეითი დივიზიის ტყვიისმფრქვეველთა როტა
5. ოთხი ასეული პოლტავის მე-2 კაზაკთა პოლკისა
არტილერიისა
6. სამთო ბატარეია კავკასიის მსროლელთა არტილერიის დივიზიონისა
7. თერგის 1-ლ კაზაკთა პოლკის ბატარეია
8. ერთი ბატარეია მე-33 საარტილერიო ბრიგადისა, რომელიც დაბანაკებულია დ. ახალ სენაკში
საინჟინრო ჯარებისა
9. ერთი როტა საპიორებისა და ერთი სატელგრაფო როტა კავკასიის საპიორთა ბრიგადის ბატალიონებისა, რომელსაც დანიშნავს ამ ბრიგადის უფროსი
10. ჯარის სხვადასხვა ნაწილებისაგან შემდარი კავკასიის სარკინიგზო როტა

მომხმარე ჯარები
11. ერთი ვზვოდი ტვრითის მზიდავ ბატალიონისა (15 ბუხრებიანი პოვოზკა)
აღნიშნულ რაზმის უფროსად ვნიშნავ გენერალ-მაიორ ალიხნოვ-ავასრკის, რომელსაც ვანიჭებ უფლება-უპირატესობას განცალკევებით მოქმედ დივიზიის უფროსისას.
გენერალ-ალიხანოვს ვუბრძანებ შეადგინოს შტაბი ხსენებულ რაზმისა და ამ შტაბის უფროსად ვნიშნავ გენერალური შტაბის პოდპოლკოვნიკს ბერგს.
რაზმის ადიუტანტად ვნიშნავ კაპიტან სილაევს, ინტენდანტად კაპიტან ბოსტაშვილს.
რაიონის რაზმის უფროსის განკარგულებაში ვნიშნავ ჩემს თანაშემწეს გენერალ-ლეიტენანატ მალამას ადიუტანტს, პორუჩიკ სტაროსელსკის.
კავკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის უფროსს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს გადამზიდავ ბარგისა და ტყვია წამლის საკმაო საწყობის მომზადება-მოწყობაზე. დანიშნოს ამისთვის საჭირო რიცხვი მოხელეთა და ჩააბაროს მისი გამგეობა ამ მოხელეთ.

საოლქო ინტენდანტს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს და მოუმზადოს რიონის რაზმს საგზალი და სამყოფი სურსათ-სანოვაგე და თუ საჭიროება მოითხოვს, უშოვნოს და მოუმზადოს ხორცი, რისთვისაც საწყობი უნდა მოაწყოს იმ ადგილას, სადაც ამ რაზმის უფროსი უჩვენებს, ხოლო ამ საწყობის გამგებლობისთვის დანიშნოს განსაკუთრებული მოხელე საოლქო საინტენტანტო გამგეობიდან.
გარდა ამისა, ახლავე იზრუნოს და მოუმზადოს ამ რაზმს სამყოფი თბილი ფარაჯები , ხოლო თუ ფარაჯები არ იშოვება, მაშინ მოუმზადოს თბილი ქეჩები.
საოლქო სამხედრო-სამკურნალო ინსპექტორს ვუბრძანებ, ახლავე იზრუნოს ამ რაზმისთვის საჭირო სასანიტარო ნაწილის მოსაწყობად.
სამოსამართლო სამქეთა ჩქარა გასარჩევად, კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, რაზმთან უნდა შედგეს დროებითი საველე-სამხედრო სასამართლო.
ამ რაზმის შესადგენად და მოსამსზადებელ ადგილად ინიშნება სოფელი სამტრედია.
ყველა ამ ზემოხსენებულ ჯართა ნაწილებს ვუბრძანებ, მუსიკის დაკვრით, რომელსაც კი მუსიკა აქვს, სრულის საბრძოლველის წეს-რიგითა და დადგენილის საბრძოლველის კომპლექტით გაემართოს დანიშნულ ადგილას.
რიონის რაზმს ვუბრძანებ შემდეგ საქმეთა ასრულებას:

1. მოსპოს და გაანადგუროს აჯანყებული ჯგუფები. დააპატიმროს მომწყობნი და მეთაურნი ამ აჯანყებისა. მოსთხოვონ მცხოვრებთ ყველა ამათი გაცემა და რაზმისთვის ჩაბარება. თუ ვინიცობაა რაზმის უფროსმა შეამჩნია, რომ მცხოვრებნი არ აძლევენ რაზმს და ჰმალავენ ხსენებულ დამნაშავეთ, მაშინ ამ სოფელში ჩააყენონ ეგზეკუციები, ხოლო თუ ვინმე დახმარებას გაუწევს აჯანყებულთ და ხელს შეუწყობს დამნაშავეთა დამალვას, ასეთები სასტიკად უნდა დასაჯოს რაზმის უფროსმა.
2. აღადგინოს სრული წესიერება და მთავრობის მოხელეთა და დაწესებულებათა უფლება როგორც ოზურგეთის მაზრაში, აგრეთვე ყველგან სადაც კი წესიერება დარღვეულია და
3. უზრუნველჰყოს ჯარში გასაწვევ ყმაწვილ კაცთა სამხედრო ბეგარის მოხდა
გარდა იმ ჯარის ნაწილებისა რომლისგანაც უნდა შესდგეს რიონის საექსპედიციო რაზმი გენ-მაიორის ალიხანოვ-ავარსკის დაექვემდებარებიან:

ა) ქუთაისის გუბერნიაში მყოფი რკინის გზის დამცველი ჯარები და რკინის გზის გასწვრივ დაბინავებული ჯარები
ბ) ჯარის ის ნაწილები, რომლებიც ამჟამად დაბანაკებულნი არიან ქუთაისის გუბერნიაში რკინიგზის ჩრდილოეთით ყვირილასა, რიონსა სამტრედიასა და ფოთში
ბ) ჯარის ის ნაწილები, რომლებიც ამჟამად დაბანაკებულნი არიან ქუთაისის გუბერნიაში რკინიგზის ჩრდილოეთით ყვირილასა, რიონსა სამტრედიასა და ფოთში
ვაცხადებ რა ამას, წინადადებას ვიძლევი და ვბრძანებ ყოველივე დაუყოვნებლივ იქმნას შესრულებული.
ხელს აწერს: კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი, გენერალ-ადიუტანტი, გრაფი ვორონცოვ დაშკოვი.
1906 წლის 10 იანვარს ქუთაისის გუბერნატორად, სოციალ-დემოკრატებისადმი ლოიალურად განწყობილი სტაროსელსკის ნაცვლად დაინიშნა გენერალი ალიხანოვ-ავარსკი. გურიის დამსჯელი რაზმის მეთაური გახდა პოლკოვნიკი კრილოვი. კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა.
დავით კლდიაშვილი კრილოვის შესახებ:
კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვიდა გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი.
კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთი გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს.
კრილოვი კი წვავდა, ცეცხლს აძლევდა, სიკვდილს აყენებდა მარჯვნივ და მარცხნივ. საკმარისი იყო ჯაშუშის უბრალო ცნობა, რომ დასმენილის სახლ-კარს წაესმებოდა ფისი, ზედ დაესხმებოდა ნავთი და ავარდნილ ალში, მწარე ცრემლებით ხმამაღლა მოტირალთა ბღავილში იფერფლებოდა შენობა, იწვოდა, იღუპებოდა საქონელი, ნიავდებოდა მთელი ქონება
წარმოუდგენელი სასტიკობა განუშორებელი თვისებაა რუსის თვითმპყრობელური ხელისუფლების მაღიარებლებისა.
გურიის კომიტეტში შემავალი ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია (ჩოხატაურის, ხიდისთავის და სხვა) ბრძოლის გაგრძელებას უჭერდა მხარს. ბრძოლის გაგრძელების მომხრეებს შორის იყო ოდესიდან გურიაში ჩასული სოციალ-დემოკრატი ებრაელი რომელმაც განაცხადა, რომ ,,გურულები არიან ისეთი ხალხი, რომელიც გოლიათებიდან შესდგება, ერთი ასს გასცემს პასუხს, ასეთი ხალხის ბრძოლიდან უკან დახევა და მტრის წინ მისი დაჩოქება დანაშაული იქნება ჩვენთვის, გამოუსწორებელი შეცდომაო."
მაგრამ ბრძოლის გაგრძელებას ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. თედო კიკვაძეს ოზურგეთში ფართო კრებაზე უკითხავს ,,რით უნდა შევებრძოლოთ შეიარაღებულ ჯარსო?” - ,,იდეითო”, -უთქვამს ვიღაცას. ,,ესროლე იდეა და მტერი დაგიმარცხდებაო”, დაუცინია კიკვაძეს. ბრძოლის მოწინააღმდეგე ბევრი საღად მოაზროვნე გურული ხედავდა რომ რეგულარულ არმიასთან შებრძოლება გამოიწვევდა გურიის სრულ აოხრებას. ,,ასეთ პირობებში წინააღმდეგობის გაწევა სიგიჟე იქნებოდაო”, სამართლიანად აღნიშნავდა ფილიპე მახარაძე.
გურულებმა მოსალაპარაკებლად გაგზავნეს ყოფილი ოფიცერი გიორგი ბერიძე, აფთიაქის მესაკუთრე, ქალაქის ყოფილი თავი ვასილ ხუნდაძე, და ბოქაული გიორგი დგებუაძე. კრილოვი მათ პატიებას დაპირდა და დეპუტაციას აღუთქვა, რომ მშვიდობიანი გზებით იმოქმედებდა, თუ გურულები მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდნენ. კრილოვი გურიის მოსახლეობისგან მოითხოვდა: რევოლუციური კომიტეტის მოქმედების შეწყვეტას, მთავრობის დაწესებულებების აღდგენას, გადასახადების გადახდას, ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, აჯანყების მოთავეების ხელისუფლებისთვის გადაცემას. ამ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის გურიის გადაწვით იმუქრებოდა. კრილოვმა მოითხოვა ოთხი ათასი თოფის ჩაბარება მთავრობისთვის, რაზეც, გადმოცემის მიხედვით, გურულებს უთქვამთ, ოთხი ათასი თოფი რომ გვქონოდა, შენ და შენს ჯარისკაცებს თავები არ შეგრჩებოდათ მხრებზეო.
კრილოვმა დეპუტაციას ოზურგეთში მდგარ გარნიზონთან გაატანა პატაკი. მასში ეწერა, რომ კრილოვი უფლებას აძლევდა გარნიზონს, დაეპატიმრებინა რევოლუციის ხელმძღვანელები. დგებუაძე ბოქაული კი იყო, მაგრამ რევოლუციას თანაუგრძნობდა და რევკომთან ჰქონდა საიდუმლო კავშირები. მან პატაკი ჯერ რევკომს გააცნო და მხოლოდ შემდეგ წაიღო ქალაქის გარნიზონში. ამასობაში კი აჯანყების ხელმძღვანელებმა ქალაქის დატოვება მოასწრეს.

გრიშა დუმბაძე:
„1906 წ. 11 იანვარს პოლკოვნიკი კრილოვი დამსჯელი ჯარით ნატანებიდან შარა გზით ოზურგეთისკენ წამოვიდა. ქალაქში რომ შემოვიდა, უკვე დაღამებული იყო, ცხრა საათი იქნებოდა. სრულიად მოულოდნელად ქალაქში მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა .... [კრილოვმა] ნაცრად აქცია ოზურგეთის ყველა მაღაზიები ქონებით გარდა იმ ათიოდე მაღაზიისა, რომლებიც სამ სართულიან ქვის ყაზარმის უკან იყო გაშენებული და მათი დაწვა ყაზარმისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“
პასიური ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა ისევ ძალაში რჩებოდა. აჯანყების ჩახშობას მასში მონაწილეთა სასამართლო პროცესი მოჰყვა.„1906 წ. 11 იანვარს პოლკოვნიკი კრილოვი დამსჯელი ჯარით ნატანებიდან შარა გზით ოზურგეთისკენ წამოვიდა. ქალაქში რომ შემოვიდა, უკვე დაღამებული იყო, ცხრა საათი იქნებოდა. სრულიად მოულოდნელად ქალაქში მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა .... [კრილოვმა] ნაცრად აქცია ოზურგეთის ყველა მაღაზიები ქონებით გარდა იმ ათიოდე მაღაზიისა, რომლებიც სამ სართულიან ქვის ყაზარმის უკან იყო გაშენებული და მათი დაწვა ყაზარმისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“
ალიხანოვი გურიაში. ავტორი გ. დაუგიძე (ნახატი) |
ალიხანოვის მიერ გადავწვარი ერთ-ერთი ქუჩა (ფოტო) |
ოზურგეთის ბაზარი გადაწვის შემდგომ (ფოტო) |
ოზურგეთის შემდეგ დამსჯელმა რაზმმა გადაწვა ნაგომარი და აკეთი. ნაგომრის გადაწვამ გაანადგურა სიმონ გუგუნავას „პოეზიის სასახლე“. ამ სასახლის ადგილას მდგარ ნაგომრის კულტურის სახლზე შესაბამისი საინფორმაციო დაფაა.
დავით კლდიაშვილი:
„კრილოვის სასტიკობამაც უნაყოფოდ ჩაიარა, მან ვერ მოდრიკა, როგორც ის ფიქრობდა, გურია. ნერვებაშლილი, მოქანცული, მღალული, იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში. შეშინებული, რომ არ მოეკლათ, ნამალევად ჩაიყვანეს ბათუმში და ნამალევად ღამით მიაყენეს ზღვაში გაჩერებულ გემს, ჩასვეს და გაისტუმრეს, საიდანაც იყო მოსული.“

დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა დამწვართა გამგეობა“, რომლის ხაზინადარი მწერალი ნინო ნაკაშიძე იყო. 1906 წლის თებერვალში ოზურგეთის გადაწვის შედეგად დაზარალებულთა ნუსხა ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. სამწუხაროდ, გვერდები აკლია.
1907 წელს გადამწვარი გურია მოინახულა და აღწერა ვარლამ ჩერქეზიშვილმა (სტატია „საქართველოს პეტიცია“, გამოქვეყნდა ჟურნალ პრომეთეში N3, 1918 წ. )
მაგრამ გურიაში ნახულმა და გაგონილმა ყველა ზემოდ ნატქვამს გადააჭარბა. ნამეტურ ჩვენს ხსოვნაში აღიბეჭდა ის ღამე, რომელიც გავატარეთ რუსების მიერ გადამწვარ ნაგომარის გლეხებისას. დღისით ჩვენ დავათვალიერეთ და გადავხატეთ სოფლის გადამწვარი და დანგრეული შენობანი, ვინახულეთ კარვებში საზამთროდ თავშეფარებული ოჯახები, რუსის ბარბაროსობის მსხვერპლნი. თავდაჭერილობა, მშვიდი გულმაგრობა ძალადობის მსხვერპლებისა, მართლაც რომ, გასაოცარი იყო. არ გაგვიგონია არც ტირილი, არც კვნესა, არც ჩივილი. თითქოს ჩვენ ვიდექით იმ ჯარის წინ, რომელმაც ეს-ესაა სასტკი ომი გადაიხადა და მხნედ ემზადება ახალი შეტაკებისათვის, ისე ღირსეულად ეჭირა თავი ყველას კაცსა თუ ქალს. . ბავშვებიც კი სერიოზულად გვიგდებდნენ ყურს.
შემდეგ ვინახულეთ სუფსის მეორე ნაპირზე სოფელი აკეთი, სადაც რუსის დამსჯელ რაზმებს აგრეთვე ენავარდნათ, ხოლო არა ისე, როგორც ნაგომარში და საღამოთი ისევ უკანასკნელ სოფელში დავბრუნდით. ერთს ნახევრად დანგრეულ სახლში მოგვიმზადეს ვახშამი და ბინა. ვახშმად ჩვენთან იყო სამი გლეხი. მე ვსთხოვე მათ ეამბნათ ინგლისელი სტუმრისათვის უკანასკნელი ორი წლის ამბები, რადგანაც, ავუხსენი მე, მას სურს გურიის ამბავი ინგლისელებსა და ამერიკელებს გააცნობს-მეთქი. ჩვენი საუბარი ნელის ნაბიჯით მიდიოდა: მე თითეულ ამბავს ცალკე ვუთარგმნიდი ნევინსონს. 1904-5 წლების ამბები, გლეხთა რესპუბლიკა, კრებები, გასამართლება მთელი ყრილობის წინაშე... ყველა ეს ძლიერ აინტერესებდა ჩემს მეგობარს. მე ვატყობდი, თუ როგორი ყურადღებით ათვალიერებდა ის მოსაუბრე გლეხებს. ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი, ხომ არ დაიწუნა რამ ჩვენი გლეხებისა-მეთქი. მაგრამ როდესაც ჩვენმა მასპინძლებმა ხელი ჩამოგვართვეს და ღამე ნებისა გვისურვეს, ნევინსონმა წამოიძახა: „პირადად რომ არ მენახა, არაფრისათვის არ დავიჯერებდი, რომ ეს ზრდილნი მოსაუბრენი ურბალო გლეხები არიან. ისინი სჭამდნენ, სვამდნენ, მოგვითხრობდნენ ტრაგედიას, რომელიც ეს ესაა თავს გადახდათ და ყველა ამას ჩადიოდნენ როგორც უმაღლესად და უფაქიზესად აღზრდილი ხალხი. ეს გასაოცარია იმის შემდეგაც კი, რაც ტფილისსა, ქუთაისსა და კახეთში ვნახე.“
Comments
Post a Comment