Skip to main content

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან



გურიის სამთავროს გერბი


გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში.


გურიის სამთავროს გერბი 
(რუსეთის იმპერიის მფარველობაში)

გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული. 

გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავროს საბოლოო გაუქმებდამდე.


ოზურგეთის სამაზრო და საქალაქო გერბები


გაუქმებული გურიის სამთავროს ნაცვლად 1840 წელს შეიქმნა ოზურგეთის მაზრა. 1843 წლის 21 მაისს სანქტ-პეტერბურგში ოფიციალურად დამტკიცებულ იქნა ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი, რომელიც შემდგომში 1858 წელს ოდნავ შეიცვალა.

გადაკვეთილი ფრანგული ფარის ზედა ნახევარში საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბის ნაწილი იყო განთავსებული; ზედა ნახევარი საერთო იყო საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შემავალი ყველა ქალაქისა და მაზრისთვის. ქვედაში ვერცხლის ფონზე გამოსახული იყო გუთანი, მის თავზე კი ყურძნის მტევნებიანი ვაზით გარსშემოხვეული ზეთისხილის რტო გურიაში გავრცელებული ტყეებისა და ვაზის სიუხვის ნიშნად .

სამაზრო გერბს ე. წ. ძველი სამეფო გვირგვინი ედგა თავს, საქალაქოს კი _ ვერცხლის სამქონგურიანი კოშკისებრი; ამასთანავე ორივე გერბი ალექსანდრეს ბაფთით შეერთებული ვაზის ოქროს რტოებით იყო გარშემორტყმული


გურიელების გერბი




გურიის სამთავროს მფლობელ გურიელებს, ასევე გურიაში მცხოვრებ სხვადასხვა ფეოდალური გვარების წარმომადგენლებს ჰქონდათ საგვარეულო გერბები. გურიელებს არ ჰქონდათ რუსეთის იმპერიის მთავრობის მიერ დამტკიცებული გერბი. ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით გურიელების გერბზე გამოსახული იყო ორი ანგელოზი, რომელსაც უჭირავს ქართული გვირგვინი. ეს გერბი გამოსახული იყო ქაიხოსრო გურიელის საფლავის ძეგლზე ქალაქ ჩარშამბაში.

შემორჩენილია გურიელების საგვრეულო გერბის რამდენიმე ერთმანეთისგან მცირედ განსხვავებული ვარიანტი.

გადაკვეთილი ფარის ზედა ნახევარი სამად არის გაკვეთილი, ქვედა კი ორად; ფარის ზედა მარჯვენა ნაწილში სკიპტრაა გამოსახული, ზედა შუაში ეკლესია თუ სამრეკლო, ზედა მარცხენაში მოღუნული ხმალი, ქვედა მარჯვენაში შემობრუნებული აფრებგაშლილი ხომალდი, ბოლო ქვედა მარცხენა ნაწილში კი სასწორი; სათავადო გვირგვინით შემკული სათავადო მანტიით გარსშემოხვეული ფარი ფარისმპყრობელ ლომსა და მარტორქას უკავიათ. 

გერბის სიმბოლიკიდან სკიპტრა, ხმალი და სასწორი შესაძლოა ერთის მხრივ გვარის ბაგრატიონთა დინასტიასთან ნათესაობაზე მიუთითებდეს ვინაიდან სამეფო სახლთან დანათესავებულ ქართულ საგვარეულოებს ხშირად შეჰქონდათ ხოლმე საკუთარ გერბებში ბაგრატოვანთა ჰერალდიკური ემბლემები; მეორეს მხრივ კი უმაღლეს სახელმწიფო და სასამართლო ხელისუფლებას. ხომალდის ფიგურა სავარაუდოდ გურიის ზღვისპირა მდებარეობას განასახიერებდა.  


გურიის ერისთავების გერბი



გურიის ერისთავების გერბი თითქმის მთლიანად ემთხვევა მთავარ გურიელთა გერბს.,  განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ხუთნაწილიანი ფარის ბოლო მეხუთე, ქვედა მარცხენა ნაწილში ერისთავების საგერბე ფარში გურიელთაგან გამორჩევით, სასწორის ნაცვლად ორი ირიბად გადაჯვარედინებული მსხმოიარე ტოტია გამოხატული. 


ოზურგეთის მაზრა საბჭოთა პერიოდში, 1929 წელს გაუქმდა და ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებად დაიყო, გურია როგორც ერთი ადმინისტრაციული ერთეული მას შემდეგ არ არსებობს და შესაბამისად, არც სიმბოლიკა გააჩნია.



Comments

Popular posts from this blog

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის სოფლები - ძველი ფოტოები / Old Pictures of Guria

Nasakirali ნასაკირალის ჩაის საბჭოთა მეურნეობის კანტორა / Nasakirali  Ureki Natanebi Chaliani გაღმა დვაბზუს აგურის ქარხნის მშენებლობა / Gaghma Dvabzu  სილაურის კოლმეურნეობის კანტორა / Silauri Askana Kindergarten Naruja გულიანი / Guliani Nagomari Nagomari ნაგომრის კულტურის სახლი, 1961 / Nagomari Culture house 1961  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower  ლიხაურის სამრეკლო / Likhauri bell tower ბოხვაურის კომბინატის მშენებლობა / construction of multifunctional building in Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri ბოხვაური / Bokhvauri Shroma, Statue of Sergo Orjonikidze, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 შრომის კოლმეუნროების კანტორა, არქ. ბ. კირაკოსიანი / Shroma Kkhoz ofice building, Architect B. Kirakossyan, 1959 კოლმეურნეობის შენობა, მელექედური, 1958  / kolkhoz administrative building, Melekeduri, 1958 კოლ...